http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...emyareboda.htmlკოკი იონათამიშვილი - ნაგვის ახალი გადასახადის დაწესება სოციალური სამართლიანობის პრინციპს ემყარებოდა16:03 31-08-2011
ნაგვის ახალი გადასახადის დაწესება სოციალური სამართლიანობის პრინციპს ემყარებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკი იონათამიშვილმა განუცხადა.
კოკი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებებზე, რომელიც ნაგვის გადასახადის გაზრდას ეხებოდა.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძაობის" წევრის განცხადებით,
თბილისში 375 ათასი აბონენტიდან 200 ათასს ნაგვის გადასახადი არ გაზრდია, პირიქით, შეუმცირდათ. იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ეს აბონენტები სწორედ რთული სოციალური პირობების მქონე პირები არიან და, ამდენად, ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ემყარებოდა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ
აბონენტების 20-25%-ს გადასახადი 5-დან 10 ლარამდე გაეზარდა; არის კატეგორია პირების, რომელთაც გადასახადი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პირები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ და მათ შემოსავალიც მეტი აქვთ.იონათამიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისთვის ნაგვის გადასახადის 3-ჯერ გაძვირებაც ახსნა.
მისივე თქმით, დასუფთავების სამსახურის ბაზაში ზურაბ აბაშიძის ბინის მისამართზე ერთი ადამიანია დარეგისტრირებული, რესტრის მონაცემებით კი – სამი.
"ბაზაში ბევრი ადამიანი არ იყო დარეგისტრირებული, რამაც ნაგვის გადასახადის გაძვირება გამოიწვია. შემოსული თანხები კი, სერვისის განვითარებას და მერიის სოცპროგრამებს მოხმარდება", _ დასძინა კოკი იონათამიშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლმა, საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს თბილისის მერიის შენობის წინ ნაგვის გადასახადის გაძვირებასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგი გამართა. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ უშუალოდ მას 3-ჯერ გაძვირებული გადასახადი მიუვიდა და მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში ეს გადასახადი 6-ჯერ და მეტად გაიზრდება.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქალაქემ ყოველ დამწვარ ერთ კვტ.სთ ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადის სახით 5 თეთრი უნდა გადაიხადოს.
ნაციონალ გამპრავებლებს - აი ეს გააპრავეთ!
... ნაგავი განაგავებულა სანაგავეში ჩანაგავებულა ...
პ.ს. ბატონი იონათამაშვილის განმარტებით მარტო თბილისში რთული სოციალური პირობების მქონე 200 000 მოქალაქეა
.. აბა სიღარიბე დავძლიეთო?
ჯიბეში ჩაძრომის გაპრავება ქვია ამას მარტივად
მაგრამ რომ არც ეხერხებათ?
ამას ისევ ჩვენი ფორუმის გამპრავებლები ჯობნიან
ტაკ შტო მობრძანდით და გააპრავეთ,
უშველეთ პარტიას!
This post has been edited by No Regrets on 31 Aug 2011, 17:03