
მსგავსს ვერაფერს ვამჩნევ..
ცხვირი, ყურები, წარბები , თავის ქალას ფორმა, თმა-აშკარად ძალიან გავს ბაქრაძისას...
რაც შეეხება "სიმსუქნეს"-მოგრეხილად წევს, არაბუნებრივ მდგომარეობაში და ამობურცულად უჩანს ბეჭი. არაა ეგ სიმსუქნე, არანაირად...
მით უფრო, ვიდეოს თუ ნახავ, იქ კარგად ჩანს, რომ გამხდარი კაცია და არა ღიპიანი.
სურათზე გამოსახული პირის "ბაქრაძეობა" არ გამორიცხავს კვინტრაძის წამებით მკვლელობას და მისი დამცველი მხარის ადგილზე, არ ჩავაცივდებოდო ამ საეჭვო ფოტოს ასე ძალიან....ეს სურათი თუ გაბათილდა (და დიდი ეჭვია, რომ გაბათილებულიცაა უკვე), საერთოდ ჩაიფარცხება კვინტრაძის გარდაცვალების მოტივი. მე მგონი, შსს-საც ეგ უნდა.
საინტერესოა, კვინტრაძის ცხედრის საექსპერტო გამოკვლევაში რა წერია. საინტერესოა ის, რომ ვიდეოში განსვენებულს (ჯერ კიდევ ცოცხალს) მოკლემკლავიანი და საყელოიანი მაისური აცვია, ქვეშ კიდევ მეორე დახურულგულიანი მაისურია.
იგივე ჩაცმულობა ჩანს სასექციო მაგიდაზე დასვენებულ ცხედარზეც.
ბაქრაძეს აცვია დახურულგულიანი მაისური და ჟაკეტი ზემოდან-წაქცეულის ფოტოზეც კარგად ჩანს ეს.
მოწმეც იყო დასახელებული, რომელიც მანამდე იმყოფებოდა სახურავზე. მისი ჩვენება ალბათ გასცემდა რაღაც-რაღაც კითხვებზე პასუხს.
რაც შეეხება ექსპერტების პროფესიონალიზმს-მე მგონი, ეჭვი არაა, რომ ბრიტანული სამსახური ნამდვილად პროფესიონალურად გააკეთებდა საქმეს...უბრალოდ, ექსპერტი ნათელმხილველი არ არის და პსუხს იძლევა იმის საფუძველზე, რა მასალაც აქვს ხელთ. ეს პასუხი არის ან კატეგორიული, ან არა. მე მგონია, თანმხვედრი ნიშნების არსებობა 100%-იან იდენტიფიკაციას არ ნიშნავს...ისიც საინტერესოა, რა წერია ბრიტანელი ექსპერტების დასკვნაში, კვინტრაძეაო? მეეჭვება, ასე დაესკვნათ პირდაპირ.
This post has been edited by Solveig on 7 Sep 2011, 00:48
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!