ამერიკის დეპარტამენტს სულ ფეხებზე არ ჰკიდია არჩევნები აფხაზეთში? ამერიკას აქვს აფხაზეთი დასაბრუნებელი,თუ საქართველოს?
თუ არაფერს ვაღიარებთ აფხაზურს,არც არჩევნებს,არც სეპარატისტულ მთავრობას,მაშინ ჟენევის მოლაპარაკებისას ვის ხვდება ხოლმე ქართული მხარე? შემთხვევით სწორედ აფხაზეთისა და ''სამხრეთ ოსეთის'' წარმომადგენლებს ხო არა?
ამას არ ვაღიარებთ,იმას არ ვაღიარებთ,ჭირვეული ბავშვის საქციელს ჰგავს მალაშხია და მისი მრევლი...
ე.ი. ომი წაგებული გაქვს,დევნილები გყავს,ტერიტორიები ოკუპირებულია და კიდევ თბილისი აყენებს მოთხოვნებს,თურმე სანამ არ დააბრუნებენ უკლებლივ ყველა დევნილს,მანამდე თბილისი პირში წყალს ჩაიგუბებს. დრო მალე გადის... 20 წელი უკვე გავიდა და თბილისს ისევ არანაირი გეგმა არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში...
რომელ მთავრობის წევრს ჩამოუყალიბებია საქართველოს ოფიციალური პოზიცია და გეგმა,თუ რა გვსურს ჩვენ და რას ვაპირებთ საერთოდ?
დეკემბერში ნატოში შევალთ.
მანამდე მაპზე უკეთესს მივიღებთ.
3 000 000 ტურისტი გვეყოლება.
ზუგდიდში ნატოს ჯარს ჩავაყენებთ.
და დავიბრუნებთ აფხაზეთსაც

პ.ს. ჰო,კინაღამ დამავიწყდა-სამაჩაბლო მთა-გორიანი მხარეა და როკის გვირაბში ვერ გაეტევა...ესაა ჩვენი მთავარი ''კოვზირი''!
This post has been edited by Junge19 on 2 Sep 2011, 22:14