Elpite_Elpite
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1108
წევრი No.: 123311
რეგისტრ.: 4-November 10
|
#26805037 · 7 Aug 2011, 00:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ: პირველი:
| QUOTE | simartlismtkmeli
QUOTE თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შევარდნაძის დროინდელი კგბ-ს მინისტრის მოადგილის შვილი რუსეთთან არაა ჭიპლარით დაკავშირებული, ძალიან შემცდარია!.. cry.gif
ჰოოო, ეს "არგუმენტი", რომ შევარდნაძის დროინდელ.... |
"შევარდნაძის დროინდელში" მე იმ ეპოქას ვგულისხმობდი, მოსკოვის კონტროლისა და ნებართვის გარეშე ცაში ჩიტიც რომ ვერ გაიჭაჭანებდა, მით უმეტეს - უშიშროების მინისტრის მოადგილეს ვერავინ დანიშნავდა მოსკოვის ნებართვის გარეშე. დაგვავიწყდა გუშინდელი დღე (ვინც 30 წელს გაცილებულია) თუ საერთოდ წარმოდგენა არა გვაქვს იმ ხანაზე? ანუ სიტყვა "არგუმენტი" წინწკლებში არ უნდა ჩაგესვათ. ჩემი მოყვანილი გარემოება მართლაც არგუმენტია და თანაც - ძლიერი არგუმენტი. ანუ სრული სიმართლეა. გვსურს ჩვენ ამისი დაჯერება თუ არა.
მეორე:
| QUOTE | ჰოოო, ეს "არგუმენტი", რომ შევარდნაძის დროინდელ.... დავიწყოთ: ალასანია იყო ხაბურძანიას მოადგილე. |
ხაბურძანია ან მისი აგენტობა რა შუაშია? ის, რომ ხაბურძანია აგენტი იყო, ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ ალასანიაც აგენტია. მე უამრავ აგენტთან ერთად ვმუშაობ - ზოგი ვისი აგენტია და ზოგი - ვისი, ზოგი ორმაგი და ზოგიც - სამმაგი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მეც აგენტი ვარ. თანაც მე სიტყვა "აგენტი" არ მიხსენებია. მე ვთქვი: "ჭიპლარითაა დაკავშირებული"-მეთქი. ეს ცოტა სხვა ცნებაა. უფრო ფართო.
მესამე:
| QUOTE | | სააკაშვილს არასოდეს უთქვამს ალასანიას რუსეთტან კავშირებზე და ამის მიზეზი ერთადერთია - ალასანია იყო კონკრეტული მიმართულების - კონტრეტორისტული ცენტრის უფროსი უშიშროებაში მოადგილის სტატუსით და მას ერთადერთი - პანკისის ხეობაში მშვიდობის დამყარება ევალებოდა რაც მან მოახერხა კიდეც. |
გამეცინა.
მეოთხე:
| QUOTE | | ამერიკელებმა რუსეთს ჩაუსვეს ალასანია იმისათვის, რომ |
ლამის ჩავბჟირდი. იხილე ჩემი პირველი შენიშვნა.
მეხუთე:
| QUOTE | | სააკაშვილსრამე სამხილი რომ ჰქონოდა ალასანიას წინააღმდეგ, მას უთუოდ გამოიყენებდა და ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, მერე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, მერე და პარალელურად საკუთარ სპეც.წარმომადგენლად კონფლიქტების დარეგულირების პროცესში და ბოლოს გაეროში საქართველოს ელჩად არ დანიშნავდა. |
ამაზე გავჩუმდები.
მეექვსე:
| QUOTE | | სხვათა შორის, პირადად ალასანიას დამსახურებაა არა მხოლოდ ის, რომ ჩურკინთან მოვიგეთ დიპლომატიური ომი სამი წლის წინ, |
ნუ მომკალი სიცილით! მე ჩურკინთან მისი სხვა შეხვედრები მახსოვს. ომამდელი. გამგებმა გაიგოს.
მეშვიდე:
| QUOTE | | არამედ ისიც, რომ მანამდე 3 თვით ადრე, ივნისში, გაეროს გენ.ასამბლეამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და ეთნიკურად ქრთველთა წინააღმდეგ ეთნოწმენდა აღიარა რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად |
ეს მიშას დამსახურებაა. და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის - ეკა ტყეშელაშვილის, სხვათა შორის.
მერვე:
| QUOTE | | რუსეთის აგენტადწოდებული შევარდნაძის დროს |
ირაკლი ალასანია ხარ? ის დღემდე შევარდნაძის აპოლოგეტია (კულუარებში, რა თქმა უნდა).
მეცხრე:
| QUOTE | | აქვე შევარდნაძის დასაცავად ვიტყი, |
ნამდვილად ირაკლი ხარ, ალასანია!
მეათე:
| QUOTE | | (აქვე შევარდნაძის დასაცავად ვიტყი, რომ მისმა დიპლომატებმა სტამბოლში რუსეთს ხელი მოაწერინეს ბაზების გაყვანის თაობაზე... |
ნუ მომკალი სიცილით შე კაცო! ეგ ხელმოწერა მაშინ დასავლეთის ზეწოლით მოხდა და ისიც იმიტომ, რომ ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი გამოთაყვანებული ელცინისეული რუსეთის პოლიტიკური დასუსტებისაკენ, რაც აშშ-ს ინტერესებში შედიოდა. თუ ლომმა მენაღარიშვილმა, - სამკურნალო ფაკულტეტის ალკკ კომიტეტის მდივანყოფილმა დააჩოქა იგორ ივანოვი, - პროფესიონალი, კარიერული დიპლომატი?
მეთერთმეტე:
| QUOTE | | ალასანია რომ რუსეთთან შეკრული იყოს, დღედაღამ აშშ-ში არ იქნებოდა ნამდვილი შეკრულების მსგასად... |
სწორედ რომ იქნებოდა!
მეთორმეტე:
| QUOTE | | და ეს მაშინ, როდესაც მიშა (და ამას დანანებით ვამბობ) მხოლოდ პერუსღა სტუმრობს. |
კარგი, რა!
მეცამეტე:
| QUOTE | | თუ მე და ეშმაკი ერძტად ვსაუბრობთ რომ ცა ლურჯია ან მაწონი თეთრი, ეს არ ნიშნავს, რომ ეშმაკი ცდება... და ცა შავია ან მაწონი მწვანე... |
ამაში გეთანხმები. რაღაც მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევ გზაზე (ამ შემთხვევაში საარჩევნო გარემოს შესაცვლელად) იმ ხალხთან ერთიანდები, ვინც იმ კონკრეტულ საკითხზე შენნაირად ფიქრობს. თუმცა შეიძლება ეს ხალხი შენთვის სხვა ყველაფერში სრულიად მიუღებელი იყოს. ანუ ძიძიგური და დავითაშვილი ალასანიას გულზე ახატია და მათი სიყვარულით ღამე არ სძინავს-მეთქი, ვერ ვიტყოდი.
მეთოთხმეტე:
| QUOTE | | ბატონებო - მეც, არაკლებ ანტირუსი ვიდრე თქვენ, |
ანტირუსი არა ვარ. მე არ მძულს რუსი ხალხი. უბრალოდ, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა ჩემი სამშობლოს მიმართ. და ის ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო.
მეთხუთმეტე:
| QUOTE | | იმისათვის, რო მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენ არ გვაქვს უფლება დაველოდოთ დროს,როდესაც რუსეთი დაიშლება... |
გეთანხმები!
მეთექვსმეტე:
| QUOTE | | ეს ჯერ ერთი საეჭვოა |
სულაც არა! შენ თუ ალასანია არა ხარ (რაშიც ეჭვი არც მეპარება), მინიმუმ, მისი ახლო, დიპლომატიური გარემოცვიდან ხომ ხარ? ესე იგი, ნებისმიერ შემთხვევაში წაკითხული გაქვს ის ანალიტიკური წერილი, სადაც რუსეთის დაშლის თაობაზე იყო ლაპარაკი (მართალია გაკვრით, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად, რომ მას მერე მთელი საქართველო და ამერიკა ამაზე ლაპარაკობს, თვითონ რუსეთში კი სერიოზულად ეშინიათ ამ საფრთხის). ასე რომ, საეჭვო სულაც არ არის!
მეჩვიდმეტე:
| QUOTE | | ჩვენი ვალია, რეალობის გათვალისწინებით და პრინციპების დაუთმობლად, ვისაუბროთ რუსეთთან, თუნდაც პუტინის რუსეთთან |
აი, ამაში კი სავსებით გეთანხმები!
მეთვრამეტე:
| QUOTE | | ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს - დეოკუპაციაზე,მწვანილზე და ღვინოზე ერთად და ცლ-ცალკე... უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე... დიდხანს და დიდხანს უნდა ვესაუბროთ, არ მივიყვანოთ კონფლიქტი მის ცხელ ხაზამდე... და 40 წლის შემდეგ იქნება თუ მანამდე, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა ისე,რომ აფხაზებმა და ოსებმა ამ ქვეყნის განუყოფელ ნაწილებად იგრძნონ თავი... ესურთულესი ჭადრაკია, რომლიდანაც გამარჯვებულად გამოსვლის შანსი არის ძალიანმცირე... |
ამაშიც გეთანხმები.
P.S. სხვების კომენტარებს გავატარებ.
This post has been edited by Elpite_Elpite on 7 Aug 2011, 00:38
|