იმ საზოგადოებებშიც კი, რომლებიც "ნაშველების ეტალონად " გველინებიან, ეთნიკური იდენტობა კვლავაც ინარჩუნებს თავის ძალას და როგორც კი საშუალება მიეცემა თავს ავლენს. აი გამოვლენის ფორმები უკვე კულტურის დონეზეა დამოკიდებული. კულტურულ ერებს ტოლერანტობის "სასიცოცხლოდ აუცილებელი" დონე აქვთ და ამ ფარგლებში აწყობენ ურთიერთობებს.
(სხვათაშორის ტოლერანტობა ის არ არის რაც შეიძლება ამ ყბადაღებულ ქსენოფობიას დაუპირისპიროთ, tolerantia – ატანას, მოთმენას ნიშნავს და არა მიღებას, იდენტობის ამ საზღვრის მოშლას)
რამდენიც არ უნდა ეცადონ მოქალაქეობით ჩაანაცვლონ ეთნიკურობა, ამ უკანასკნელს მაინც ვერ ამოშლიან. თავის მხრივ ასეთი მცდელობები საკითხისადმი ზედაპირული, გამარტივებული მიდგომის შედეგია.
"ისინი" თვლიან, რომ თუ არსებობს რელიგიური და ეთნიკური იდენტობა, სწორედ ამის გამო არსებობს პრობლემები – ეთნიკონფლიქტები და ექსტრემიზმი.
გამოსავალიც ნახეს, იოლი – ბოლო უნდა მოვუღოთ რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობებს და პრობლემაც მოგვარდება – ხალხს მიზეზი აღარ ექნება კონფლიქტისათვის.
ასეთი მიდგომა პრინციპში იგივეა რაც ვითომ სტალინის ნათქვამი
«Есть человек — есть проблема, нет человека — нет проблемы».
ეთნიკური და რელიგიური იდენტობის (ეს ორი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს კვებავს) "ამპუტაციით" პრობლემა არ მოგვარდება, კონფლიქტები და ომები არ დასრულდება. ეგ თავის მოტყუებაა და ეს რომ ასე ამას კოცობრიობის არც თუ ისე შორეული მომავალი გვიჩვენებს
This post has been edited by masai11 on 3 Sep 2011, 05:24