ვერ გახდება.
ჯერ ერთი, მთლად ოქროშიც რომ ჩასვა, კლიმატითა თუ ნაპირით ვერ შეედრება საუკეთესო კურორტებს თუნდაც თურქეთში.
მეორეც, საკურორტო ინფრასტრუქტურა როგორც გინდა უნდა გააუმჯობესო, ის თურქები ხომ გულხელდაკრეფილი არ ისხდებიან? არარეალური მგონია ამ მხრივ მათი დაწევა. კლიმატი კი მათ ფორას ყოველთვის მისცემს.
ბათუმი იმუშავებს, დიდი დანახარჯების შემდეგაც, ჯანმრთელი სამიანის დონეზე, ყველაზე მეტი.
მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ "ცალკე" დავტოვებთ. ხოლო საზღვაო კურორტები თუ იქნება, ბათუმის ჩათვლით, ინტეგრირებული ვთქვათ სამთო კურორტებთან (იქვე აჭარაში, სვანეთში, პლუს გუდაური-ბაკურიანი), ღვინის ტურიზმთან, ზოგადად სამზარეულოს ტურიზმთან, იმავე ნაკრძალების სტუმრობასთან, თუნდაც ბერდვოჩინგთან... მაშინ ყველაფერი ჯამში მოიტანს უკეთეს შედეგს, ვიდრე ცალ-ცალკე მოიტანდნენ.
ინტეგრირებული ნიშნავს კარგ გზებს, სასტუმროებს, მგზავრობის კომფორტს, ელემენტარულად - ქალაქად, სოფლად თუ გზებზე ცივილიზებულად მოშარდვის შესაძლებლობას, ნაგვით ჩაოხრებული (რომ ჰკითხო, სათაყვანო) სალოცავებისა და საქეიფო ადგილების არარსებობას, ინფასტრუქტურის გამართულობის მინიმუმს მთელ ქვეყანაში და არა მარტო საკურორტოდ მიჩნეულ პუნქტებში...
ამ ყველაფრის გაკეთებას ათწლეულები და დიდიძალი თანხა უნდა, ამდენი დრო და ფული კი ჩვენ არ გვექნება.
ცუდი კიდევ ის არის, რომ რაც კეთდება, იმის ხარისხი კარგი არ არის.
ჰოდა, ბათუმზე სამჯერ ნაკლები ფული რომ იხარჯებოდეს, თუმცა კი სტაბილურად, წლიდან წლამდე, ხოლო მიშა ათჯერ ნაკლებს მაინც ხმაურობდეს ბათუმის თემაზე, ეს უფრო სწორი იქნებოდა.
This post has been edited by Geronti on 31 Aug 2011, 19:38