#26925552 · 16 Aug 2011, 11:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
pirdapiri
QUOTE | ნუ ეხლა წალკას ვაჟაზე ცხოვრება ჯობია. წალკაში ასობით სახლია ცარიელი მიწაც ნაყოფიერი ასევე კარგი საშუალება მეცხოველეობისთვის და რა სფეროში არიან დასაქმებულები ისეთში რო მაქედან წასვლა ტრაგედია იყოს? |
ტრაგედია არც ის იქნება, ღმერთმა დაგიფაროთ და ერთ დღესაც თქვენი სახლი რომ ჩამოინგრეს, ალტერნატივად კი წალკაში მოგიპინტრიშონ. საინტერესოა რა ჭკუაზე დადგებით. 21 წელი თბილისში იცხოვრა ამ ხალხმა, ზოგი სულაც აქ დაიბადა და გაიზარდა. წალკაში რა სფეროში უნდა დაასაქმო ის თქვი შენ.
ამ ხალხმა ნამდვილი ტრაგედია უკვე გადაიტანა თავის დროზე, რომელიც ახლა ისე აღიქმება, ვითომ არც არაფერი მომხდარა.
თუმცა ასეა - ''სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო'' - დღეს ეს მიდგომა გახდა ქართველისთვის ყველაზე მართებული და აქტუალური.
არადა ''აქლემი'' უკვე დაჩქარებული სიხშირით იჩოქებს...
ამ ხალხის ყველაზე დიდი ''დანაშაული'' ალბათ ისაა, რომ ომის დროს იქ არ ჩაიხოცნენ და გადარჩნენ, ასე ხომ აღარც არანაირი პრობლემა იარსებებდა - ზოგიერთის ღლიცინი სწორედ ამას ნიშნავს ამ თემაში.
--------------------
''დაიმარხე შენს გულში, რომ შენი ცოდვები დვირე არს, ხოლო შენი ძმის ცოდვები - ჩხირი'' (წმ. პიგმენი)
,,ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ."
,,სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება, როცა ხედავს ღირსებით, რომ ვერ გაუტოლდება."
|