#52120584 · 4 Feb 2018, 23:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან კარგი თემაა და შემთხვევით წავაწყდი, ახლა ვაპირებდი ჩემი აზრის დაწერას, თუ როგორია ჩემი თვალით დანახული საქართველო. შეზღუდული დროიდან გამომდინარე, ბოლო 4 5 წელიწადია ძირითადად ფორუმიდან ვღებულობ ინფორმაციას და შემდეგ ვამოწმებ უცხოურ საიტებზე. მოკლედ, გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ გახშირებულ მკვლელობებს და დაჭრებს. ნაციონალების დროსაც ხდებოდა იგივე, ოღონდ მგონია, რომ ახლა მომატებულია. სტატისტიკას ხო ვერ ენდობი დღეს. დანარჩენი კადრების მხრივ არაფერი შეცვლილა, გაუგებარია ამხელა პრემია დანამატების ამბავი. სიტყვის თავისუფლება ახლა გაცილებით დაცული უფლებაა, ვიდრე მაშინ. ნატოს მხარდაჭერა ახლა უფრო მძაფრია, ვიდრე ნაცების დროს აგერ შარშან 6 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა 3 მილიონიან ქვეყანაში და მეც შევხვედრივარ აქ ხალხს, თბილისი და საქართველო ძალიან მაგრად რო დაუხასიათებიათ. ამიტო არ მჯერა რუსთავი ორის. გუშინწინ სიენენმა მოგვაქცია ყურადღება მაქეთ დავრეკავ და ყველა ტირის და მოთქვამს თუ რა საშინელება და უბედურება ტრიალებს. არადა ყველა იცვლის მანქანებს, ყველა დადის რესტორანში, ყველას აიფონი აქვს. არ ვამბობ, რომ ყველა კარგადაა, მაგრამ აქედან დანახული საქართველო უფრო პერსპექტიულია, ვიდრე როდესდმე ყოფილა
|