რატომაც არ ეგონებათ? ვერ ხედავ თემის სათაურს? ,,ტახტის მემკვიდრე"
ხალხის ეს ნაწილი ეხვეწება და ემუდარება თქვენია საქართველო და მოუთმენლად ველოდებით უღელს როდის შემოგვადგამთო. მალე სახოტბო ლექსებსაც მიუძღვნიან თუ ჯერ კიდევ არ მიუძღვნეს...
არ შეუძლია ამ ხალხს თავისუფლების ჰაერით ისუნთქოს, ხალხი მეფის გადავარდნისათვის ოჯახებით ეწირებოდნენ და ამათ კი პირიქით მეფეების ,,შექმნა,, უნდათ.
გადასახადის თითოეული თეთრით მომატების გამო ხალხი შოკში ვარდება, მოშიმშილე ბავშვებისათვის ფული ვერ გადაურიცხია, იმიტომ რომ თავად მშიერია, მაგრამ სამაგიეროდ მზადაა მეფეებისადა მათი ფუფუნებისათვის გადასახადი იხადოს...
ეხლა წარმოიდგინე იმ ,,მეფის" ადგილზე რომ იყო უარს იტყოდი ამგვარ ფუფუნებაზე და გართობაზე? წარმოიდგინე ფულები თავისთავად მოედინება, შენ ლუარსაბივით და დარეჯანივით იმაზე ფიქრობ წვეულებაზე რას ჩაიცვამ, და სად გაერთობი... და ამ დროს ის ხალხი ვისი ოფლითაც ეს ყველაფერი გაქვს აღტაცებით შემოგცქერის და თაყვანს გცემს