მოკლედ ბევრი ვეცადე `სუფთა` თემა მეპოვა ორი მარტივი სიტყვისთვის `ხსოვნა იყოს`და ვერ ვნახე

....ამ თემას კიდე არაუშავდა, მაგრამ ამ პოსტის მერე
ვხვდები რომ აზრი არ აქვს

ამ დღეს მაინც რო შეგეკავებინათ თავი წყევლა-კრუვლისგან ვერა?

ხო ჩვენ `მიშისტები` (ანუ მარტივად ის ხალხი, ვინც არ იზიარებს იმ აზრს, რომ `ოპო` აზრი აპრიორი სწორია) ვართ დამნაშავე იმაში, რომ რუსეთმა 2008-დე გამოყარა ასობით ათასობით ჩვენიანი, დაიკავა სამხედრო გზით ჩვენი ტერიტორიები, 2008-ის აგვისტომდე დაარიგა რუსული პასპორტები, გააძლიერა რკინიგზა სამხედრო ეშელონებისთვის, კოდორთან განათავსა დშბ-ები, შემოჰქონდა საიერიშო იარაღი, სამშვიდობოების ეგიდით შემოყავდა ჩეჩნები, პოლიტიკურად მოდიოდა მუქარის ზღვა, ირღვეოდა ჩვენი საჰაერო სივრცე, განხორციელდა კოდორის ხეობის და სხვა ტერიტორიების დაბომბვა, პუტინმა ღიად გასცა ბრძანება რუსეთის რეგიონებს დაემყარებინათ პირდაპირი კავშირი აფხაზეთთან და ცხინვალთან, უმაღლეს დონეზე მიდიოდა ღია მინიშნებები, რომ კოსოვო განმეორდებოდა საქართველოში...
2008 აგვისტოს დასაწყისში კოკოიმ გახიზნა მთელი მოსახლეობა, თან დაიქადნა მალე ქართველი აქ აღარ დარჩებაო
ჩვენი სოფლები იბომბებოდა
ჩვენგან ბევრად უფრო ადრე დაიღუპა რამდენიმე ჯარისკაცი, რომელსაც ცისფერი ჩაფხუტი ეხურა, ვიდრე რუსებისგან
მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
რუსულივე წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია, რომ მოწინავე რაზმები აქ იყვნენ 7 აგვისტომდე
ვითომ მოლაპარაკებისთვის ჩამოსული რუსი დიპლომატი გაიჭედა იმ მიზეზით, რომ საბურავმა ჩაუშვა
რუსეთის სამხედრო გემების გამოჩენა ჩვენს ნაპირებთან ერთ-ორ დღეში, იმის გათვალისწინებით, რომ ფლოტის მომზადებას და აქეთ გამოშვებას ერთი კვირა მაინც უნდა და ბევრი სხვა.....
ამის გამო, რა თქმა უნდა ჩვენმა შვილებმა, ვისაც გვგონია რომ ეს ომი ჩვენ არ დავიწყეთ, უნდა ზღვიონ და ძირს იფორთხიალონ და თქვენმა შვილებმა უნდა იარონ და რობიკოს და ნინელის ბოდიალს უსმინონ

ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ სხვა დროს შვილებს თუ არ შეეხებით კარგი იქნება
პს ისე დამთხვევაა და დღეს ვკითხულობდი ამერიკულ ჩატებს 22 სილ-ის ავღანეთში დაღუპვასთან დაკავშირებით, და ნუ იქაც რა თქმა უნდა განსხვავებული აზრებია, მაგრამ ისეთი, რომ ვიღაცას ვიღაცა დაეწყევლოს აი შენი შვილი იმ ვერტმფრენში მჯდარიყოსო ვერ ვნახე და ჩვენ რა გვჭირს