EURASIANET - მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ფოტორეპორტიორების საქმის უეცარი დასასრულის გამო დარტყმას იღებს12:42 03-08-2011
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის საქმის უეცარი დასასრულის გამო დარტყმას იღებს, - წერს EURASIANET-ი.
”ამ საქმის ნაჩქარევმა დასასრულმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. სასამართლოს გარეთ ფოტორეპორტიორებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ, ზოგი მხარდაჭერით, ზოგი ცივად და ზოგიც თავშეკავებულად. ეს განსხვავება ასახავდა იმ გამყოფ ხაზებს, რომლებიც აშორებს სხვადასხვა მედიასაშუალებებს საქართველოში”, - წერს გამოცემა.
EURASIANET-ის სტატიაში ნათქვამია, რომ გარდა ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძის და ზურაბ ქურციკიძის აღიარებითი ჩვენებებისა, ფოტორეპორტიორების წინააღმდეგ წარდგენილი სამხილები შეიცავდა პრეზიდენტის რეზიდენციის პროექტს, პრეზიდენტის მარშრუტებსა და უმაღლესი რანგის შეხვედრების პროტოკოლებს, რომლებიც ფოტორეპორტიორების კომპიუტერებში აღმოაჩინეს.
”ნაწილი რეპორტიორებისა, ისინი ვინც ამ დაპატიმრებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, აცხადებენ, რომ გამოძიების საბაბი 26 მაისს თბილისში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი სასტიკი შეტაკების ფოტოსურათები გახდა. მთავრობის ორი თანამშრომლის - გედენიძისა და აბდალაძის მიერ გადაღებული დარბევის სურათები საერთაშორისო სააგენტოებმა იყიდეს. მთავრობის წარმომადგენლები ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ”, - წერს EURASIANET-ის ჟურნალისტი.
სტატიაში ნათქვამია, რომ ეჭვები გამოქვეყნებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით რჩება ნაწილობრივ იმის გამოც, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადეს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების გამოქვეყნებაზე.
”ერთი-ერთი სატელეფონო ნომერი, რომელიც თითქოს რუს სამხედროს ეკუთვნოდა, თბილისელ პენსიონერს აღმოაჩნდა. ის კი აცხადებს, რომ არც ქურციკიძესთან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არაფერი აკავშირებს”, - ნათქვამია სტატიაში.
EURASIANET-ის მასალაში მოყვანილია ასევე კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის წამყვანი თანამშრომლის თომას დე ვაალის განცხადებაც.
”საქართველოს უახლოესი მოკავშირე, აშშ-ს მთავრობა დაიღალა თბილისის უწყვეტი რუსული ჯაშუშური საქმეებით. განცხადებები, რომ მოსკოვი დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს და საქართველოში აფინანსებს ტერორიზმს, ვერ ჯდება ვაშინგტონის გადატვირთვის რუსულ პოლიტიკაში”, - აღნიშნავს ვაალი.
სტატიის ქართულ თარგმანს foreignpress.ge ავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...sianet-mikheil- აეგრე! წაიტეხავთ ცხვირებს ამ ჯაშუშომანიით თამაშებზე, თქვე არაკაცებო!
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?