მოკლედ აღფრთოვანებული ვარ!!!
არა, მოგება კი მეიმედებოდა, მაგრამ ასეთ უპირატესობას ნამდვილად არ ველოდი!
მიუხედავად მცირე ხარვეზებისა ჩვენს თამაშში (შორეულ ტყორცნებში მოკოჭლება, რამდენჯერმე დაცვის ჩავარდნა და მოწინააღმდეგის უმეთვალყუროდ დატოვება კიდეში და ასევე მბენგაზე, რომელმაც 4 პერსონალური ჯერ კიდევ მესამე მეოთხედში მიიღო, არასაკმარისი შეტევა გასაძევებლად), საერთო ჯამში ბრწყონვალე შედეგს მივაღწიეთ!
ყოჩაღ ყველას, ვისაც კი მნიშვნელოვანი თუ რაიმე წვლილი მაინც მიუძღვის ამ წარმატებაში! ძირითადში კი დაცვაში სწორი და ჯიგრიანი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ, მშვენივრად გადავკეტეთ პერიმეტრი და მეტოქის მთავარი კოზირიც (სამქულიანები) გავანეიტრალეთ.
ჯგუფში უშუალო კონკურენტი დავამარცხეთ, ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ვითამაშეთ და პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ! წინ უკრაინა და ბულგარეთია და ამ ორი გამარჯვებით ჯგუფიდანაც გავალთ, მაგრამ დღევანდელი თამაშის შემდეგ, ლიტვასთან ღირსეული მარცხის შემდეგ და პოლონეთის ესპანეთთან ღირსეული ბრძოლის შემდეგ, ამ ტურნირმა დაგვანახა, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ ასებობს! რაც ნიშნავს... ძირს რუსეთი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

თუმცა ეს შეხვედრა როგორც არ უნდა დამთავრდეს, ჯგუფიდან დღევანდელი მოგებით უკვე 80% გასულები ვართ! ვერც უკრაინა და ვერც ბულგარეთი ჩვენ ვერ უნდა დაგვიდგეს!
This post has been edited by Sanko on 31 Aug 2011, 18:35