და კიდევ.... ნინძები რომ გაიჩითნენ ლიხაურში...
ეგეც ვიცი..

ჯერ მაგ ნინძებზე მოვყვები
ბიძაშვილია თვითმხილველი
წასულა სასტავი ბუნებაში საქეიფოდ. ნუ ახლა ..ლიხაურში "ბუნებაში ქეიფი" ორი ვარიანტია - ან ჭალაში აჭის ყლის პირას , ანდა კიდევ ტყეში .
ხოლო იქ ტყეებია მომიქარავს ამაზონკის ჯუნგლები (ხო..ძაან საინტერესო დათვი ცხოვრობს მანდ.. გურულები "სირიულ დათვს" უძახიან, კიდევ არის ორი ჯიშის...ერთი ქართულიაო..და მეორეს "ღორდათვას" უძახიან. ეგ არის ყველაზე ჩათლახიო)
ხოდა წავიდა სასტავი ტყეში საქეიფოდ...
აი.. ტიპები რომ არიან , "ცხოვრების ხორცმეტებს" რომ უძახიან ..ერთი ეგეთი როჟაც გაყოლიათ, პირობითად დავარქვათ დუმიე (ნაღდი სახელი დურმიშხანი ალბათ)
ხოდა ეს დუმიე ...მასტია , ნუ... აი ძაან მაზალო, ტვინისმბურღავი, "ძველიც" არის ("დვიჟენიებში ვარ ძამა"), ნარკამანიც ..და ძაან ვრედნი.
წარმოიდგინეთ ხო?

მოკლე იქეიფეს, გამოსკდნენ , შებინდდა...
სასტავი რამდენადაც გასაკვირვი არ უნდა იყოს ..მშვიდად დაბრუნდნენ სოფელში "სამნი ძმანი გურულების" ღიღინით
მოიკითხეს დუმიე .. და ტიპი არ არის..
ნუ მთვრალებს დაეზარათ ეტყობა და მეორე დღისთვის გადადეს ნერვიულობა. გათენდა.. არ ჩანს დუმიე. ანერვიულდნენ გურულები.. დაიწყეს ძებნა ..
საღამოსკენ რომ მობრუნდნენ ტყიდან..ხედავენ დუმიე "ცენტრზე" (ბირჟაზე) დგას ..
ტიპი არის უსერიოზულესად ნაცემი , დაკაწრული, ნათრევი ...
მოკლედ იმენნო "წიხლქვეშ" გაგდებულს გავს..
ეცნენ ახლა..ეკითხებიან.. რა მოხდა , ვინ გცემა, სად იყავი
დუმიემ ჯიუტად აწვება ვერსიას... რომ ცემეს. ....ნინძებმა
იასნია ეკაიფნენ... ნუ ახლა რა ნინძებზე შეიძლება იყოს ბაზარი ლიხაურში
დუმიე იმენნო დედის დაგინებიდან შვილების სიცოცხლის დაფიცებამდე ჯიუტად ამტკიცებს რომ... ნინძებმა ცემეს...
ზოგს ...მართლა დათვის დატორილი ეგონათ, მაგრამ ...არ გავდა ტორებს
იმენნო კაცის ნაცემს (უფორ კაცების) გავდა დუმიე..
აღარ იცოდა სასტვმა რისთვის დაჯერებინათ.. და თითქმის დაიწყო "ნინძების ვერისამ" გამართლება
სოფლეშ ნელ ნელა ხმებიც დაირხა... ზეით, ნასახლარებს რომ გაცდები და სულიკო9ს სათრეველა რომ იწყება ...ნინძები ცხოვრობენო
ხოდა მაგ ნინძების დედაც მავსდღანო, ეს როგორ გაგვილახეს ასპროცენტიანი ბიჭიო... აღშფოთდა სასტავი, გავარდნენ სახლებშI.. აისხეს რაც კკი იარარი ქონდათ და დაიურაზმნენ ნინძების დასახოცად (რამდენი ნალია ან ბოსელი გატყდებოდა.. აწი ხო ყველაფეირ ნინძებს დაბრალდებოდა)
ხოდა.. ამ დღეში არიან ... უკვე უნდა დაიძრან , რომ..ღმერთი გაახარებს მამა თეოფილეს ... ეგ გამოჩნდა
ახლა ვინ არის მამა თეოფილე (სახელი აქაც პირობით)
ბერია.. სერიოზული ბერი
ცხოვრობს სადღაც უღრან ტყეში..აგროვებს პანტას და არის
ხანდახან ჩამოდის სოფლად.. კაი კაცია ..სერიოზული იუმორის მქონე
ხოდა მიადგა ეს მამა თეოფილე გურულების ლაშქარს
უყურებს უყურებს ...და მერე იკითხა..
აქაურია კაძახია..აი..დუმიე რომ ქვიაო?
გავაგრძელო ?
This post has been edited by UZUL on 5 Aug 2011, 12:24
Не так я вас любил, как вы стонали..