მერამდენჯერ უნდა აგიხსნათ , თუ გაგება არ გინდათ ? რაგბის აზრზე ხართ საერთოდ ?
შოტლადიას და იტალიას რომ ადარებთ ერთმანეთს , მე იმას კი არ ვამბობ , რომ ჯგუფიდან გასვლის ვარიანტებს ვიხილავ აქ , ამაზე ფიქრი ჩვენი რაგბის დღევანდელი დონის მიხედვით , რბილად , რომ ვთქვათ არარეალურია , აქ სხვა რამეშია საქმე .
მოკლედ მთლად დილეტანტის დონეზე აგიხსნით , ბებერ ევროპაში (ზოგადათ) არის სამი ლიგა :
1. ინგლისი , საფრანგეთი , ირლანდია , უელსი , შოტლანდია და იტალია (ექვსი ერი)
2. საქართველო , რუმინეთი , ესპანეთი , პორტუგალია , რუსეთი და უკრაინა
3. გერმანია და სხვები
მეორე ლიგის ყველაზე სუსტი გუნდი , ორწლიანი წიკლის შემდეგ გადადის მე-3 ლიგაში და იქიდან მეორე ლიგაში ამოდის მე 3-ე ლიგის საუკეთესო გუნდი , ეს სპორტული პრინციპია , სუსტი ვარდება , ირბ-ს წესებია
ლოგიკურად ეგრე უნდა იყოს , სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე , ზედა ლიგაშიც , 1-ლი ლიგის სუსტი გუნდი უნდა გადადიოდეს მე-2-ე ლიგაში , ხოლო მე 2-ე ლიგის საუკეთესო გუნდი უნდა ადიოდეს 1-ელ ლიგაში , მაგრამ ასე არ არის , იმიტომ , რომ ევროპის ზედა , 1-ლი , ლიგა ამბობს , რომ მათ შორის და მე 2-ე ლიგის გუნდების შორის დიდი სხვაობა არის კლასში და მეორე ლიგის საუკეთესო გუნდის ექვს ერში გადასვლა სპორტული თვალსაზრისით გაუმარტლებელი იქნება . ირბ-ე ამას ეტანხმება ვინაიდან საწინაამღდეგოს ვერ ამტკიცებს .
2007 წლიდან ფრანგებმა დაიწყეს დიდი კამპანია ირბ-ში ამ არასპორტული პრინციპის შესაცვლელად , კერძოდ ისინი საქართველოს და რუმინეთს ლობირებენ , ასევე ფრანგები ქმედითად ეხმარებიან წლები უკვე საქართველოს და რუმინეთის რაგბის ფედერაციებს . რა ღვაწლი აქვს საფრანგეთს ქართული რაგბში არ ვილაპარაკებ , ეს ყველამ იცის , არანაკლები მიუძღვით რუმინელებთანაც . ფრანგები , უმტკიცებენ ირბ-ს , რომ საქართველოს და რუმინელების დონე აშკარად გაცდა ევროპის მე 2-ე ლიგას , ირბ კი პასუხობს დაამტკიცონო .
აქ ორი მომენტია , უნდა იცოდე ირბ -ში როგორ იღება გადაწყვეტილება და როგორ უნდა დაამტკიცო , რომ ღირსი ხარ ითამაშო ექვს ერზე .
დავიწყებ მეორე საკითხიდან , რომ დაამტკიცო შენი სიძლიერე უნდა მოუგო დიდ გუნდებს , ან ტესტ-თამაშებში ან მსოფლიო თასზე . ჩვენი რაგბის ისტორიაში არც ერთ დიდ გუნდს ჩვენთვის ტესტ - თამაში არ მოუცია , არასდროს , მსოფლიო თასის გარდა , ჩვენ დიდი არ გვეთამაშა , მხოლოდ ა-ნაკრებები (საფრანგეთი , არგენტინა , შოტლანდია ) და არც მოგვცემენ ასეთ ტესტს. რაღა გვრჩება , გვრჩება ყოველ 4 წელიწადში შანსი ვეთამაშოთ დიდ გუნდებს მსოფლიო თასზე .....რაგბი სხვანაირი თამაშია , ფეხბურთში ხდება სასწაულები , რაგბში არა , მსოფლიოს მხოლოდ ერთი-ორი სასწაული ახსოვს მსოფლიო რაგბის ისტორიაში როდესაც სუსტმა მოუგო ძლიერს , არ ხდება რა . ერთმა ჩემა მეგობარმა რაგბისტმა (ახლა მსოფლიო თასზე არის , ჩვენი ნაკრების წევრია ) როდესაც სასწაულებზე ვუთხარი ასე მიპასუხა , ჩემო ძმაოო , შეიძლება მოხდეს ისეო , რომ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში გოლი გაუტანოს ბრაზილიას , მერე ყველა კარებში დადგეს და იმათმა გოლი ვერ გაგვიტანოსო , წარმოუდგენელია მაგრამ თეორიულად შეიძლებაო , ხოლო რაგბში თეორიულადაც არ შეიძლება ზელანდიას მოვუგოთო . ამიტომ რაგბში მოსული პონტია , რომ ძლიერი არ გეთამაშება , აი არ გკადრულობს და იმიტომ , ირბ ამაში არ ერევა თუ დიდი 10 -ს წევრი არ ხარ . აი იტალია ჩვენ არ გვკადრულობს .
ევროპის 1-ლი ლიგის ყველაზე სუსტი გუნდი იტალია არის , ექვს ერში მისი მრავალწლიანი ისტორიის პერიოდში მხოლოდ ერთი თამაში აქვთ მოგებული , მხოლოდ ერთი დანარჩენი წაგებული . ამიტომ თუ ჩანაცვლებაზე მიდგა საკითხი , იტალიას ჩაანაცვლებენ . აქედან გამომდინარე მე იმაზე კი არ ვწერ აქ , რომ ჯგუფში იტალია თუ გვეყოლებოდა , ჯგუფიდან გავიდოდით-თქო , მაინც ვერ გავიდოდით , მაგრამ მოხდებოდა ისტორიული თამაში , პირველად ისტორიაში ევროპის 1-ლი ლიგის ყველაზე სუსტი გუნდი შეხვდებოდა ევროპის მე 2-ე ლიგის საუკეთესო გუნდს , ეს იქნებოდა ევროპული რაგბის ისტორიული შეხვედრა .....ან დამტკიცდებოდა ან დაიმსხვრეოდა სამუდამოდ მითი იმაზე , რომ სხვაობა 1-ლ და მე-2-ე ლიგებს შორის კატასტროფულია , ამ თამაშს დამიჯერეთ დაესწრებოდა მთელი ირბ-ს ბიუროქრატია , ხალხი რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებს ......შეიძლება წაგვეგო , მაგრამ დარწმუნებული ვარ ვიომებდით , ისე კი მგონია ქართველები ამ ისტორიულ ქართული რაგბისთვის თამაშს სხვანაირი ჟინით ვითამაშებდით , მოკვდებოდით მოედანზე , ამის მერე ფრანგებიც უფრო ხმამაღლა დაიწყებდნენ ჩვენს ლობირებას ირბ-ში და მოწინაამღდეგეებსაც ხმა ჩაუვარდებოდათ .......თან რაგბში მოსულია რევანში , წაგებულ იტალიას არ მოასვენებდა სირცხვილის გრძნობა და მეორე თამაშსაც მოგვცემდა უკვე მსოფლიო თასის მიღმა , ყოველშემთხვევაში ვერ იყვირებდნენ , რომ ქართველებს მათი სისუსტის გამო არ ვეთამაშებითო .
აქ მავანი ამბობს , მერე ავდგეთ და შოტლანდიას და არგენტინას მოვუგოთო , დიდი ოპტიმიზმია , ძალიან დიდი , მაგრამ ეს ის არ არის რაც ჩვენ გვინდა რაგბის პოლიტიკიდან გამომდინარე .......და რატო .....
ირბ არის კოლეგიალური ორგანო , იქ საკითხები წყდება ფედერაციათა კენჭისყრით , სადაც მტავარი ბრიტანული ფედერაციები არიან , შოტლანდიაზე , რომ მოგვეგო არც ერთი ბრიტანული ფედერაცია არ მიცემდა ხმას შოტლანდიის დაქვეითებას , ეს წარმოუდგენელია , ხოლო იტალიის დაქვეითებაზე შეიძლება ეფიქრათ , ამიტომ შოტლანდიაზე მოგება (დაწერაც რა კარგია , შოტლანდიაზე მოგება ) პოლიტიკურად ირბ-ს კენჭისყრაზე არაფერს მოგვცემდა .....გაიგეთ რა ხალხო , ნატო-ში მიღებაზე უარესია ექვს ერზე მოხვედრა .
ამიტომ იყო აუცილებელი , ყველა მეთოდებით მოვხვედრილიყავით იტალიასთან ჯგუფში . ერთი მეგობარი მყავს ინგლისელი , მამამისი ბრიტანულ რაგბის სამყაროში ბოლო კაცი არ არის და თურქეთის თამაშის მერე სმს-ი მომივიდა ერთი სიტყვით , იდიოტებოოო . რომ ვეჩხუბე რა გინდა , რუსები ისტირიული მტერია და სხვანაირად არ სეგვეზლო მეთქი , ასე მიპასუხა , თუ ტქვენი რაგბის მიზანია რუსებს ეთამაშოთო , მაქ ხართ და რაღას წვალობთო , ხოლო დიდი რაგბი 10 წლით დაკარგეთო , იტალია თქვენ თავს აღარ გამოგაჭერიებთო .
ასეა ეს , თუ გაგება გინდათ .
პ.ს. მესამე დღეა , რუმინეთი აშკარად უფრო მაგრად გამოიყურებოდა ვიდრე ა.შ.შ და ხოლო შოტლანდიის იტალიასთან შედარება არც ღირს ......ხომ ნახეთ თამაშები
რაც სეეხება სიკვდილის ჯგუფს , გახსენით ირბ საიტი და მე თუ არ მიჯერებთ წაიკითხეთ ანალიტიკა , ყველა სპეციალისტმა აღიარა ჩვენი ჯგუფი ყველაზე ძლიერ ჯგუფად , ხოლო იტალიის ჯგუფი ყველაზე სუსტ ჯგუფად , რაც პირველი დღის თამასებმა პირწმინდათ დაამტკიცა , ამერიკამ და იტალიამ უსუსურად დათმეს თავისი თამაშები , ხოლო ჩვენს ჯგუფში რა ომები იყო ნახეთ ალბათ .
აღარ მცალია , ჩემი მეორე გუნდია (საქართველოს შემდგომ ) აფრიკაა მოედანზე , შევახრამუნებთ უელს

პპ.სს. ფინანსებზე დამავიწყდა ....ექვს ერზე მოხვედრა ფინანსებთანაა დაკავშირებული გასაგებია .....მაგრამ ეს გადაუჭრელი პრობლემა არ არის , ფული ტვ ტრანსლირებაზეა გადასახადი 5-10 მილიონი ევრო და წელიწადში 20 ათასიანი სტადიონი სამჯერ უნდა გავავსოთ , თუ საქართველოში 20 ათასიანი სტადიონი არ გაივსო 3 -ჯერ წელიწადში როდესაც საქართველო , ექვს ერზე , სახლსი ინგლისის ,საფრანგეთის , შოტლანდიის , უელსის გუნდებს დაეჯახება .....მაშინ არ ვიცი , რაგბი არ გვდომებია და ვბაქი-ვბუქობთ ......და იმ 10 მილიონს(ტელევიზიის) აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ , აი 100 პროცენტით რომ მთავრობა გადაიხდიდა
This post has been edited by მაკიაველი on 11 Sep 2011, 12:53
01.10.2012.