მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიის ტახტის მემკვიდრე, იულიანა კანადაში ცხოვრობდა - როდესაც მას მესამე ქალიშვილი უნდა გაეჩინა (ანუ საუბარია მხოლოდ თეორიულ, ”სათადარიგო” მემკვიდრეზე, რომლესაც არც მოუწია გამეფება), კანადის საგანგებო კანონით ოტავის ჰოსპიტლის შესაბამისი განყოფილება ”ექსტერიტორიულად” გამოცხადდა - იმისთვის, რომ ახალშობილს მხოლოდ ჰოლანდიური მოქალაქეობა ჰქონოდა და არა ორმაგი.
მეორე მაგალითი - როდესაც იგივე მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონი რეგულარულად იბომბებოდა გერმანელების მიერ, დედოფალს (ამჟამინდელს არა, დედამისს) შესთავაზეს არასრულწოლოვანი ქალიშვილები (ახლანდელი დედოფალი ელისაბედი და მისი უმცროსი და) ასევე კანადაში გაეხიზნა. დედოფალმა განაცხადა: ბავშვები არსად არ წავლენ ჩემს გარეშე, მე არ დავტოვებ მეფეს, ხოლო მეფე არასდროს დატოვებს ინგლისს.
სვეტიცხოველში მეფედ კურთხევაზე მეოცნებეებს კი, როგორც ჩანს, ქართული სამშობიარო უფრო დიდ საფრთხედ მიაჩნიათ დინასტიისათვის, ვიდრე გერმანული ყუმბარები.
მიშას არ ენდობიან, თუ რა ხდება?

***
როგორც ყველაფერში, რაც ქართულ პოლიტიკას და ”ბომონდს” ეხება, ამ ”მონარქისტულ პროექტშიც” გემოვნების ნაკლებობა, პროვინციალიზმი და ზედაპირულობა იჩენს თავს...
მონარქიაც შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი ალტერნატიული მოდელი, საუბარი რომ მართლაც მის შესაძლო კონსტიტუციურ როლზე ან პრეტენდენტების ”კვალიფიკაციაზე” მიდიოდეს... ჩვენ კი უასაუკუნებრივ ზღაპრებს გვიყვებიან და რაღაც მასკარადს გვაყურებინებენ.
რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ისტორიასთან, კონსტიტუციურ პროექტებთან, ქვეყნის განვითარებასთან მხოლოდ ფორმალურ კავშირშია - რეალურად კი მხოლოდ ვიღაც-ვიღაცეების პირად ამბიციებს ემსახურება.
საბჭოურ სისტემას ჰქონდა ერთი შეუმჩნეველი, მაგრამ დამანგრეველი და გრძელვადიანი ეფექტი: სიტყვების, ცნებების ჭეშმარიტი შინაარსებისგან დაცლა, პრიმიტიული დემაგოგიითა და სიმბოლიკით - თუნდაც ”ეროვნულით” - ჩანაცვლება. ის რომ ამ ეფექტს ქართული პოლიტიკური ცხოვრება და სააზროვნო სივრცე ვერ გადაურჩა, გასაკვირი არ არის. მაგრამ ესპენეთში გაზრდილი ”პრინცი”? არ არის გამორიცხული, რომ საბჭოთა საქართველოში გატარებულმა წლებმა ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლებიც აზიარა ცინიზმის სპეციფიურ ”ბრენდს” და გარკვეული დაღი დაამჩნია მათ დინასტიურ ”სტარტეგიასა” და სამშობლოსადმი დამოკიდებულებას. ანდა, უკვე საქართველოში ”გააფუჭეს”.
მაგრამ ეს თეორია ცოტა რთულია. უფრო მარტივიც არსებობს: ალბათ, ჩვეულებრივი ქართულ ფენომენთან გვაქვს საქმე: ვიწო პირადული და ოჯახური ინტერესები ყოველთვის უფრო მაღლა დგას საზოგადოებრივსა თუ სახელმწიფოებრივზე. ამ ყველაფრის შესანიღბად კი ნებისმიერი სიყალბისა და ფუჭსიტყვაობის გამოყენება მოსულა.
benjamen glonti-ის კონცეფცია როგორც ყოველთვის არატრივიალური და ზუსტია, მაგრამ მის განხორციელებასაც იგივე ფაქტორები უშლი ხელს, რაზეც ზემოთ დავწერე.
თუმცა, ვერ გამოვრიცცხავთ, რომ სამეფო წყვილი პირიქით შესაშურ თავმდაბლობას იცენს - შესაძლოა, იციან, რომ ”საზოგადო მოღვაწედ” და სამეფო ”სტილის ხატად” არცერთი არ უქმნია ღმერთს (არადა ანას, იმჰო, ექნებოდა შანსი - ცოტა სხვა პირობებში) და ჩუმად, თავდაუზოგავად თავის რეპროდუქციულ ფუნქციასღა დებენ სამშობლოს საკურთხეველზე.
