#26804774 · 7 Aug 2011, 00:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
comus-74
| QUOTE | | სადაც ამის დაწერა არ დაგეზარა |
რაც აზრიანად მეჩვენება, იმაზე მოვცდები.
| QUOTE | | ფაქტიურად მოტივების მთელი ნუსხაა სუბიექტს რო აიძულებს პუტჩის ორგანიზატორად იქცეს |
ცუდად გცნობია შევარდნაძე, თუ გგონია, რომ ის პუტჩის ორგანიზებას აიღებდა საკუთარ თავზე და ვინმეს საშუალებას მისცემდა, მერე ეს მისთვის წამოეძახათ. შორიდანაც კარგად უყურებდა სეირს. ის ყოველთვის უფრო შორს იყურებოდა.
დაპატიმრებულიც ჰყავდა იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა კი ჯერ გაათავისუფლა, მერე პარლამენტშიც გამოთათხა, მაგრამ გადაკვრითაც არავის უთქვია ამგვარი რამ . იოსელიანს რა ჰქონდა დასაკარგი? იქნებ ეშინოდა, ჰა? ან - კიტოვანს? გამსახურდია მაგან მოაკვლევინაო (მეც ასე გონია) ამბობს, მაგრამ პუტჩის ორგანიზატორობას არც კი დაუთმობს. ვინ მიასუნინებდა ორგანიზატორობამდე, კიდეც რომ სდომოდა. ორგანიზატორი იყო კრემლი, რომლისთვისაც შევარდნაძე უკვე "ოფსაიდში" იყო. "შევარდნაძე ყველაფრის საქმის კურსშია" - ეს სიტყვები ეკუთვნის გიორგი ხოშტარიას, გამსახურდიას ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, როცა უკვე ოპოზიციაში გადაბარგდა და ასე თუ ისე იცოდა ოპოზიციის შიდა სამზარეულო. სატელევიზიო ინტერვიუში ასე უპასუხა შეკითხვაზე - რა როლს თამაშობს შევარდნაძე ოპოზიციაში. 1991 წელი მთავრდებოდა, ახლოს იყო საბედისწერო გასროლა. საქმის კურსში იყო, კი. ისიც გაიხსენე, რომ ტრიუმვირატში ყველას არ უნდოდა მისი "მზამზარეულზე" ჩამოყვანა და მისთვის ძალაუფლების დათმობა. (მაგ. კიტოვანს). მაგრამ სამხედრო საბჭო გაიჭედა თავად, მაგრად გაიჭედა სამართლებრივად, პოლიტიკურად, ყველანაირად, იმ დონემდე, რომ სერიოზულად განიხილავდნენ გამსახურდიას უზენაესი საბჭოს აღდგენის საკითხს (სიგუა- აკაკი ასათიანი). შევარდნაძე უპ.ყოვლისა, სამხედრო საბჭოსათვის იყო მაშველი რგოლი. სხვანაირად ვერ მიიღებდნენ პუტჩით მოსული ხელისუფლების ლეგიტიმაციის შანსს. შევარდნაძე იყო ეს შანსი.
| QUOTE | | რუსეთში დარჩენის შემთხვევაში ელოდა თუ არა ჭიაყელასავით გასრესა მს დონის პოლიტიკოსს |
ნებისმიერ დას. ევროპულ ქვეყანაში (ალბათ, ფინეთის გარდა  ) იცხოვრებდა მეფურად. შესაბამისად | QUOTE | | იყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სკამი მისთვის საუკეთესო თავშესაფარი |
- არა. ამაზე უარესი აღარაფერი იქნებოდა. ის საშინელი წლები უკავშირდება შევარდნაძის სახელს, მთელი ის უსამართლობა, მკვლელობები, უშუქობა, სიცივე, შიმშილი, შიში... ომი, სისხლი... უკავშირდება შევარდნაძის სახელს. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს იყო შევარდნაძის დროს, მაგრამ - არა შევარდნაძის გამო. ეს ყველაფერი კი დაიწყო პუტჩით.
ახლა მე გისვამ კითხვას: წარმოიდგინე პუტჩის შემდგომი საქართველო. შევარდნაძე არ ჩამოდის საქართველოში. როგორ განვითარდებოდა მოვლენები, როგორ წარმოგიდგენია?
This post has been edited by crocodile on 7 Aug 2011, 00:26
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|