მამუკა ზერეკიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სისწორეში ოჯახს ეჭვი ეპარება
11:55 17-08-2011
მამუკა ზერეკიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სისწორეში ოჯახს ეჭვი ეპარება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი მამუკა ზერეკიძის მეუღლემ, ლიკა ზერეკიძემ განუცხადა, ცხედარს სახეზე და ყელზე დაზიანებები აღენიშნება. მისი განცხადებით, საეჭვოა, ეს დაზიანებები დენის დარტყმას გამოეწვია.
ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას დღეს აპირებს; სახელმწიფო ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ ყოფილა.
წინასწარი ინფორმაციით, მამუკა ზერეკიძე დენის დარტყმის შედეგად, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აბაზანაში გუშინ გარდაიცვალა.
ლიკა ზერეკიძე ამბობს, რომ მამუკა ზერეკიძეს გუშინ უნდა დაერეკა. ბოლოს გუშინწინ, 15 აგვისტოს ესაუბრა. ლიკა ზერეკიძის განცხადებით, მამუკა ზერეკიძე არაკონფლიქტური იყო და ციხეში ვინმესთან ცუდი ურთიერთობის შესახებ არაფერი სმენია. გარდაცვალებამდე იგი ცუდად იყო და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს. მისი ავადმყოფობის მიზეზად მოწამვლა სახელდებოდა.
მამუკა ზერეკიძე სასჯელს იხდიდა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში. მას სამუდამო პატიმრობა ნარკოდანაშაულისთვის ჰქონდა მისჯილი. იგი საზღვარზე, საფრანგეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
გიორგი ზერეკიძე კი,მიმდინარე წლის დასაწყისში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და ორი თვის წინ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მანამდე გიორგი ზერეკიძე გათავისუფლებული იყო. იგი პირველ სასჯელსგანზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...vi-epareba.htmlსამწუხაროა რომ გარდაიცვალა,
მაგრამ მკვლელობაზე საუბარი მგონი ცოტა ნაადრევია,
ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არსებობს და ფორუმზე უკვე მკვლელობად მონათლეს
მგონი თემას სახელი უნდა შეეცვალოს
პ.ს. კაცს სამუდამო ჰქონია მისჯილი და მისი მოკვლა რაში უნდა დაჭირვებოდათ?