nigomarta007ორივეს

ცრემლებამდე მადლიერი ვარ და

ვაგრძელებ ჩანართს, წინა ნაწილი
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII***And pigeons on a roof have become silent,...And by silver have become covered the poplars...***(ნაწილი IV)
(***პატარა ნაწილის ჩაკოპირება გამომრჩენია, მას წითლ ხაზებში გამოვყოფ, რომ გასაგები იყოს, რაც აკლდა)
-------------------------------------------------------------------იმედით, რომ ანდრე ვერ მიცნობდა, ჰეკტიკა დავთრგუნე და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი გასასვლელს, მაგრამ ის ხომ უშუალოდ კართან ახლოს იდგა. ის იყო კარს გავცილდი და ოდნავი შვება მომესალბუნა აჭრილ გულზე, რომ ვერ შემამჩნია და რასაც ვფიქრობდი ის იყო, სად შემეფარებინა წვიმისთვის თავი სადმე ახლოში, რომ გოგას მოსვლა მხედველობიდან არ გამომრჩენოდა , მკლავზე შეხება ვიგრძენი, რასაც ანდრეს წვიმის ხმაში ოდნავ მიმქრალი ხმაც მოყვა:
- ანა?!
აზრი არ ქონდა ზედმეტობებს, მთელი ტანით შემოვტრიალდი და უსიტყვოდ მივაჩერდი. რამდენი ხანი ვიდექით ასე თავსხმაში, ზუსტად არ ვიცი, წვიმის წვეთები მის სახეზე ღვარებად ედინებოდა, ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, რომ ტიროდა...
ოდესღაც ამოიღო ხმა , მისკენ მიმქაჩა:
- რატომ გარბიხარ , ანა? ასე გეწყინა ჩემი დანახვა?
- არ მწყენია, ანდრე, მაგრამ არ გვიღირს... მომიტევე, არ მინდოდა მაშინ, უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვე...
მეორე ხელიც ჩამავლო მეორე მკლავზე და ჩემს მიხუტებას ლამობდა, თუმცა , როგორც ჩანს მხოლოდ ახლა შეამჩნია ჩემი მეორე მდგომარება, ისედაც უკვე მეცხრე თვეში ვიყავი და ვერანაირი ლაბადა ამას ვერ დამიმალავდა...
ანდრე ხან სახეზე მიყურებდა, ხან მუცელზე, ერთი ხელი გამიშვა და ჩემს მუცელს შეეხო, თითქოს ამოწმებდა, მის მიერ დანახული სიმართლე თუ იყო. რაღაც გაურკვეველი ემოცია უხტოდა სახეზე, შიგა და შიგ ღიმილიც ერეოდა, ისევ ჭმუნვით ცვლიდა და ასე გამეორებით. შევეცადე მკლავი გამომეხსნა მისგან, სწორედ ამ დროს მითხრა, არ მანებენდა რა:
- ანა... იქნებ გაქვს რაიმე ჩემზე სათქმელი და იმიტომ ჩამოხვედი...
კვლავ შევაქანე მკლავი ნიშნად იმისა, რომ გავეშვი, მაგრამ ამაოდ, პასუხს ელოდა ჩემგან და მეც ვუპასუხე:
- არაფერი მაქვს სათქმელი, ანდრე. რისი თქმაც მსურდა, მაშინ არც მათქმევინე და რაც გითხარი ისიც არ შეისმინე... ახლა არაფერი მაქვს სათქმელი... გარდა იმისა... გარდა იმისა, რომ...
ოდნავ მომიშვა ხელი და მეორე სველი ხელით კისერში მომეფერა:
- რის გარდა, ანა? გისმენ, გესმის, რის გარდა?!
ლოყით შევეხე მის ხელს, თითქოს მეც ვეფერებოდი , თუმცა გონს მოვეგე მალევე და ვუპასუხე:
- მე ვაჟი მეყოლება, შენი ვაჟი ასევე, მაგრამ...
წვიმის მიუხედავად მაინც შევნიშნე კოცონი მის თვალებში, მგელივით გამჭოლად რომ მომაჩერდა და წამოიყვირა:
- მაგრამ რა? რა მაგრამ, ანა?!
- მაგრამ შენ მას ვერასოდეს იხილავ... სახელად კი ალექსანდრე ერქმება მას...
ისევ ღიმილ-დარდი მონაცვლეობდა მის სახეზე, მაგრამ მაინც არ ოკდებოდა:
- რას ქვია მე მას ვეღარ ვიხილავ? წამოდი ახლავე, ჯერ ერთი აქ სველდები წვიმაში, წამოდი, მანქანით ვარ და წავიდეთ სახლში! ვეღარ ვიხილავ, ჰმ! ახლავე, ანა!
ხელით მკერდზე მივაწექი და მსურდა მომცილებოდა, ის კიდევ იმეორებდა ერთი და იგივეს. როგორღაც მოვახერხე გამომეხსნა მკლავი, რამდენადაც აღარ გამძალიანებია და სველ კიბეებზე თითქმის სირბილით დავეშვი. თავადაც მომსდევდა. მოულოდნელად კი დამისრიალა ფეხი და წავიქეცი...
იმ წუთში დავაფიქსირე რაღაც სხვანაირი ტკივილი, წვიმის მიუხედავად მაინც ვგრძნობდი ფეხებს შორის სისველეს, შავი თაღი ნელ-ნელა აბნელებდა ჩემი ხედვის, არეს... ვხედავდი გაგიჟებული სახით ანდრეს, რომელიც რაღაცას მელაპარაკებოდა და ჩემს ხელში აყვანას ლამობდა. მე კი სიმწრის და შიშის გამო ლამის მოთქმით ტირილი დავიწყე, მხოლოდ ის მახსოვს, მანქანაში რომ ჩამსვა...
რამდენიმე ხნის შემდეგ, რაც ზუსტად არ ვიცი, თეთრხალათიანების მოლივლივე სახეებს ვხედავდი და როგორღაც გავარჩიე ექიმის სიტყვები, როგორც ჩანს მეუბნებოდა, რომ საოპერაციოში მივყავდი...
-------------------------------------------------------------------***
კაშკაშა ნეონის შუქმა გამომაფხიზლა თითქოს, ტკვილს ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ გულის რევა მაწამებდა მაშინვე. ექიმმა თმა გადამიწია შუბლიდან, ხელით ტესტირება გამიკეთა, გადასაფარებელი გამისწორა და უცერემონიოდ ჩამოჯდა ჩემსავე ლოგინზე. ცოტა ხანს სერიოზულად მიყურა და ბოლოდ დაბალი ხმით მითხრა:
- სამწუხაროა, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ: ბავშვი ვერ გადარჩა...
ყურებში ისევ აწივლდა ლოკომოტივი, შემზარავად მივლიდა სხეულში, ხან მამხეცებდა, ხანაც ძალას მიშრიტავდა, გულის რევაც გამიარა, ხელი ჩავავლე ექიმს და მოვქაჩე:
- არაააა! მითხარით, რომ არა, გთხოვთ... გემუდარებით, მითხარით, რომ სიმართლე არ გითქვამთ...
ორივე ხელით მოიქცია ჩემი ხელი ხელში, მომეფერა კიდეც და ნათქვამი დამიდასტურა. ცრემლის შადრევანი თვითნებურად ჩხრიალებდა, უმწეო და არარაობა ვტიროდი, სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ უზენაესი სწორედ მაშინ მაშინ მაცოცხლებდა, როდესაც ყველაზე მეტად არ მსურდა ეს... ექიმმა მედ დას ანიშნა დასაწნარებელი მოეცა ჩემთვის და მანაც არ დააყოვნა, ვენაში ჩხვლეტასთან ერთად ვიგრძენი რაღაც ნეტარება და დიდი, ოქროსფერ ციფერბლატიანი საათი რომ დამემხო თავზე, ეს მახსოვს მხოლოდ, საათი, რომელიც შავ კოსმოსს ფარავდა...
სადღაც გარიჟრაჟზე გამეღვიძა. ისევ ის კოხტაპრუწა ექთანი მადგა თავს. დამინახა რა მღვიძარე, შეტრიალდა წამლების მაგიდისკენ და ჩაილაპარაკა თან:
- Хвала Богу! (მადლობა ღმერთს - სერბ.)
ისევ მოტრიადა და წამლები დამილაგა ტუმბოზე. ჩემთვის ის ისევე სულერთი იყო, როგორც თავისი წამლები , სულ სხვა რამ ვუთხარი:
- ექიმს დაუძახეთ!
წყალი ჩამომისხა ჭიქაში, მაგრამ მიხვდა რა გამომრთმევი არ ვიყავი, ტუმბოზე დადგა და მიპასუხა:
- როცა საჭიროდ ჩათვლის მოვა,
წამოვიწიე საწოლზე და მშვიდი ხმით მივუგე:
- მე ვთვლი ახლა საჭიროდ და დაუძახეთ!
გულში კი სურვილმა გამიარა, რომ ნეტავ კაცი ყოფილიყო და დამენოკაუტებინა ადგილზევე... თიტქოს მიხვდა ცემს გულის თქმას, ოდნავ დააყოვნა და გავიდა. მალე კი ექიმტან ერთად დაბრუნდა. ექიმმა კიდევ მომიკიტხა, რაზედაც პასუხი არ მიუღია, წნევა გამიზომა და მომაჩერდა, ელოდა თუ რაზე დავიბარე. მეც აღარ ვაცდევინე:
- მაჩვენეთ ბავშვი...
ხმადაბლა ვუთხარი. ექიმმა ქალს გადახედა, მერე ისევ მე და მიპასუხა:
- ბავშვი გუშინვე მამამ წაიყვანა, აქ ასეთი წესია, ბავშვებს 24 საათში მარხავენ...
გულზე ბიძგებმა სხეულიც ამიძაგძაგა, ვეფხვივით წამოვენთე და ცოტა მაკლდა ყელში ვცდომოდი:
- რას ქვია წაიყვანა? რას ქვია უჩემოდ წაიყვანა? ვინ ხართ თქვენ და რა უფლებებს აძლევთ თავს? შე..ცი თქვენ თურქულ წესებს, ახვრებო! რას ქვია წაიყვანა, მე მოვკვდი? თქვენი თავსაფრიანი ბებიების ტრადიციებს გავკარი, ვითომ ქრისტიანებო, ცხოვრებას შევ.ცემ თქვენსას! წესიერად მიპასუხეთ, მაჩვენეთ და ისედაც სიტყვა არ მჯერავს თქვენი!
სიმშვიდის და კულტურის შენარჩუნებით კვლავ მიპასუხა:
- მე ექიმი ვარ, ჩემი მოვალეობა რაც იყო გავაკეთე, დანარჩენი სხვასთან იჩივლეთ! ისედაც მამამ წაიყვანა, რა არის ამაში უცხო და გაუგებარი!
მთელი ტანით წამოვჯექი და გაცეცხლებულმა ისევ მივუგე:
- და ვისგან იცით, რომ ის არის მამა? გარდა ამისა, მე დედა ვარ და ჩემთან უნდა შეთანხმდეს ის, რასაც ე.წ. მამა აკეთებს! არაკაცებო!
ოდნავ გაბრაზება შეეტყო ექიმს და სწრაფადვე მომცა პასუხი:
- გოგონი, მე არ მაინტერესებს თქვენი ოჯახური პრობლემები, არასწორ მისამართზე ხართ!
ისევ მივწექი ბალიშზე და სიტყვა დავუბრუნე:
- დედას ვუტირებ ყველა მისამართს... თქვენი ჩათვლით!
ისევ ანიშნა ექთანს დამამშვიდებლის გაკეთება, რაზედაც წინააღმდეგობა არ გამიწევია...
საღამოს კი, გამოვიღვიძე რა ინექციის გავლენის შედეგად მითანგული ძილისგან, ტირილით რომ გული ვიჯერე, გადავწყვიტე რაღაც მემოქმედა და ბედზე, ამ ქმედების შესაძლო ობიქეტიც ჩემს ოთახში შემოვიდა - ხანში შესული სანიტარი ქალი. მოწყენილი სახით შემომხედა, მიხვდა რა მეღვიძა, მომესალმა და წუხილი გამოთქვა. მე მადლობა გადავუხადე თანაგრძნობისთვის და სიტუაციით ვისარგებლე:
- ხომ არ იცით ჩემი ჩანთა სად დევს?
მიანება თაროზე სუფთა თეთრეულის ლაგებას , გამოაღო კარადის კარი და ჩემი ჩანთა გამოიღო, ასევე უხმოდ დამიდო საწოლზე. მადლიერება გამოვხატე და სასწრაფოდ გავხსენი. ამოვიღე 300 გერმანული მარკა, გავუწოდე და მივმართე:
- ძალიან გთხოვთ, ამით რაიმე შესაბამისი, ლამაზი ტანსაცმელი მიყიდეთ. ხვალ ნათესავები მომაკითხავენ და მინდა ვერანდაზე ცოტა გავისეირნო, არ მსურს ასე საავადმყოფო ხალათით პორწიალი.
თბილად დამხედა, ფული გამომართვა, ხალათის ჯიბეში ჩაიდო და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად:
- არ არის პრობლემა, ქალბატონო, ოღონდ რამდენად მოგცემენ უფლებას თქვენი ტანსაცმელი ჩაიცვათ, სანამ აქ ხართ, ეგ არ ვიცი. ხომ იცით, ეს სამხედრო აკადემიის კლინიკაა და მკაცრი წესებია, მაგრამ მე თქვენს თხოვნას შევასრულებ, მაგაზე არ იდარდოთ.
მე კი ამასობაში მეორე 200 მარკა ამოვიღე და თავად ჩავუდე მეორე ჯიბეში:
- ამით კი ჩემგან იყიდეთ ის, რაც გსურთ!
უხერხულობა დაეტყო, ამოიღო და უკან მაწვდიდა, მაგრამ როგორც იქნა დავითანხმე და მადლობების ხდითა და სიკეთის სურვილით დამემშვიდობა...
გადავტრიალდი გვერდზე და ბალიში გავლუპე ცრემლით, თან ვფიქრობდი, რომ უბედურებაც კი არ ‚მერგება‘, უბედურების ტირილის საშუალებაც კი არ მრჩება, არამედ მხოლოდ ბრძოლისთვის მზადება... გონებაში ვხედავდი ჩემთვის უნახავ საკუთარ შვილს და ძალიან მსურდა აღარ ვყოფილიყავი...
(*** გავაგრძელებ მოგვიანებით, მადლობთ)
პ.ს. ძალიან დავითრგუნე, ცოტას დავწყნარდები და გავაგრძელებ, ბიჭები არ არიან ბედზე სახლში და ტირილი შემიძლია, ესეც ხელს შემიწყობს ცოტა...
This post has been edited by CZ88 on 13 Aug 2011, 23:37
მიმაგრებული სურათი