სახალხო დამცველი რეაგირებისათვის მთავარ პროკურატურას მიმართავს
05 12 2011
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებისთვის გადაუგზავნა მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ახსნა–განმარტება და ასევე მოითხოვა უზრუნველყონ მსჯავრდებულისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
2011 წლის 29 ნოემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ამჟამად N18 სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის კახაბერ ბარათაშვილის ადვოკატმა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შეხვედრისას მოუყვა მის მიმართ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ.
2011 წლის 1 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი თქმით, 2011 წლის 28 ნოემბერს, საღამოს, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც მან კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში მასთან არავინ მისულა, მან კვლავ მიმართა კონტროლიორს იმავე თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. კ.ბარათაშვილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილისა გამო იძულებული გახდა დაებრახუნებინა საკნის კარზე, რა დროსაც მასთან საკანში შევიდა დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც იგი დააგდეს ძირს და სცემეს. მსჯავრდებულის თქმით, მოგვიანებით, კვლავ ჰქონდა აუტანელი ტკივილები, ასევე თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, მიხოხდა კარებთან და დაიწყო თავის მირტყმა, მასთან კვლავ შევიდნენ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები, დაადეს ხელბორკილები და ცემით ჩაიყვანეს მორგში. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მორგში იგი დააგდეს ბეტონის იატაკზე და სცემეს.
კ.ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი დაახლოებით 30–40 წუთის მანძილზე ხელებზე ბორკილდადებული მუცლით იწვა მორგის იატაკზე. შემდეგ იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიული განყოფილების N10 საკანში, სადაც თანასაკნელებმა მისცეს ტანსაცმელი. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, შემდეგ იგი ჩაიყვანეს N18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში, სადაც ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მიეკუთვნებოდა თვითდაზიანებებს და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.
http://ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1443 * * *
გარდაცვლილ და ნაცემ პატიმრებზე კალმახელიძე დუმილს ამჯობინებს
თაზო კუპრეიშვილი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს, 7 დეკემბერს, პარლამენტში სტუმრობისას არ უპასუხა „ნეტგაზეთის“ კითხვას 2011 წლის შემოდგომაზე ნაცემ და გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით.
ხათუნა კალმახელიძე დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ტიპის – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნის შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა.
"ნეტგაზეთმა" მინისტრს ჰკითხა მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის ზეწოლასთან გაკეთებულ განცხადებებს, თუ მოჰყვა მისი უწყების მხრიდან რეაგირება. ხათუნა კალმახელიძემ კითხვა უპასუხოდ დატოვა.
მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის ადვოკატმა კახა მუმლაძემ 2011 წლის 29 ნოემბერს მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით 5 დეკემბერს განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. განცხადების მიხედვით, 2011 წლის 1 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი თქმით, 2011 წლის 28 ნოემბერს, საღამოს, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც მან კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში მასთან არავინ მისულა, მან კვლავ მიმართა კონტროლიორს იმავე თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. კ.ბარათაშვილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილისა გამო იძულებული გახდა, დაებრახუნებინა საკნის კარზე, რა დროსაც მასთან საკანში შევიდა დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც იგი დააგდეს ძირს და სცემეს. მსჯავრდებულის თქმით, მოგვიანებით კვლავ ჰქონდა აუტანელი ტკივილები, ასევე თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად. იგი მიხოხდა კარებთან და დაიწყო თავის მირტყმა, მასთან კვლავ შევიდნენ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები, დაადეს ხელბორკილები და ცემით ჩაიყვანეს მორგში. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მორგში იგი დააგდეს ბეტონის იატაკზე და სცემეს.
ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი დაახლოებით 30–40 წუთის მანძილზე ხელებზე ბორკილდადებული, მუცლით იწვა მორგის იატაკზე. შემდეგ იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიული განყოფილების N10 საკანში, სადაც თანასაკნელებმა მისცეს ტანსაცმელი. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, შემდეგ იგი ჩაიყვანეს N18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში, სადაც ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მიეკუთვნებოდა თვითდაზიანებებს და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.
აღნიშნული განცხადებების გავრცელების შემდეგ, გუშინ, 6 დეკემბერს საია-მ მსჯავრდებულზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა:
-მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციას და მის მთავარ ექიმს, დაიცვან და უზრუნველყონ პატიმარ კ. ბარათაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
– სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე.
– საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება კ. ბარათაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, რომელიც აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე კითხვა დაუსვა საია-ს წარმომადგენელმა, თუმცა, მას მიკროფონი გაუთიშეს და უთხრეს, მხოლოდ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით დაესვა შეკითხვები.
GYLA vs Kalmakhelidze by tazo-kupreishvili
მინისტრმა კალმახელიძემ „ნეტგაზეთის“ შეკითხვას არც საკომიტეტო მოსმენის შემდეგ უპასუხა და პარლამენტი უკომენტაროდ დატოვა. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაგვპირდა, რომ ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე ელ. ფოსტით გვიპასუხებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან კითხვებზე პასუხის მიღებისთანავე, „ნეტგაზეთი“ დაუყონებლივ მოგაწვდით ინფორმაციას. მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილთან დაკავშირებული ამბის გარდა, „ნეტგაზეთს“ ასევე აინტერესებდა ამჟამად გარდაცვლილი მსჯავრდებულის - მურმან კალანდიას გარდაცვალების ფაქტის გამოსაკვლევად რა ღონისძიებები გაატარა კალმახელიძის უწყებამ და დაისაჯა თუ არა დამნაშავე.
მურმან კალანდია ქუთაისის მეორე სამკურნალო საწესებულებაში 2011 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „ადგილი ჰქონდა ავადმყოფი პატიმრისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის და, ზოგადად, ადმინისტრაციის მხრიდან." ამის გამო, გიორგი ტუღიუშმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყებისა და დამნაშავე პირების გამოვლენის მოთხოვნით.
http://netgazeti.ge/GE/83/News/7322/.htmGYLA vs Kalmakhelidze by tazo-kupreishvili
http://soundcloud.com/search?q%5Bfulltext%...+Kalmakhelidze+ * * *
2011 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, უკვე 120 ადამიანია გარდაცვლილი. მათ აწამებენ, სცემენ და ათას სიბინძურეს უკეთებენ...
ავტორი ეკა ქევანიშვილი
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პატიმარ კახა ბარათაშვილის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, სასჯელაღსრულების სამინისტროს კი რეაგირებას და მსჯავრდებულის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. საია აცხადებს, რომ ახლად ნაოპერაციევ პატიმარს, რომელიც ციხის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლაზე ჩიოდა, სახალხო დამცველისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კვლავ არაადამიანურად ეპყრობიან. 7 დეკემბერს, პატიმართა წამების შეწყვეტის მოთხოვნით, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მდუმარე აქცია ”წინააღმდეგობის მოძრაობამაც” გამართა.
2011 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, უკვე 120 ადამიანია გარდაცვლილი. მათ აწამებენ, სცემენ და ათას სიბინძურეს უკეთებენ...
7 დეკემბერს, სწორედ იმ დროს, როდესაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დეპუტატებს ახალი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ ინიციატივაზე ესაუბრებოდა, სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ „წინააღმდეგობის მოძრაობამ“, პატიმართა წამებისა და მათზე ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით, დუმილის აქცია გამართა. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, შოთა ჭოხონელიძის თქმით, „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ციხეებში არსებულ მძიმე ვითარებაზე თვალის დახუჭვას არ აპირებს:
”2010 წელს, სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, ციხეებში 142 პატიმარი გარდაიცვალა. 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, უკვე 120 ადამიანია გარდაცვლილი. მათ აწამებენ, სცემენ და ათას სიბინძურეს უკეთებენ. ჯანმრთელი ხალხია დაღუპული და ჩვენ ვნახეთ ეს ადამიანები, თავგატეხილი და კოჭებდამტვრეული. ამას რაც უნდა ცე ჰეპატიტი და ტუბერკულოზი დაუწერო დასკვნაში, ისედაც ყველაფერი ნათელია. ჩვენ სწორედ ამას მოვითხოვთ, რომ შეწყდეს პატიმრების წამება და მათზე ძალადობა.”
პატიმრის წამების სულ ბოლო ფაქტი, რომლის შესახებაც განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გააკეთეს, 27 ნოემბერს სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მოხდა და, როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, პატიმარ კახა ბარათაშვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა დღემდე გრძელდება. 6 დეკემბერს, საღამოს, საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პატიმარი მათ მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ზეწოლას ისევ განიცდის. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ პატიმარ ბარათაშვილს თირკმლის ოპერაცია გაუკეთეს:
თამარ ჩუგოშვილი
”ამ ადამიანის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ, რასაც ემატება მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც ყოვლად დაუშვებელია და, რაც მთავარია, ეს ზეწოლა გრძელდება ჩვენი და სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგაც.”
სახალხო დამცველის განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ კახაბერ ბარათაშვილი 27 ნოემბრის ღამით N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას სცემეს, ხელბორკილები დაადეს და ცემით ჩაიყვანეს მორგში. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მორგში ის ბეტონის იატაკზე დააგდეს და კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 7 დეკემბერს პატიმარი მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა და სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების მინისტრს ხელმეორედ მიმართა რეკომენდაციით, გადაიყვანონ პატიმარი ბარათაშვილი
სამოქალაქო საავადმყოფოში.პატიმრის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი აცხადებს:
”დღეს პატიმარი წამლებს აღარ იღებს და მოითხოვს, რომ გადაიყვანონ ისევ მე-17 დაწესებულებაში, რადგან, მისი თქმით, მასზე ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის.”
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ აუცილებელია იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები და ისინი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ...
ჩვენ ვეცადეთ მომხდარზე კომენტარი გვეთხოვა პარლამენტში მისული მინისტრის, ხათუნა კალმახელიძისთვის, რომელმაც თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში სხვა საკითხზე სასაუბროდ იყო მისული.
ბარათაშვილის საქმის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტშიც შევიდა, რომლის თავმჯდომარე, ლაშა თორდია, ამბობს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს რეაგირებას ისიც მოსთხოვს. ზოგადად ციხეებში არსებულ ვითარებას კი თორდია ასეთ შეფასებას აძლევს:
”უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ აუცილებელია იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები და ისინი პასუხისგებაში მიეცნენ.”
„წინააღმდეგობის მოძრაობამ“, სხვათა შორის, ასეთი უფლებადამრღვევების 29-კაციანი სია პროკურატურას უკვე გადასცა, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა.
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24414731.html * * *
გიორგი ტუღუში: „ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“
„რამდენიმე პატიმარს, რომელთა გარდაცვალების მიზეზად კონკრეტული დაავადება იყო მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ნეკნები აღმოაჩნდათ დამტვრეული. ასეთ დასკვნას რომ წაიკითხავ, რა უნდა იფიქრო?! ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
ინტერვიუში ტუღუშმა დეტალურად ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, პატიმართა სიკვდილიანობა ციხეში, მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა, გამოუძიებელი საქმეები და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალი ნდობა.
–ბატონო გიორგი, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ბოლოდროინდელ ანგარიშებს რომ გადავხედოთ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, თუნდაც ევროკომისრის ანგარიში ავიღოთ, საქართველოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელ ზღვარს ქვემოთაა ჩამოსული. თქვენ როგორ შეაფასებდით ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში?
–ევროკომისრის ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა, არსებობს ბევრი სხვა ანგარიშიც, მაგალითად „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის,“ ასევე „Human Rights Watch”-ის, “საერთაშორისო ამნისტიის,“ რომლებშიც ზოგადად ან კონკრეტულადაა განხილული ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში.
რაც შეეხება ბატონი ჰამარბერგის ანგარიშს, მინდა გითხრათ, რომ იმ ნაწილებში, სადაც საუბარია სასამართლო სისტემის საქმიანობაზე, მის მიერ მოყვანილი არაერთი დასკვნა და რეკომენდაცია ერთი-ერთზე ემთხვევა სახალხო დამცველის შეფასებებს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე. თუ ნახავთ სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრისა და 2010 წლის მთლიან ანგარიშს, ის პრობლემები, რომელიც ბატონმა ჰამარბერგმა ჩამოთვალა, ერთი ერთზეა ასახული.
ასევე, მინდა შევეხო კომისრის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ის პირდაპირ ციტირებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებსა და ანგარიშს რამდენიმე მიმართულებით.
ბატონი ჰამარბერგი საკუთარ ანგარიშში ეხება პროკურატურისა და ადვოკატთა კორპუსის საქმიანობასაც. ხაზგასმით აქვს აღნიშნული პროკურატურის ძლიერ პოზიციაზე მთლიანად და მართლმსაჯულების სისტემაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ახალ საპროცესო კოდექსში, კანონმდებლობის თვალსაზრისით, ეს მდგომარეობა გამოსწორდა. მიუთითებს ასევე იმ პრობლემებზე, რომლებსაც დამცველები, ადვოკატები აწყდებიან არა მხოლოდ კანონმდებლობის მხრივ, არამედ პრაქტიკულ საქმიანობაში.
ანგარიშში მოყვანილი იყო გარკვეული საქმეები, რომელთა ნაწილი სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ანგარიშში მოხვდა, რომელშიც მივუთითებდით იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება აშკარად დარღვეულია.
ზოგადად, სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს არ აფასებს, ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება და ზოგადად, სუსტი პოზიცია აქვს ბრალდებას საქმეში, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყო. ამაზე მინიშნებები ჰამარბერგის ანგარიშშიცაა გაკეთებული, თუმცა იქ საკმაოდ მცირე, ორი თუ სამი საქმეა მოყვანილი. 2009 წლის მეორე ნახევრის სახალხო დამცველის ანგარიშში ჩვენ მიერ შესწავლილი დაახლოებით 10 ასეთი საქმეა შეტანილი.
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ჰამარბერგთან გამამართლებელი განაჩენების მცირე რაოდენობა იმით ახსნა, რომ პროკურატურას ძალიან გამართული საქმეები მიაქვს სასამართლოში. სახალხო დამცველის აპარატს უამრავი საქმის შესწავლა უხდება. რამდენად რეალურია ბატონი კოტეს ეს განცხადება და როგორია თქვენეული რეალობა?
_ მინდა გითხრათ, რომ სახალხო დამცველის აპარატში პროკურატურის წინააღმდეგ საჩივარი ძალიან იშვიათად შემოდის. პროკურატურის ძირითადი პრობლემა ის გახლავთ, რომ ძალიან ხშირად, სხვადასხვა უკანონო ქმედებაზე, რომელსაც თანამშრომლები სასჯელაღსრულების სისტემაში თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ ახორციელებენ, გამოძიება ან დროში უსასრულოდაა გაწელილი, ან დაუსრულებელია, ან საერთოდ შეწყვეტილია. მსგავსი ფაქტების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს პროკურატურას და ამის გამო ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ მათ.
სწორედ სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, რომელიც უფლებამოსილია გამოძიების სტადიაში ჩადენილი დარღვევები გამოასწოროს. როდესაც ეს არ ხდება, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა სასამართლოს ეკისრება.
რაც შეეხება გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობას, ერთი შეხედვით, სტატისტიკას თუ გადახედავთ, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ძალიან მცირეა. არ გამოვრიცხავ, პროკურატურას არანაირი სურვილი არ ჰქონდეს სასამართლოში ისეთი საქმე წაიღოს, რომელზეც მისთვის სასურველი შედეგი არ დადგება. ევროპის უმეტეს ქვეყნებში გამამტყუნებელი განაჩენები 90%-ზე მეტია, თუმცა გამამართლებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებლები საქართველოზე მაღალია. სხვათაშორის, ჰამარბერგის ანგარიშის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მტკიცებით, 110-ზე მეტი საქმე შეწყდა. არ მივიდა სასამართლომდე, რადგან პროკურატურამ მიიჩნია, რომ სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულები. არ ვიცი, ეს სტატისტიკა ოფიციალურად სად მოიპოვება, თუმცა ერთი მინდა გითხრათ, არაერთი საქმე მაქვს ნანახი, სადაც არც თუ ისე მყარი პოზიციები ჰქონდა ბრალდების მხარეს და ირღვეოდა მსჯავრდებულის უფლებები.
–აქ უკვე სასამართლოს და კონკრეტულად იმ მოსამართლეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომელთაც მსგავსი განაჩენები გამოაქვთ. თუმცა, რაც შეეხება მათ დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, ბოლო ორი წლის განმავლობაში 2 მოსამართლეა გათავისუფლებული…
– მართალია, ეს ინფორმაცია კანონით საჯარო არ არის, თუმცა პირადად მე, არაერთი მოსამართლის დისციპლინური დევნა მოვითხოვე. ასეთი მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხშირად მივმართავდი და ვაგრძელებ ამ ტენდენციას, მაგრამ არ ვიცი რამდენად აქვს ამას აზრი სამომავლოდ. ძირითადად, ვიღებ პასუხს, რომ დევნა დაიწყო, მაგრამ შეწყდა.
– ჰამარბერგის დასკვნაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია საპროცესო გარიგებების მანკიერ სისტემას საქართველოში. მისი დასკვნით, პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს.
–როდესაც საქმე საპროცესო გარიგებით მთავრდება, მას სახალხო დამცველი ვერანაირად შეისწავლის. არცერთი პირი, რომელსაც საპროცესო გარიგებით აქვს დასრულებული ურთიერთობა ბრალდების მხარესთან, საქმეს სახალხო დამცველთან არ მოიტანს. ძალიან კარგად იცით, საპროცესო გარიგება რასაც გულისმობს. ერთადერთი, თუ ძალდატანებით არის საპროცესო გაფორმებული, მაშინ შეიძლება ჩაერიოს სახალხო დამცველი
რაც შეეხება საპროცესო გარიგების ინსტიტუტს, ზოგადად, ეს საქართველოს მოგონილი არ არის, აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თუმცა იქ მოსამართლეებს გაცილებით ფართო კომპეტენციები აქვთ, ვიდრე საქართველოში. რეალურად, საქართველოში სასამართლო შემოიფარგლება საპროცესო გარიგების კანონიერების შემოწმების ფუნქციით, ამიტომ, საჭიროა მისი დახვეწა და კონტროლი. საპროცესო გარიგება არანაირად არ უნდა იქცეს ბიუჯეტის შევსების საშუალებად. მისი მთავარი დანიშნულებაა, დაჩქარებულ და სწრაფ მართლმსაჯულებას ემსახურებოდეს.
–მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის 72% სასამართლოს ნდობას უცხადებს. თქვენ რას იტყვით ამ კვლევებზე, რამდენად შეეფერება რეალობას?
– კვლევის შესწავლა სახალხო დამცველის ფუნქცია არ არის, თუმცა ეს კვლევა, რა თქმა უნდა, განვიხილეთ. საინტერესოა, ამ კვლევის დროს გამიჯნული იქნა თუ არა ერთმანეთისგან სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული საქმეები? წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსადმი ნდობა ზოგადი ცნებაა. როგორც ვიცი, ეს საკითხები გამიჯნული არ იყო კვლევაში. ენდობით თუ არა სასამართლოს, – ბოლო კითხვად იყო დასმული. ეს დაახლოებით იგივეა, ვიღაცამ რომ ჩამოიაროს და იკითხოს: მოგწონთ თუ არა გიორგი ტუღუში? შეიძლება მე ვიღაცას არ მოვწონდე, მაგრამ ამ ინსტიტუტს პატივს სცემდეს.
რეალურად, სამოქალაქო საქმეებში სიტუაცია საკმაოდ ნორმალურია, ნდობაც მაღალია და გასაჩივრების რაოდენობაც დაბალია ზედა ინსტანციებში. ადმინისტრაციულ საქმეებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, პრობლემა გვრჩება ისევ და ისევ სისხლის სამართლის საქმეებში. რეალურადაც და ისტორიულადაც, სასამართლოსადმი ნდობა ამ ქვეყანაში ყოველთვის პრობლემა იყო – კომუნისტების დროსაც და გარდამავალ პერიოდშიც. ყველაზე დიდი ზეწოლა კი სწორედ სისხლის სამართლის საქმეებზე მოდის. ეს კვლევა მე არ ჩამიტარებია და უფლებამოსილი არ ვარ, მის ობიექტურობაზე ვიმსჯელო. სახალხო დამცველი ყოველთვის მისი პირადი შედეგებიდან მსჯელობს, რომელიც განმცხადებლების საჩივრებიდან გამომდინარე დგება. ყველაზე ხშირად კი ეს საჩივრები სწორედ სასამართლოს უკავშირდება.
–სასამართლოს შემდეგ, ყველაზე დიდი პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და პატიმართა მდგომარეობაა. 2010 წელს, 142 პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია. თუნდაც პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის საქმე ავიღოთ, რომელიც თქვენს ოფისს შესწავლილი აქვს. როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი ანალიზი?
–პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ბევრ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი გაურკვეველი არ არის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ძალიან საგანგაშო ტენდენციაზე მიგვანიშნებს, არის ტუბერკულოზი. რაც შეეხება კახაბერ თედლიაშვილისა და კიდევ რამდენიმე სხვა ფაქტს, სადაც შესაძლოა, სუიციდთან ან ძალადობრივ სიკვდილთან გვქონდეს საქმე, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არსებობს და ერთადერთი გამოსავალი ექსპერტიზის დასკვნაა. თუმცა, ნამდვილად ვერ დავდებ თავს ექსპერტიზის ყველა დასკვნის სანდოობაზე, რადგან რამდენიმე დასკვნის შესწავლის შემდეგ, თავად აღმოვაჩინეთ საეჭვო გარემოებები. ისიც კარგად იცით, ექსპერტიზის დასკვნებს რამდენი ხანი ველოდებით. 2-3 თვე უნდა ჩვენამდე რომ მოაღწიოს.
კახაბერ თედლიაშვილის ფაქტს რაც შეეხება, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე რუსთავის #6 დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ინახოს ექსპერტიზის დასკვნა. ალტერნატიულმა ექსპერტმაც დაათვალიერა თედლიაშვილის გვამი და მასთანაც მქონდა საუბარი.
ჩვენ 2011 წლის პირველი ნახევარი შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პატიმარს, რომელთა გარდაცვალების მიზეზად კონკრეტული დაავადებაა მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ნეკნები აღმოაჩნდათ დამტვრეული. ასეთ დასკვნას რომ წაიკითხავ, რა უნდა იფიქრო?! ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა, ამიტომ ისმება კითხვა: რა გააკეთა ამ დროს გამოძიებამ? ძალიან ხშირად მივდივართ იმ შედეგამდე, რომ გამოძიებული არაფერია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.
თქვენ სიკვდილობის შარშანდელი ტენდენცია ახსენეთ, მაგრამ დამაიმედებელი არც წლევანდელია. პირველ 6 თვეში 77 პატიმარი იყო გარდაცვლილი, აგვისტოს თვეში კი 117-მდე ავიდა ეს მაჩვენებელი.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში არის „სიკვდილობის თავი“, რომელშიც გაანალიზებულია მთლიანად მიზეზები და ტენდენცები, რომლებიც გარდაცვალების კუთხით იყო სასჯელაღსრულების სისტემაში. წელსაც იგივე გაკეთდება.
–არანაკლები პრობლემაა ტუბერკულოზით გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკაც, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მუდმივად „აპიარებს“ ხან მკურნალობის, ხან კეთილმოწყობის და საერთოდ, პატიმრების კეთილდღეობაზე ზრუნვის თემას.
_ სახალხო დამცველის ინსტიტუტი სწორედ იმისთვის არსებობს და აქვს კანონით მინიჭებული უფლება შევიდეს სასჯელაღსრულების სისტემაში, რათა შემდგომ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ანგარიშში პოზიტიურ ძვრებსაც ავსახავთ, მაგრამ ის პრობლემები, რაზეც ვსაუბრობთ, დღემდე სახეზეა.
_ ყველაზე ხშირად რა სახის განცხადებები შემოდის სახალხო დამცველთან?
_ ყველაზე მეტი განცხადება შემოდის პატიმრებისგან, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისგან და იძულებით გადაადგილებული პირებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა სახის უფლებათა დარღვევებზეც მოგვმართავენ, მაგრამ სასჯელაღსრულებისა და ჯანმრთელობის საკითხების უზრუნველყოფა პენიტენციურ სისტემაში ყველაზე ხშირია.
_ რომელია ის უწყება, რომელიც ყველაზე ოპერატიულად რეაგირებს თქვენს მიმართვებსა და რეკომენდაციებზე?
– მე შემიძლია გითხრათ უწყებები, რომლებიც არ რეაგირებენ: თავდაცვის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო. აქ სერიოზული პრობლემები იყო არა მხოლოდ რეაგირებაზე, არამედ ინფორმაციის დროულად მოწოდებასა და სახალხო დამცველის მიმართვების უყურადღებოდ დატოვებაზე.
რაც შეეხება სხვა უწყებებს, სახალხო დამცველის მიმართვას ადეკვატური რეაქცია და დროული რეაგირება მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კომუნიკაცია ნორმალურია.
რაც შეეხება სასჯელღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციებზე, ძალიან ხშირად, ვეჭვობ, პასუხიც არ ჰქონდათ და საერთოდ უგულებელყვეს.
რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ თითოეულ უწყებასთან მაინც ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.
– არის თუ არა შემთხვევები, როდესაც თქვენთან შემოტანილი წერილები უკან გააქვთ რამე მიზეზით?
–ძირითადად, პრობლემები გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, როდესაც პატიმრები უარს ამბობენ ცემის ფაქტი წერილობით დაგვიდასტურონ. გიყვებიან რაღაცას და მერე გთხოვენ, ხელს ნუ მომაწერინებო.
ცოტ
This post has been edited by NAOKI on 7 Dec 2011, 20:08