ყოველთვიური რეიტინგის მიხედვით, ყველაზე პოპულარული საიტების ათეული Alexa-ს, მონაცემებით ასე გამოიყურება: Facebook, Google.com, Youtube, Google.ge, Odnoklasniki.ru, Wikipedia.org, Forum.ge, Mail.ru, Yahoo.com და Yandex.ru.
როგორც ხედავთ, ე.წ. ოდნოები ისევ ათეულშია არც თუ ისე ჩამორჩენილ ადგილას

მეზობელ აზერბაიჯანში ეს საიტი ხუთეულში კი არა, ათეულშიც ვერ მოხვდა. მე-11 ადგილს დასჯერდა. აი, სომხეთში კი ჩვენსავით ჰყვარებიათ ოდნოები - საპატიო მე-5 ადგილი არგუნეს
მერე შემოვლენ და აღლიცინდებიან, ეგ თათრები და არმენებიო
კარგად მიიხედ-მოიხედეთ

ჩემდა გასაოცრად myvideo.ge ათეულში ვერ მოხვდა - მხოლოდ მე-11 ადგილზეა
რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საიტების ათეული ასე გამოიყურება:
რეიტინგის უდავო ლიდერია Google-ია. საძიებო სისტემით ინტერნეტ-მომხმარებლების ნახევარზე მეტი სარგებლობს. მეორე ადგილს მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook იკავებს, რომელსაც მომხმარებლების 44,43% იყენებს. მესამე პოზიციაზე კი კვლავაც Google-ია, ამჯერად ვიდეოჰოსტინგ Youtube-თ: პოპუალრულ ვიდეო-რესურსზე თითქმის ყოველი მესამე ინტერნეტ-მომხმარებელი(30,56%) შედის. მეოთხე ადგილზე Yahoo-ა: მისი სერვისებით მომხმარებლების მეოთხედი სარგებლობს, მეხუთეზე კი კვლავ Google და მისი Blogger.com, რომელსაც იუზერების 13,84% იყენებს.
ლიდერების ათეულში ასევე მოხვდნენ Wikipedia (მე-7 ადგილი), Microsoft-ის სერვისი Live და Twitter (მე-9 ადგილი). ამავე ათეულში მოხვდა ორი ჩინური რესურსიც: Baidu (მე-6 ადგილი) და QQ (მე-10 ადგილი).
http://liberali.ge/qvelaze-popularuli-saitebihttp://www.alexa.com/topsites/countries/GE სამწუხაროდ, წინა წლების მონაცემები ვერ ვიპოვე. თუ ვინმე წააწყდეს, დადეთ -საინტერესო იქნება შედარება
პს პა'ივცემულო მოდერებო, მსგავსი თემა თუ არის, მიუერთეთ. არაფერი პირადული

პირველ გვერდზე და ზედაპირული ძებნით ვერაფერი მსგავსი ვერ აღმოვაჩინე