#27196376 · 3 Sep 2011, 14:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ შეუძლია ამ გუნდსაც და საერთოდ ქართულ ფეხბურთს მეტი ეს არის ობიექტური რეალობა
საქართველოში თამაშის სხვა ტემპია, და ფეხბურთის სხვა ხარისხი აქ ვერავინ ვერაფერს ისწავლის და აქაურ ფონზე მოთამაშე რომ გამოირჩევა, პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს, ის ან არის რამე სინამდვილეში, ან არა.
გარეთ კი თამაშობენ და დღევანდელ ნაკრებში არიან ბიჭები, რომლებიც გარკვეულ დონემდე გაქაჩავენ, არაფერს გააფუჭებენ - მხოლოდ ერთი პირობით - გუნდს პლეიმექერი სჭირდება, თამაშის წამკითხველი და ბურთების გამნაწილებელი
დიდი პლეიმეიქერი ორი გვყავდა სულ - ბასა და დათო ყიფიანი კახი ასათაიანი დონისაც აღარავინ გამოჩნდა, ქინქლაძე ასათიანის დონის არასდროს ყოფილა გვყავდა ძალიან დიდი ფორვარდები, სერიოზული მცველები, მაგრამ ბასა და ყიფიანი ცალკე დგანან
მოკლედ, სანამ ასეთი კაცი არ გაგვეზრდება -გააზრებული თამაშის შანსი არ არსებობს, სულ ასე იქნებიან - მეტოქის ნახევარზე აზრზე არ არიან, რა ქნან, ბურთს რა უყონ და სად წაიღონ
ესაა ჩვენი ფეხბურთის ფუნდამენტური ჩამორჩენილობის მთავარი მიზეზი დღეს.
ფუნდამენტური ჩამორჩენილობის მეორე მიზეზი ისა, რომ ბავშვობიდან მიზანმიმართული სელექცია და ჩქაროსნული ათლეტის გაზრდა ვერ ხდება - თავისი დიეტოლოგით, ექიმით, დამხმარე სპეციალისტებით
მაგალითად გარკვეულ ასაკამდე ტანვარჯიშის ნამდვილი სპეციალისტების მიერ ხდება ბავშვის "სახსრების გახსნა" - ბავშვებს აწვენენ და ზედ დადიან მექისეებივით, გახსნილი ბავშვი, რომელიც ორივე შპაგატს თავისუფლად ფლობს - მხოლოდ ასეთ გაზრდილს არ ექნება მერე ფეხის აწევის პრობლემა
სირბილის სპეციალისტი არ ასწავლის ტერფის სწორად დადგმას და უმრავლესება გაცილებით ნელა დარბის ვიდრე შეუძლია, ჩქაროსნულ გამძლეობაზე ლაპარაკი ზედმეტია,
ბავშვობიდან უნდა იღებდეს სრულფასოვან კომპლექსს ცილებისა და ვიტამინებისას, ამ გაღლეტილ ქვეყანაში სრულფასოვან რაციონზე ლაპარაკი ზედმეტია, ჩქაროსნული გამძლეობა ვერ ყალიბდება, ჩვენი ფეხბუთელებს კუპერს ნუ ჩაბარებინებ და თუ გინდა მოკალი
ბავშვობიდან მუდმივად საჭიროა მხედველობის კონტროლიც და კორექციაც - ორიენტაციის პრობლემა საკმაოდ ხშირად აქვე ჩვენს ფეხბუთელებს - მაგალითად თურქეთის ნაკრებთან თბილისში ერთ მარტივ "სვეჩა პადაჩაზე" კვირკველია ადრე ახტა და "ჩამოხტა" და სიმაღლით მისმა ნახევარმა თურქმა უაზრო გოლი გაგვიტანა
მოკლედ ბავშვები უნდა გავზარდოთ ასობით - ჯნმრთელი მებრძოლი ათლეტები - კუნთები შვარცენეგერივით კი არა, ბრუს ლისავით უნდა გქონდეთ არაფერი ზედმეტი, სწორად უნდა დარბოდეს, ორიენტაცია და ნახტომი ნორმალური ჰქონდეს და ორთაბრძოლებს ლეღვივით კი არ აგებდეს, თავად უნდა იყოს მგელი. ასი ასეთიდან 10 ვარსკვლავი გამოვა, 2-3 გენიოსი, ერთი 50-ს თავისუფლად "ჩააბარებ მუშად" ევროპის ნორმალურ გუნდებში.
სანამ ამაში ფული არ ჩაიდება - ასე ვიქნებით სულ. დიდ ერებს დიდი არჩევანი სულ ექნებათ და სხვანაირად სულ გვაჯობებენ
This post has been edited by griankali on 3 Sep 2011, 14:49
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
|