არ ვიცი ჩემო ნიკოლოზ,
სტურუას პრობლემა (ისევე როგორც ჩვენი, უფრო ახალგაზრდა ძელეც-პარტოკრატ-ინტელიღენტების ოჯახებში გაზრდილი ნაჩათლახარების) იმაშია, რომ ის საქართველო რომელშიც ვიბრძოდით, ვისროდით, გვიყვარდა და ვაგინებდით,
(უგემოვნოდ ჩაცმულ-დახატული) წითელკაბიანი, სპეციფიური ქალაქელი გოგოების, მოპარული კოცნებისა და ჩრდილოეთში ნაყიდი სექსუალური შეხლა-შემოხლების საქართველო მოკტა (

).
მოკტა ეს დედამოდღნული.
ჩვენ კიდე, ცნობიერად ან ქვეცნობიერად - ვებღაუჭებით, ვფორთხავთ, კბილებს ვაღრჭიალებთ, გავურბივართ და ვერ ვცილდებით ერთდროულად.
ძნელია შეიგრძნო, ბოლომდე გააცნობიერო, რომ მორჩა.
დაკარგულია ის ყველაფერი და შენც დაკარგული ხარ მისთვის.
მნიშვნელობა არ აქვს, რუსთაველის "პროსპექტზე"-ზემელზე ხარ თუ ათასობით კილომეტრებით დაშორებული.
იბრძვი, ფიქრობ, აზროვნებ, ფართხალებ - მანამდე
და მერე, როცა გააცნობიერებ ამ ყველაფერს,
ბოლომდე და სრული სიზუსტით, იმდენად ძნელია ეს სინამდვილე.
იმდენად აუტანელია იმის შეგრძნება, რომ ის დატოვებული თუ ატლანტიდასავით დაკარგული სამოთხე - აღარ არის (ან არც არასდროს არსებულა)
რომ რეალობიდან გარბიხარ (დიაგნოზია, ფსიქიატრიული, არ ვხუმრობ).
ამ გაქცევაში კი, ანგრევ საკუთარ თავს მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ
და თუ დიდი და შემძლე იყავი/ ხარ (როგორც "რეჟისორა"), შენს ფსიქო-სოციალურ პორტრეტთან ერთად, (დაწვი ეს დაბერებული და მატლებით შეჭმული დორიან გრეი)
ანგრევ ასევე შენს გარემოს, შენს იმიჯს, შენ ცხოვრებას.
იმ იმედით, რომ ამ ნგრევისგან/აფეთქებისგან გამოწვეული შედეგებით, გააღვიძებ იმ სამყაროს/ადამიანებს/შეგრძნებს, რომელიც ასე შენი იყო.
გააცოცხლებ დროს, როცა "ამხედრებული" და მომავალში, დარწმუნებით მომზირალი მიაპობდი საბჭოეთის ჭაობში დრო და დრო ინიცირებულ ტალღებს (ვალოძია, ეჰ, ვალოძია).
"ადექი, შენ კუბო არ გიხდება" თუ რაღაც ეგეთი.
საბოლოოდ კი, ამ ინფორმაციულ პოსტმოდერნში,
ერთ შემოგხედავენ, გაცვლიან-გამოცვლიან ინფორმაციულ თხევად ნივთიერებებს
და გაივლიან, ყველა ხომ ასე თვითკმარი და მარტოსული ბასტარდია ჩვენ დროში.
მაგრამ მაინც უნდა ბოლომდე მიაწვე და უნდა ააფეთქო,
რომი უნდა გადაიწვას - თუ არ მიგიღებს.
და ეს არის რა სობსტვენნო
ყველას ეგ მოგველის,
ადრე თუ გვიან.
ამიტომ არის, რომ ბებერი ნაჩათლახარის მარაზმულ გამოხტომებში - საკუთარ ტკივილებს ვხედავთ
და მომავლის პროეცირებას.
ასე რომ
ხსოვნა იყოს სტურუას (და ჩვენი) საქართველოსი.
ესეც მუს-გაფორმება საიქიოდან
This post has been edited by Codex on 23 Aug 2011, 00:20