”პირთა იდენტიფიკაციის ბრიტანული ასოციაციის” (BAHID) წევრი
გაერთიანებული
სამეფოს ექსპერტ
მოწმეთა რეესტრი
სასამართლო
ექსპერტიზის ბიურო
DABS Forensic Ltd. (საავტორო უფლებები
დაცულია)
ბრიტანეთის
პროფესიონალ
ფოტოგრაფთა
ინსტიტუტი
გამოსახულების შედარება
საკითხი: გამოსახულების ანალიზი/სახის გამოსახულებათა
შედარება ექსპერტიზა ჩატარებულ იქნა
2011 წლის 26 აგვისტო
პირადი პროფილი კენეტ ლინჯი, ბაკალავრი, მეცნიერებათა მაგისტრი და ”ბრიტანეთის პროფესიონალ
ფოტოგრაფთა ინსტიტუტის” (BIPP) მეცნიერ-თანამშრომელი.
სახის გამოსახულების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის - ფოტოპორტრეტული
ექსპერტიზის კონსულტანტი
დარეგისტრირებული ვარ ”ეროვნული პოლიციის ეფექტიანობის გაუმჯობესების
სააგენტოში” (NPIA) და ვუწევ მომსახურებას სამართალდამცავ ორგანოებსა და დაცვის
მხარის ადვოკატებს გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით. ვფლობ მეცნიერებათა
მაგისტრის ხარისხს სახის გამოსახულების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დარგში,
გაწევრიანებული ვიყავი სახის გამოსახულების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის
საკითხებში ”პოლიციის მთავარ ოფიცერთა ასოციაციის” (ACPO) მრჩეველთა ჯგუფსა და
”ციფრულ გამოსახულებებზე მომუშავე ჯგუფში”. CCTV უსაფრთხოების სისტემების
დანერგვის დღიდან აქტიურად ვარ ჩართული სახის გამოსახულებათა შედარებით პირთა
იდენტიფიკაციის - სახის გამოსახულების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის მეცნიერების
განვითარებაში. მიმიძღვის წვლილი მტკიცებულებათა საიმედოობისა და უტყუარობის
შემოწმების ახალი და არსებული ტექნოლოგიებისა და სამუშაო პრაქტიკების
ჩამოყალიბებაში. გასული 14 წლის მანძილზე პირადად 450-ზე მეტ საქმეზე ვმუშაობდი.
ბოლოდროინდელი კვლევა
ჩემი ბოლოდროინდელი ნაშრომი ამომწურავად აღწერს სახის გამოსახულების
ამოცნობისა და იდენტიფიკაციის სფეროს ისეთი საკითხების გათვალისწინებით,
როგორიცაა სისხლისსამართლებრივი სამხილები, გამოსახულების ხარისხი, CCTV
სისტემები, ბიომეტრული მახასიათებლები, ალბათობის ფაქტორები და სახის ამოცნობის
კომპიუტერული სისტემები. ჩემი თეზისის ერთ-ერთ ძირითად დასკვნას წარმოადგენს
ის, რომ ნებისმიერი საშუალებით ჩაწერილი გამოსახულება, რომელიც დანაშაულს უკავშირდება, შეიცავს კვალის მატარებელ მასალას (ფოტონებს), რის გამოც ისინი
კრიმინალისტიკური მნიშვნელობის ნიშნად უნდა ჩაითვალოს.
გამოცდილება
თითქმის 45 წელია პროფესიონალ ფოტოგრაფად ვმუშაობ, ამათგან 29 წელი ესექსის
პოლიციის ფოტოგრაფიის დეპარტამენტში ვმსახურობდი. 16 წლის განმავლობაში
დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი, რამაც შემძინა მნიშვნელოვანი გამოცდილება
დანაშაულის გამოძიების პროცესში გამოსახულებების გამოყენების დარგში. ამასთან,
ფოტოგრაფიის ტექნოლოგიებში მომზადებული მყავს დანაშაულის ადგილის
გამომძიებელთა ჯგუფი. 1981 წელს მომენიჭა პრესტიჟული ”ბრიტანეთის პროფესიონალფოტოგრაფთა ინსტიტუტის” მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. აღნიშნულ ინსტიტუტი
ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული. ასევე
მაქვს გამოცდილება ფოტოგრაფიის სფეროს სხვა, ნაკლებად ცნობილ მიმართულებებში,
როგორიცაა უხილავი რადიაცია (UV/IR), გამოსახულების ანალიზი/ფოტოგრაფული ინტერპრეტაცია, ფოტოგრამეტრია და გამოსახულების გაუმჯობესებისა და
კრიმინალისტიკური ნიმუშების შედარების თანამედროვე ტექნოლოგიები.
სახის გამოსახულების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა აერთიანებს გამოსახულებათა
შედარების შემდეგ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს:
1. გამოსახულების ანალიზი. გამოსახულებაში არსებული დეტალების
დაწევრილებითი ანალიზი და ინტერპრეტაცია
2. მორფოლოგიური შედარება. ინდივიდუალური მახასიათებლებისა და
გამოკვეთილი ნიშნების დეტალური შესწავლა და შედარება.
3. ანთროპომეტრული (პროპორციული) შედარება. ფიზიკური მახასიათებლების
სივრცითი დამოკიდებულების შესწავლა და შედარება, ორი ან მეტი
გამოსახულების საფუძველზე გამოკვეთილ ნიშნებს შორის არსებული
თანაფარდობის შესწავლა.
ბევრ ადამიანს ერთი შეხედვით მსგავსი გარეგნობა აქვს. ადამიანებს ერთმანეთისაგან
მახასიათებელი დეტალები და უნიკალური ნიშნები განასხვავებენ.
ინსტრუქცია 2011 წლის 17 აგვისტოს მე მთხოვეს ჩამეტარებინა ელ-ფოსტით გამოგზავნილი 12
გამოსახულებასა და ვიდეო ჩანაწერის ექსპერტიზა და ერთმანეთისათვის შემედარებინა
ისინი, რათა დამედგინა მასალებში მონტაჟის რაიმე ნიშნები და მომეხდინა ვიდეო და
ფოტო მასალით პიროვნების იდენტიფიკაცია.
პროცედურა სპეციალური აპარატურის გამოყენებით მთელს ვიდეო ჩანაწერს სათითაო და
შეჩერებული კადრების სახით გავეცანი. შემდეგ თითეული უმოძრაო გამოსახულება
მაღალი რეზოლუციის მონიტორზე მნიშვნელოვანი გამადიდებელი შესაძლებლობის
მქონე პროგრამისა და გამოსახულების ოპტიმიზაციის საშუალებათა სრული სპექტრის
გამოყენებით შევისწავლე.
კვლევის შედეგები http://gyla.ge/attachments/1040_Report%20GEO.pdf გახსენით ლინკი და გაეცანით შედეგებს თანდართული ფოტომასალით .........
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?