ფუმფულა ბეღურების გადაფრენა თბილ ქვეყანაში
[ნინია კაკაბაძე]
როდესაც ასეთი ტიპის მოვლენაზე, გადაცემაზე წერ, ძალიან რთულია, გაექცე, აი, ასეთი ტიპის კომენტარებს: "გშურს", "შეგშურდა ხომ?" "აბა, შენ ვინ წაგიყვანს თბილ ქვეყანაში დასასვენბლად?!" და ა.შ. ამიტომ, ვიდრე ამ კომენტარებს დაწერენ, იტყვიან თუ უბრალოდ გაიფიქრებენ, მოგახსენებთ, რომ - დიახ, მშურს! ძალიან მშურს და ძალიან შემშურდა, როდესაც დავინახე ამ საძაგელი, მოღუშული და ცივი საქართველოდან, როგორ ბეღურასავით გაფრინდა 5 ქალბატონი თბილ ქვეყანაში დასასვენებლად. მშურს, რადგან მე ვერ მივფრინავ. არც ფული მაქვს, არც დრო, არც საშუალება. ერთ-ერთმა ბეღურამ გადაცემის ფინალში თქვა, ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია თვალი არ მეცესო. არ ვიცი, როგორ ხდება თვალის ცემა, მჩხიბავთან არ წავსულვარ, მაგრამ რა ვიცი, აბა, ჩემმა შურიანმა თვალმა კი შეხედა.
ერთი სიტყვით, რაზეა საუბარი - 22 თებერვალს "იმედზე" გავიდა გადაცემა "ნანუკას შოუ", რომელიც ამჯერად ეგვიპტიდან მაუწყებლობდა. გადაცემა ჩანაწერის სახით გავიდა. შემოქმედებითი ჯგუფი და სტუმრები ეგვიპტეში 17-დან 27 იანვრამდე იმყოფებოდნენ. ისეთი საინტერესო იყო, გადაირევით. ამიტომ, ვინც ვერ ნახა, ძალიან მოკლედ მოვუყვები.
ღმერთმა გაგაძლებინოთ და დაგიფაროთ!
მოკლე შინაარსი
პირველ ნაწილში გადაცემის წამყვანი ნანუკა და ჟურნალისტი (შეთავსებით საკრებულოს წევრი) ინგა გრიგოლია ჩილიმხანაში წამოგორდნენ და ჭორაობდნენ. რა ვიცი, აქეთური, იქითური... გოგოებმა სიყვარულზე ილაპარაკეს. რატომ არ აეწყო ინგას პირადი ცხოვრება? წონაშიც დავიკელიო, სახეზე კორექციაც გავიკეთეო, მაგრამ არა და არაო. მაინც არ გამოვიდაო. საქმიანი და აქტიური რომ ვარ, განა მაგიტომო, ნანუკა შენც მაგარი ჟურნალისტი იყავი, მაგრამ ხომ ხედავ, რა ბედნიერი ხარო, აი, მე კი ვერაო. სადღაც დადის ინგას მეორე ნახევარი და ინგას ვერ ხედავს, ვერც ინგამ მიაგნო ჯერ, მაგრამ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნება და ისიც ისეთი ბედნიერი იქნება, როგორიც ნანუკაა.
ღმერთო, გვიშველე!
ჰოდა, მერე იყო ნანული სარაჯიშვილი, დოდოშკა და ეთერ კაკულია. ღმერთო, დაგვიფარე ეთერ კაკულიას იუმორისგან!
ქალბატონ ნანული სარაჯიშვილთანაც გვინდა "ზადუშევნი" ლაპარაკი: "ნუთუ, არასდროს გყვარებიათ ძალიან?" - ისმის კითხვა. მაგრამ არ გამოვიდა, ნანულისთან უფრო სევდიან-მელანქოლიურ ტალღაზე გადავედით, რომელიც მისი მეგობრის ტრაგიკულ ისტორიას ეხება. მერე რა, თუკი ეს ისტორია ყველამ არ იცის, გადაცემის მაყურებლებს ვგულისხმობ, მთავარია, ნანუკამ იცის.
უფრო რაღაცნაირი და აი, პროსტა ძაან საყვარელი ლაპარაკი გამოვიდა დოდოშკასთან. დოდოშკას ოდესღაც უთქვამს, რომ "იმედის" "დღის შოუში" მე გამნაღმველის ფუნქცია მაქვსო, ჰოოოდა, ამ სიტყვას არ გამოიყენებდა ნანუკა?! "ოდესმე პირად ცხოვრებაში თუ აგფეთქებიათ ნაღმები?". დოდომ თქვა, პირად ცხოვრებაში აი, ძალიან ჩუმად და ფრთხილად ვაფეთქებ ნაღმებსო. თანო, ერთიც არის, ძალიან წუნია ვარო და ამიტომ დავრჩი შინაბერაო და ამის სულაც არ მრცხვენიაო. "ეს არის ჭიქა, მე კი ვარ შინაბერა" - დოდოშკამ თქვა. ძაან ჟიზნენი ლაპარაკი იყო. მერე, ძალიან "პრადვინუტად" მიჩნეულმა დოდოშკამ თქვა, მე რომ კუზიანი დამიძახო, მეწყინება, იმიტომ, რომ ეს შეურაცხყოფა არისო და შინაბერა კი - არაო. მოხდა ასე, რომ ვერ გავთხოვდიო. მერე რა, რომ გადაცემას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც უყურებენ და ფიქრობენ, რომ მათი მდგომარეობა დოდოშკასთვის შეურაცხმყოფელია. ძააან საყვარელია დოდოშკა!
აუ, გადაცემის ფინალი ყველაზე მაგარი იყო. ეთერი რა საყვარელიააა! აი, დაადო თავის ქმარს და წავიდა გასტროლებზე. იმის მერე აღარ გათხოვილა, მაგრამ ძალიან ბედნიერია. პროსტა ვგიჟდები ამ ქალზე, ძაან უშუალოა, აი რაღაცნაირი, ნატურალურია.
ძალიან, ძაან ჟიზნენი გადაცემა იყო. ძაან ვისიამოვნე. ფინალში საზეიმო ვახშამი გაიმართა. ნანუკამ ინგას უთხრა, აი, რაც გინდა მკითხე, ყველაფერზე გპასუხობო. მერე იყო ლაპარაკი სიყვარულზე, ბედნიერებაზე, როგორ იბრძოლეს მან და მისმა მეორე ნახევრმა ბედნიერებისთვის. ყველაფერი მაქვს, საყვარელი კაცი, შვილები, ფული, საყვარელი საქმე (ანუ გადაცემა) და ისეთი ბედნიერი ვარო, რომ ხანდახან მეშინია კიდეცო. აუ, მართლა რა ბედნიერი ხარ, ნაან! ღმერთმა მოგცეს და არ მოგაკლოს არაფერი. უსაყვარლესი ხარ, პროსტააა.
ერთხელ მახსოვს, მაია ასათიანმა თავის შოუში მონტაჟის საშუალებით საკუთარი თავი მიიწვია სტუმრად და ინტერვიუ ჩამოართვა. ნანუკამ ეს ფუნქცია ინგას დააკისრა. როდესაც ასეთ გადაცემას ვაკეთებთ, ვინ გათხოვდა, ვინ ვერ გათხოვდა, ვის ვინ უყვარს და რა პონტში, ძალიან გვინდა, რომ ეს კითხვები ჩვენც დაგვისვან. ეს გადაცემები საკუთარი სურვილების სუბლიმაციაა. და ამიტომ, გადაცემის ფინალმა, აი პროსტა დაგლიჯა, რაა! მაგრა მომეწონა! აი, რაღაც პონტში ფილმი რომ არის, სერიალი კი არა, "სექსი დიდი ქალაქში", გოგოები რომ მექსიკაში მიდიან, ის გამახსენდა და ძაან მომინდა მეც

(( ღმერთო, მეც გადმომხედე.
P.შ. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. ხომ არ იცით, ნანუკამ ეგვიპტეში სულ მსუქანი და გაუთხოვარი ქალბატონები რატომ წაიყვანა? ერთ პატარა ეპიზოდში "ინტერკონტინენტალის" წარმომადგენელი თუ უფროსიც გამოჩნდა ("ინტერკონტინენტალი" იყო ამ გადაცემის იდეის ავტორიც და სპონსორიც) და ისიც ფერხორციანი იყო. ნეტავ პირადი ცხოვრება როგორ აქვს მოწყობილი?!
P.P.შ. ფუმფულა ბეღურების სამშობლოში, ამ პერიოდში, საწვავზე თუ პროდუქტზე ფასი ყოველდღიურად იზრდება. იზრდება სოციალურად დაუცველი და შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფი პირების რაოდენობაც. მთავრობა და საკრებულოს თავმჯდომარე თუ მისი წევრები დენის გადასახადის 20-ლარიან ვაუჩერებს არიგებენ გულუხვად...
ბეღურების დასასვენებელ კურორტზე კი: 25 იანვრიდან 14 თებერვლამდე გამათავისუფლებელ ბრძოლაში დაიღუპა 320 ადამიანი. 232 - ქაიროში, 52 - ალექსანდრიაში და 18 - სუეცში. მძიმედ დაშავდა 1500-ზე მეტი ადამიანი.
საბედნიეროდ, ჩვენი ბეღურები 27 იანვარს მშვიდობით მოფრინდნენ სამშობლოში. "ღმერთს ებარებოდეთ", ბეღურებო!
...................................................
აი ამ სტატიაში ჩანს ამ ქალის სულიერი მდგომარეობა ზედმიწევნით
ყველა სიკეთესთან ერთად საშინლად "ობიექტური" და "ხარისხიანი" კრიტიკაც შეძლებია, ჯერ დოდოშკას კუზიანებზე ნათქვამ უსვავს ხაზს, ინვალიდებზე ღელავს რომლებიც გადაცემას შეიძლება უყურებდნენ და მერე თითონ მსუქანი და გაუთხოვარი ქალბატონების მიმართ გამოხატავს ცინიზმს. ეს ქალი მორალურად არაფრით მეტი არ არის იმ თავის მეგობარ სამთავრობო ცოლებზე, თუ ნაკლები არა.
This post has been edited by lamazi gogo on 22 Aug 2011, 16:09