lanchkhutis guriaგამარჯობა გურულო.
ერთი შენ ხარ აქ გულიანად რო მესალმება და მიტო გამოგყავი ასე, თვარა, მაგ ღვთისაა და ყველს ქე უნდა უთხრა.
გამარჯობა ყველავ.
გუგულზე (ფრინველზე)თუ გაგია რამე?
არა, გუგული ყველამ ქე იცის რა ჩიტიცაა, მარა თუ დაფიქრებულხარ მის ცხოვრების წესზე და ნირზე.
აგერ ბატონო ამოვაკონსპექტე და შენ თუ იმას მეტყვი, რო დიდად განსხვავდება ზოგიერთი ადამიანისგან, აგი ულვაში მომპარცე.
საზეპიროა , შენ ნუ მომიკვდები, მარა კაი კითხვითაც რო დაისწავლოს კაცმა, არ იქნება ურიგო საქმე.
"გუგული (cuckoo) იმ ფრინველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მაინც და მაინც კარგი გალობით ვერ გამოირჩევიან. თუმცა გაზაფხულზე ტყეში ხშირად გაიგონებთ ,,გუ-გუს” ძახილს, მაგრამ ფრინველის ნახვა ადვილი საქმე არ არის. მისი ხმა 200-300მ მანძილეზეც კი ისმის. ფრინველების გალობა ყოველთვის გამრავლებასთანაა დაკავშირებული. გალობს მეტწილად მამალი, ამით იგი დედალს იზიდავს. გალობის ინტენსივობა კი გამოხატავს მისი სქესობრივი აგზნებულობის ხარისხს. გუგული საშუალო სიდიდის მურა ფერის ფრინველია, თეთრად დაწინწკლული საკმაოდ გრძელი კუდით. ღია ფერის მკერდსა და მუცელზე მოყავისფრო განივი ზოლები აქვს. ისევე როგორც ყველა სხვა ფრინველს, გუგულსაც კარგად აქვს განვითარებული სმენა, განსაკუთრებით კი მხედველობა. ამასთან იგი მეტად ფრთხილი ფრინველია.
ადამიანთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი ქცევა და ცხოვრების ნირი. მისი ბიოლოგია კარგად არ არის შესწავლილი, თუმცა ბევრი რამ მაინც გარკვეულია. ცნობილია, რომ გუგული გადამფრენი ფრინველია. იგი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მიფრინავს გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში – აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ აზიაში. აპრილის პირველ ნახევარში კი ისევ უბრუნდება მშობლიურ ადგილებს და აქვე მრავლდება კიდეც. გუგულზე ასევე შეიძლება ითქვას, რომ სასარგებლო ფრინველია. იგი დიდი რაოდენობით ანადგურებს სოფლის მეურნეობისა და ტყის მავნე მწერებს, კენკავს ისეთ შხამიან მუხლუხოებსაც, რომელთაც სხვა ფრინველები არ ეკარებიან.
ცნობილია, ასევე გუგულის უცნაური გამრავლების ფაქტიც. იგი საკუთარ ბუდეს არასოდეს არ აგებს და მართვესაც თვითონ არ ჩეკავს. გუგული სხვა ფრინველს ჩაუდებს ხოლმე კვერცხს და ნაშიერსაც მას აზრდევინებს. ეს მოვლენა ბუდის პარაზიტიზმითაა ცნობილი. სწორედ ეს იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ფრინველისადმი.
გუგული ბუდეში კვერცხს უდებს მეტწილად პატარა ზომის ბეღურასნაირ ფრინველს: ბოლოცეცხლას, წყალწყალას, მეჩალიას, ასპუჭაკას, ჭვინტაკას, მემატლიას, გულწითელას, ყარანას, ზოგჯერ ღაჟოს და სხვა. სულ აღრიცხულია, რომ გუგულს შეუძლია კვერცხი ჩაუდოს 147 სახეობის სხვადასხვა ფრინველას. უფრო ხშირად მაინც 20-30 სახეობის ფრინველის ბუდეში ნახულობენ გუგულის კვერცხს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთი და იგივე დედალი გუგული კვერცხს მხოლოდ ერთი სახეობის ფრინველს უდებს ბუდეში კვერცხს, მეცნიერების ვარაუდით ალბად იმას, რომლის ბუდეშიც თვითონ გამოიჩეკა.
დედალი გუგული კვერცხის დების მომენტში განსაკუთრებით აგზნებულია. იგი ირჩევს იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ფრინველი დროებით ბუდეში არ არის. დროს იხელთებს თუ არა, მაშინვე დედალი ან უშუალოდ ბუდეში დენს კვერცხს ან მიწაზე დადებული კვერცხი ნისკარტით გადააქვს ბუდეში, თავისას იქ ტოვებს, ხოლო მასპინძლის ერთ ან ორ კვერცხს გადამოაგდებს ან თან წაიღებს ხოლმე. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ ბუდეში მხოლოდ ერთ კვერცხს დებს. ორი დღის შემდეგ მეორე კვერცხს იმავე სახეობის სხვა ფრინველს ჩაუდებს და ა.შ. სეზონის განმავლობაში არანაკლებ 12-ჯერ, ზოგჯერ 20-ჯერაც.გუგულის კვერცხი ჩვეულებრივ პატარაა. იგი სიდიდითა და ფერით მეტწილად ისეთივეა, როგორც ბუდის მასპინძელი ფრინველის კვერცხები. თუმცა არის შემთხვევები, როცა იგი მკვეთრად განსხვავდება.
ყველა მასპინძელი ერთნაირად არრეაგირებს გუგულის კვერცხსა და თვით გუგულის გამოჩენაზე . თუ მასპინძელი მიუსწრებს გუგულს, მაშინ იგი ცდილობს განგაშით განდევნოს ბუდიდან, კვერცხსაც კი აგდებს ბუდიდან და ყოფილა შემთხვევა რომ ამგვარი სტრესის დროს საერთოდ მიუტოვებია ბუდე მასპინძელს. ზოგი ნაკლებად შფოთავს და ეგუება არსებულ მდგომარეობას, ზოგი კი საერთოდ არანაირ რეაგირებას არ ახდენეს ბუდეში უცხო კვერცხის მოხვედრაზე.
გუგულის კვერცხში ჩანასახის განვითარება სწრაფად მიმდინარეობს. იგი 11-12 დღეში იჩეკება და ყოველთვის ასწრებს მასპინძელი ფრინველის კვერცხიდან ბარტყების გამოჩეკას.
გუგულის ბარტყი იბადება შეუმოსავი და თითიქმის უსუსური, მაგრამ 10-12 საათის შემდეგ მას გამოაჩნდება შეგუებითი ე.წ. ,,გადმოგდების” რექლექსი. ეს რეფლექსი იმაში ვლინდება, რომ მას შესწევს უნარი ბუდეში არსებული ყოველგვარი საგანი, მათ შორის კვერცხი, ბარტყი ან სხვა რაიმე, ზურგზე მოიგდოს და ბუდიდან გადმოაგდოს, მიუხედავად იმისა რა სიმძიმისაა ეს საგანი. ეს რეფლქსი მხოლოდ 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ კი ქრება.
ბარტყი საკმაოდ ბევრს ჭამს, სწრაფად იზრდება და 20 დღის შემდეგ ტოვებს ბუდეს, თუმცა ფრენის სრულყოფილ უნარს 25-26 დღის შემდეგ იძენს.
ეს ყველაფერი საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ბუდის პარაზიტიზმის წარმოშობის მიზეზები მეცნიერებისთვის უცნობია და ჯერ კიდევ საკვლევი მოვლენად რჩება.
ცუდი ვოკალური მონაცემების მიუხედავად გუგულის ,,გუ-გუ” ადამიანებმა ერთობ დააფასეს და დროის შესატყობინებლად გამოიყენეს. მინდა გაგახსენოთ ადრე ძალიან პოპულარი და ბევრისთვის როგორც საყვარელი, ისე აუცილებელი ნივთი -კედელზე დასაკიდებელი გუგულის საათი, რომელიც ყოველ ერთ საათში რეკდა ან ,,გუ-გუს” ძახილით საათის პატარა კარიდან გამომძვრალი გუგული დროს იტყობინებოდა. "
ამას ჩემი მხრიდან კიდე იმ ხალხურ ნათქვამს დავამატებ, თქმა რო იციან: რავა გუგულებივით წყნარად ჩამომსხდარანო.

აბატონო გუგულის სურათიც

სურათი ქე შემეშალა, მარა იყოს, გუგული - გუგულია
ა ბატონო ნამდვილი გუგულიც

ახლა მივდივარ ბუღალტერიას მინდა დავეუფლო.
რა ვქნა, კაცო, ეს ჩემი ბუღალტერი დიდი უნამუსო ვინმე გამოდგა, მატყუებს რაღაცას, ვერაფრით ვერ დამიჯინა იმის ბალანსი, რა ღირს ერთი ვორნი , ბანი ან თუნდაც, არასასიამოვნო პოსტის წაშლა რა ჯდება.
ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, გავსულელდი კაცი!
* * *
საოცარი სიჩუმეა, რაღაც ავისმომასწავებელი!
მეგობრებო, აქ , ვგონებ, ტემპერატურა მალე მიაღწევს მაქსიმუმს და ასცდება მოდერატორის საციცოცხლო მაჩვენებლის ზღვარს
სუსტი ნერვების მქონე უზერებს ვთხოვთ მეორიდონ თემაში შემოსვლას, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას!
IOSKAMAN
This post has been edited by ხუტა on 12 Aug 2011, 04:20