merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#27498445 · 22 Sep 2011, 21:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნოღაიდელის ,,გადამყენებელმა’‘ ნატო ხოხიაშვილმა პარტიის ოფისში ,,სკალპერით’‘ ვენები გადაიჭრა! ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2011 15:34
რა ჩვენება მისცა პოლიციას და რატომ უჩივის დაზარალებული პარტიის ახალ თავმჯდომარეს სერგო ჯავახიძეს
ნოღაიდელი თბილისშია. როგორც ჩანს, ხმები იმის შესახებ, რომ ექსპრემიერი მოსკოვში სამუდამოდ გაიქცა, რადგან ხელისუფლებასთან ომში დამარცხდა და არანაირი პოლიტიკური ინტერესი აღარ შერჩა, ნაადრევად გავრცელდა. მართალია, 7 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლო განაჩენს კვლავ მისი თანაპარტიელების სასარგებლოდ გამოიტანს და ზურაბ ნოღაიდელს ავტოფარეხს, 4 ავტომანქანასა და მიწის ნაკვეთებს დაუყადაღებს, თანაც არამიზნობრივად გადარიცხულ 322 100 ლარს თავისივე ყოფილ პარტიაში დააბრუნებინებს, მაგრამ, ამ ეტაპზე, მას ეს ნაკლებად ადარდებს. როგორც კულუარული ინფორმაციით ირკვევა, ყოფილი მაღალჩინოსანი ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკების დასასრულებლად ჩამოვიდა. იყიდის თუ არა ტელეკომპანია ,,მაესტროს’‘ 50%იან წილს, ან შეკრულია თუ არა კიწმარიშვილთან, რათა ,,მაესტროდან’‘ კოტე გოგელია და ,,უცნობი’‘ ერთად მოაცილონ, ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი საინტერესო ისაა, რომ ერთ დროს ეროვნულ საბჭოსთან დაბლოკებული ნოღაიდელი, ახლა საკუთარი პარტიის ბედითაც აღარ ინტერესდება. სამაგიეროდ, მისი ერთიერთი ცნობილი ,,გადამყენებელი’‘, ნატო ხოხიაშვილი პრესკონფერენციას მართავს და აცხადებს, კაცი, რომელმაც გადააყენა ნოღაიდელი, დაუშალა პარტია და მისი მეგობარი იყო, სერგო ჯავახიძე, სინამდვილეში, ხელისუფლებასთან შეკრულიაო. ე.ი. ჯერ იყო და ნოღაიდელის დროს აგენტად ლადო ბოჟაძე შეირაცხა. მერე აგენტი მისი გადამყენებელი, ჯავახიძე აღმოჩნდა, თავის მხრივ, ჯავახიძემ ხოხიაშვილს უპასუხა, ,,5ლარიანი ნასედკა’‘ ხარო და, როგორც ყოველთვის, ბრალი აგენტობაში დასდო. მოკლედ, ვინ ვისთანაა, ვინ ვისი მიყვანილია, ვინ რიგითი და ვინ თავმჯდომარე, აღარავის აინტერესებს _ ნოღაიდელიდან მოყოლებული დღემდე, კაცი არ დადის ,,სამართლიან საქართველოში’‘, მისთვის ერთხელ მაინც არ მიეძღვნათ პრესკონფერენცია, შენც აგენტი ხარო.
იმის გასარკვევად, ამჯერად რა გახდა ნოღაიდელის პარტიაყოფილში განხეთქილების მიზეზი, ,,მოძრაობა სამართლიანი’‘ საქართველოს ოფისში მივედით, მაგრამ ამისთვის ვის ეცალა _ როგორც პარტიაში გვითხრეს, ნატო ხოხიაშვილი, რომელიც პარტიიდან გაირიცხა, ჯავახიძესთან შეხვედრას ითხოვდა, ხოლო როცა ეს შეხვედრა არ შედგა, თვითმკვლელობა სცადა და ვენები გადაიჭრა. შოკისმომგვრელი ინფორმაცია ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ორივე მხარის მონათხრობი. როგორც პატრულმა გაარკვია და შემდეგ პარტიაში გვიამბეს, საქმე სკანდალების არაერთ მიზეზადქცეულ სოციალურ ქსელთან, ფეისბუქთან მიდის. სერგო ჯავახიძე და მისი პარტიის გამგეობის უფლებამოსილი წევრი, თამარ ჯუღელი გვიამბობენ, რომ ხოხიაშვილს ფეისბუქი ჩართული დარჩა და ამგვარად, მათ ხოხიაშვილისა და პარტიის კიდევ ერთი წევრის, ინდირა თოდუას ე.წ. ჩათში ნასაუბრები წაიკითხეს. ჯავახიძე ამტკიცებს, ხოხიაშვილი და თოდუა, რომელიც ანა დადიანის ფსევდონიმით სარგებლობს, ერთმანეთს წერდნენ, ნააღდგომევს საპროტესტო აქციები დავგეგმოთ, ე.წ. დამჭერებს ხომ ვიცნობთ, ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრები დავაჭერინოთ და თავი გავიპიაროთო. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ეს მისთვის მიუღებელი მეთოდია და პოლიტიკური სტარტის აღებას ასე არ აპირებს. ხოხიაშვილის თქმით კი, ჯავახიძე ამ თემაზე თავადაც ხშირად ხუმრობდა და ინდირა თოდუასთან ეს საუბარიც, ცხადია, არასერიოზული იყო. ამ ხუმრობახუმრობაში ნატოს პარტიის წევრებმა შეხვედრასა და საუბარზე უარი უთხრეს და ოფისიდან მიაბრძანეს. ცხადია, ხოხიაშვილს არც მიბრძანების ფორმა მოეწონა, არც საუბრის ტონი, ჩანთიდან სიძის კუთვნილი სკალპერი ამოიღო და თავის მოკვლის მუქარით ვენები გადაიჭრა. ეს 13 სექტემბერს მომხდარი სკანდალის სრული სურათია, რომელსაც ,,ვერსიისთვის’‘ სერგო ჯავახიძეცა და ნატო ხოხიაშვილიც ასე ყვებიან: სერგო ჯავახიძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოს თავმჯდომარე: ,,ხოხიაშვილის სულელური ნაბიჯის გამო პოლიციაში ჩვენების მიცემა მომიხდა. მოვიდა და დალაპარაკებას ითხოვა, მაგრამ როგორ შეიძლება დაველაპარაკო და, მით უმეტეს, პარტიაში დავაბრუნო, იმ სიბინძურის შემდეგ, რაც თქვა და გააკეთა. უარის მერე გავიდა ოფისიდან, კართან დადგა და ვენები გადაიჭრა მარტო იმიტომ, რომ არ ველაპარაკე. ჩემი თხოვნაცა და კომენტარიც ესაა: გაითვალისწინოს ძალოვანმა სტრუქტურამ, პოლიციამ და ყველამ _ პარტია ასეთი პროვოკაციებისგან დაცული უნდა იყოს და მუშაობაში ხელი არ უნდა ეშლებოდეს. თუ საჭიროა ხოხიაშვილის მკურნალობა, მაშინ წაიყვანონ იძულებით და უმკურნალონ ამ ავადმყოფს!’‘ შევხვდით ნატო ხოხიაშვილსაც, რომელმაც ჭრილობისა და საავადმყოფოში გატარებული რამდენიმე საათის მიუხედავად, საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად გვიამბო, როგორ დაგეგმეს პარტიაში მისი გამოყენება და ,,გადაგდება’‘ და გადააგდეს კიდეც: ,,იქ ახლა მხოლოდ სერგო ჯავახიძის ნათესავები და მეგობრები არიან. მე არავინ ვარ და არც იქ მყავს ვინმე. ჯავახიძეს თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა, ამ ქალს ვაყვირებ, ვაწივლებ ნოღაიდელზე, გადააყენოს, გადმოაყენოს და თავის საქმეს რომ გააკეთებს, მოვიცილებო. ჯერ კიდევ მარტში დაიწყო ჩემს მოშორებაზე საუბარი. ფეისბუქი და ,,ოდნოკლასსნიკები’‘ იმიტომ გამიტეხეს, იცოდნენ, შსსში ნათესავი მყავს და, ალბათ, იფიქრეს, ერთი, ამათ მიმოწერას ვნახავო. ცხადია, ვერაფერი იპოვა, მე და ინდირა თოდუა ერთმანეთში რაღაცას ვხუმრობდით. მერე გამათავისუფლა ისე, რომ არ ვიცოდი ამის შესახებ და ერთერთ ღონისძიებაზე პარტიის სახელით გამიშვა, რომ ჩემი კომპიუტერი დაეთვალიერებინა. ეს საიტები ჩართული კი არ დამრჩა, გამიტეხეს. ამ ორი დღის წინ ოფისში სალაპარაკოდ მივედი. გინება დამიწყეს, პატრულით დამემუქრნენ. ჯავახიძემ ჩემსკენაც გამოიწია და შუაში ჩაგვიდგნენ. 4 თვეა, ნერვები მაქვს დაწყვეტილი, აბა, ხომ არ გგონიათ, გიჟივით გავვარდი და ეგრევე ვენები გადავიჭერი... დანას სულ ვატარებ, ხულიგანი კი არ ვარ, უბრალოდ, მჭირდება, ჩემი სიძე კი ექიმია და ჩანთაში სკალპელიც სულ მიდევს, ფანქარს ვთლი ხოლმე. ამ დროს გამგეობის წევრმა, ხვიჩა ასანიძემ ხელით კარისკენ მიბიძგა, დანარჩენებიც გამოვიდნენ, სანამ არ მომისმენთ, გარეთ არ გავალმეთქი და კარს მოვეჭიდე. აი, მაგ მომენტში ,,გადამეკეტა’‘, სერგო ჯავახიძეს სულ ჩემი ჩამარხვა უნდოდა და ბარემ, ჩამმარხოსმეთქი, ერთი ეგ დავიყვირე და მერე რა ვქენი, დედას გეფიცებით, ნაღდად არ მახსოვს. შვილებს ვერ ვაცილებ სკოლაში სირცხვილით, მე დღეს აღარავინ ვარ’‘. მიუხედავად ყველაფრისა, ხოხიაშვილი არც გაჩერებას აპირებს, არც დანებებას. მეტიც, ჯავახიძეს პირდაპირ ეთერში, დებატებზე იწვევს და ბრალდების შესაბამის არგუმენტაციას ითხოვს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. როგორც ხოხიაშვილი აცხადებს, საქმე ეხება 284ე მუხლს, რაც გულისხმობს ძალადობრივ შეჭრას ინტერნეტსივრცეში, ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ასევე, ითხოვს მისი გათავისუფლების შესახებ იუსტიციის სამინისტროში გადაგზავნილი განცხადების ექსერტიზას და პარტიის ფინანსურ შემოწმებას. სხვათა შორის, თურმე ხოხიაშვილის წინააღმდეგ კომპრომატიც არსებობს, როგორ იღებს ნოღაიდელისგან 50 000 ლარს. ამ ფაქტის შესახებ პარტიის ოფისში არავის არაფერი უთქვამს, ჯავახიძეზე გაბრაზებული ხოხიაშვილი კი უნებურად, ნოღაიდელის გადამყენებელ ყრილობასაც გადაწვდა: ,,საუბარია, რომ არსებობს კადრები, როგორ ვიღებ ნოღაიდელისგან 50 000 ლარს. ვაი, ჯავახიძის პატრონს, ჩემთვის ვიღაცას 50 000 მოეცა და მაგ ფულით 5ჯერ გადავაყენებდი და გადმოვაყენებდი, იმისთანა ყრილობებს მოვუწყობდი. ბოლობოლო, სულ 10 000 დაჯდა ნოღაიდელის გადაყენება. სანამ ჯავახიძე იმას არ მიიღებს, რაც დაიმსახურა, თავს აღარ დავანებებ’‘. ასე გადააყენა ხელისუფლებამ ნოღაიდელი, ასე მოაგებინებს სასამართლო პროცესებს და დაუყადაღებს ნახევარ ქონებას აბუნტებულ ექსპრემიერს, ასე მიიღეს გარანტიები ნოღაიდელისავე პარტიის წევრებმა მისი ჩამოშორებისთვის, ასე ,,გადააგდეს’‘ ე.წ. შემსრულებლები ე.წ. გარანტირებულებმა და ალბათ, მალე კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ერთი დრო არავის შერჩება.
ნინო კომახიძე
|