7-november
ყველაზე სწრაფი

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27216
წევრი No.: 58838
რეგისტრ.: 18-April 08
|
#26781571 · 5 Aug 2011, 12:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიმიტრი მედვედევი - მშვიდობისთვის იძულების ოპერაციის მიზანი თბილისის აღება არ იყო
11:24 05-08-2011
მშვიდობისთვის იძულების ოპერაციის მიზანი, რომელიც 5 დღეს გრძელდებოდა, მიღწეული იყო. ამ ოპერაციის მიზანი თბილისის ან სხვა რომელიმე ქალაქის აღება არ იყო , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა "რაშა თუდეის" ჟურნალისტის, სოფო შევარდნაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არ მივიდნენ რუსები 2008 წლის აგვისტოში თბილისამდე. "მე არა ვარ მოსამართლე ან ჯალათი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილის ბედი ხალხმა უნდა განსაზღვროს ხმის მიცემის საშუალებით ან სხვა ხერხით, როგორც ეს ზოგჯერ ისტორიაში ხდება ხოლმე. ჩემს გეგმებში მაშინ არ შედიოდა სააკაშვილის ძალისმიერი გზით ჩამოგდება და მივიჩნევ, რომ მაშინ სწორედ მოვიქეცი. თუმცა ამის გაკეთება ძალზე ადვილი იყო", - აღნიშნა მედვედევმა. სოფო შევარდნაძე ასევე დაინტერესდა, რატომ არ შემოიფარგლა რუსეთის ქართული ჯარების სამხრეთ ოსეთიდან განდევნით. "ასეთი მსჯელობა ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ სცადეთ და წარმოიდგინეთ თავი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გამოგვეძევებინა და გავჩერებულიყავით, მაგრამ გვესმოდა: ჩვენ ეხლა უკან დავიხევთ, ამერიკელი და სხვა მეგობრები დაგვეხმარებიან შეიარაღებაში, აღგვიდგენენ თვითმფრინავებს და ორმაგი ენერგიით გავაგრძელებთ ოპერაციას. ამიტომაც ამოცანა იყო ის, რომ დაგვენგრია საქართველოს სამხედრო მანქანა, რათა მას აღარ მიეყენებინა დარტყმები აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მშვიდობიან მოქალაქეებისთვის", - განაცხადა მედვედევმა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეარხ "პიკს", "რაშა თუდეის" და რადიო "ეხო მასკვის" ინტერვიუ მისცა. მედვედევი ჟურნალისტებს სოჭში ესაუბრა. "პიკს" არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე, "რაშა თუდეის" სოფო შევარდნაძე, "ეხო მასკვის" კი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი წარმოადგენდნენ. ინტერვიუ დღეს გავიდა ეთერში
დიმიტრი მედვედევი - ჯარები რომ არ შემეჩერებინა, დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა
11:26 05-08-2011
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების მიმართ დანაშაული ჩაიდინა და ამიტომ დიალოგის განახლება არ სურს. ასეთი პასუხი გასცა მედვედევმა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ამბობს მოსკოვი უარს სააკაშვილის შეთავაზებაზე წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყების თაობაზე. ”მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების მიმართ. მისი ბრძანებით მოკლული იყო ასობით ჩვენი მოქალაქე, მათ შორის ჩვენი სამშვიდობოები. ამას არასდოს ვაპატიებ და ამიტომ მასთან ურთიერთობა არ მექნება. ის ჩემთვის ფიგურაა, რომელსაც ხელს არ ჩამოვართმევ. მესმის, რომ ის კანონიერად არჩეული პრეზიდენტია, ქართველ ხალხს მისთვის განაჩენის გამოტანა შეუძლია. მე დარწმუნებული ვარ ერთში, ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ახალ პრეზიდენტს ვინც არ უნდა იყოს ის, მიეცემა საშუალება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა”, - განაცხადა მედვედვმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის ძალიან მტკივნეულია საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობები. ”მასზე საუბრისის დასასრულს შემიძლია ვთქვა ერთი რამ, მან უნდა აღიაროს, რომ რაღაც მომენტში მე შევაჩერე ჯარები. ისინი რომ თბილისში შესულიყვნენ, დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა”, - აღნიშნა მედვედვმა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეარხ "პიკს", "რაშა თუდეის" და რადიო "ეხო მასკვის" ინტერვიუ მისცა. მედვედევი ჟურნალისტებს სოჭში ესაუბრა. "პიკს" არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე, "რაშა თუდეის" სოფო შევარდნაძე, "ეხო მასკვის" კი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი წარმოადგენდნენ. ინტერვიუ დღეს გავიდა ეთერში.
დიმიტრი მედვედევი - მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას თავს არ ვარიდებდი
11:43 05-08-2011
რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის არ ემზადებოდა. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოჭში "პიკის" საინფორმაციო სამსახურის უფროს ეკატერინე კოტრიკაძესთან , "რაშა თუდეის" ჟურნალისტთან სოფო შევარდნაძესთან და რადიო "ეხო მასკვის" მთავარ რედაქტორთან ალექსეი ვენედიქტოვთან საუბრისას გააკეთა. ვენედიქტოვმა გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი 2008 წლამდე გაცილებით ადრე ემზადებოდა ომისთვის, კერძოდ, კი პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში "ჩრდილოეთ კვიპროსს მოაწყობდა". "ეს მტკნარი სიცრუეა. ბატონი სააკაშვილი ბევრ რამეზე საუბრობს. საერთოდაც, ის საუბარს არ აკონტროლებს. ბუნებრივია, არაფერი მსგავსი არ განიხილებოდა. მე კი ხელისუფლებაში თითქმის 10 წელია ვარ. ეს პირველი, მეორე _ კონფლიქტი არავის არასდროს არ სჭირდება. თუ ვინმე იტყვის, რომ კონფლიქტით შეიძლება რამის გადაყვეტა, ის ცრუობს. კონფლიქტებს არაფერი კარგისკენ არ მივყავართ. თუ მას თავიდან ავიცილებით, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს წაადგებოდა და ის, რომ კონფლიქტი მოხდა, ტრაგედიაა და ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს _ საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. ამასთან, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ომი, ნებისმიერ შემთხვევაში, დიპლომატიის დამარცხების გამო მოხდა. სოფო შევარდნაძის კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა მედვედევი ომის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ სააკაშვილს გაცილებით მკაცრად დაელაპარაკებოდა. "შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მცოდნოდა, ვთქვათ, ივლისში, ბატონი სააკაშვილის ტვინში ასეთი გეგმები მწიფდებოდა, ალბათ მას გაცილებით მკაცრად დაველაპარაკებოდი, შევეცდებოდი ამ მდგომარეობიდან მის გამოყვანას და მესამე ქვეყანაში, რუსეთში ჩამოყვანას. გადავათქმევინებდი გეგმებს, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი", _ განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, როცა ომი დაიწყო, ეგონა, რომ ეს ქვეყნის ტეროტორიული მთლიანობის აღდგენის პარანოიდული სცენარი იყო, რომელიც არასდროს განხორციელდებოდა. "ყოველთვის იმედოვნებ, რომ გონება უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ასეთი ტიპის არგუმენტები. სწორედ ამიტომაც, 8-ში მომხდარი ჩემთვის გასაკვირი იყო: სააკაშვილმა საკუთარი სამშობლო თავადვე გახლიჩა _ სწორედ ეს არის ყველაზე საშინელი მისთვის და ქართველი ხალხისთვის", _ აღნიშნა მედვედევმა. რუსეთის პირველმა პირმა უარყო სააკაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ 2008 წელს, ასტანაში ყოფნის დროს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას გაურბოდა. "ძალიან კარგად მახსოვს, რომ ვსაუბრობდით, როცა ავტობუსში ვისხედით, როცა ვსეირნობდით რომელიღაც პარკში. მეტსაც გეტყვით, ჩვენ შემდეგ საღამოს ჩაისა და ღვინოს დასალევადაც კი წავედით, იქაც კი ვისხედით რომელიღაც ტახტზე და განვიხილავდით, თუ როგორ უნდა შევხვედროდით. ამიტომაც ეს ზღაპრებია, დაე, იყოს ეს მის სინდისზე, როგორც ბევრი სხვა რამე", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეარხ "პიკს", "რაშა თუდეის" და რადიო "ეხო მასკვის" ინტერვიუ მისცა. მედვედევი ჟურნალისტებს სოჭში ესაუბრა. "პიკს" არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე, "რაშა თუდეის" სოფო შევარდნაძე, "ეხო მასკვის" კი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი წარმოადგენდნენ. ინტერვიუ დღეს გავიდა ეთერში.
--------------------
ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ორი გვამი პრემია იქმება დიდი - ვანო მერაბიშვილ https://www.youtube.com/watch?v=KgpGcLEwncU
ნაცებს არ ვუღალატე და ცოლს ვუღალატებ (C) LEVANY-M
ნაცი - ნაწყლი, უკანა კარი (C) სუხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა
|