კარგი იქნება, ამ სიას ქრონოლოგიაც რომ დაერთოს. ახლა, გასაგებია, რომ მთლიანად პოსტსაბჭოურ პერიოდზეა საუბარი. გასაგებია ისიც, რომ ოფიციალური (დოკუმენტირებული) გადაწყვეტილებები ალბათ, არც არსებობს, ან შესაბამისი (შიდა-რუსული, სომხური, აზერული) განკარგულებების მიგნება შეუძლებელია (რაკი ქართული მხარისთვის არაფერი შეუტყობინებიათ). მე მხოლოდ იმ ინციდენტების ქრონოლოგიაზე ვსაუბრობ, როდესაც დე ფაქტო მოხდა საზღვრის გადმოწევა და ეს ყველამ დაინახა. მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში (ლოგიკურად კი, ყველა შემთხვევაში) სახეზეა ქართველი მოხელეების დანაშაულებრივი ქმედება ან უმოქმედობა. მაგალითად:
დარიალის ხეობა"1997 წელს რუსებმა დარიალის ხეობაში, ლარსის მიდამოებში, პირველ გვირაბთან გადმოიტანეს საქართველო-რუსეთის საზღვარი. სწორედ იმავე პერიოდში ბიშკეკში გაიმართა დსთ-ს სარდალთა საბჭოს სხდომა, რომელზეც მოვითხოვე აღდგენილიყო "სტატუს-კვო", ანუ რუსებს უკან, საწყის პოზიციებზე დაებრუნებინათ თავიანთი სასაზღვრო ნაწილები. რაც შეეხება, დარიალის ხეობაში შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ისინი შეიძლება შეფასდეს სრული დილეტანტიზმის ლოგიკურ ნაყოფად.
ჩვენ მხარეს რატომღაც მიიჩნიეს, რომ საბაჟო-სასაზღვრო შემოწმებისათვის ბევრად უფრო ხელსაყრელი ადგილი იპოვეს უკან და აქეთ დაიხიეს. ასეთი რამ დასაშვები კია, მაგრამ სულაც არ იყო აუცილებელი სასაზღვრო ზოლის გადანაცვლება, როგორც ისინი მოიქცნენ. იმ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა ე.წ. გვირაბები, ეშმაკის ხიდთან კი საქართველოს საგზაო დეპარტამენტის გასამხედროებული დაცვა იდგა. უკან დახევის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ვიღაცას თავში სულელური აზრი მოუვიდა, დატოვებული ტერიტორიისთვის ნეიტრალური ანუ "არავისი მიწა-წყალი" დაერქმია იმ ადგილისთვის, რომელიც თავადვე ჩამოაჭრეს საკუთარ საზღვრებს(?!).
ერთი შეხედვით, ის 800 მეტრი, რა მანძილითაც დაიხიეს ქართველმა მესაზღვრეებმა, თითქოს სალაპარაკოდაც კი არ ღირს, მაგრამ სწორედ ამ საარვისო, ფაქტობრივადად, უკონტროლო ტერიტორიაზე იყრის თავს უამრავი შემოვლითი გზა და ეს უბანი თავისთავად გადაიქცა "კრიმინალურ ჯიბედ".
წითელი ხიდის მიდამოები"სამხრეთ კავკასიაში სამი ქვეყნის საზღვრის დადგენა წითელი ხიდის მონაკვეთზე დავიწყეთ. საზღვარი ბაბაქარის ქედის განშტოებაზე გავიდა და დემარკაციაც გავაკეთეთ _ წითელი ხიდის კიდემდე 7 კილომეტრი გავმიჯნეთ. ამის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა, ვინაიდან აზერბაიჯანის მხარე ხიდისა და მისი მიდამოების გაყოფის კატეგორიული წინაარმდეგი აღმოჩნდა, სადავო ტერიტორიად მიიჩნია, რაშიც მთლად მათაც ვერ დავადანაშაულებთ, ვინაიდან ჩვენივე შეუგნებლობით მოგვივიდა და მდინარე ხრამზე ახალი ხიდის მშენებლობა დავიწყეთ მარჯვენა მხრიდან და არა მარცხნიდან, როგორც ამას თავიდან ითვალისწინებდა პროექტი. ამ შეცდომას მოყვა ის 300 მეტრიანი, "ხელშეუხებელი" ტერიტორია, რომელზეც შემდეგში ყველასათვის ცნობილი ბაზრობა გაშენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1995-1997 წლებში იმ ტერიტორიიდან მოხსნეს ჩვენი მესაზღვრეები და ამიტომაც მათთვის რამე პრეტენზიის წაყენება, ნამდვილად, ცოდვად ჩაგვეთვლება. "ოაზისი" _ ორ-ორი "ბუდე" თითო მოქალაქისთვის თუ გავიხსენებთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა მონაკვეთებზე, ჩვენს ტერიტორიაზე სოკოებივით მომრავლებულ აზერბაიჯანულ ახალშენებს, ისიც უეჭველად გვეცოდინება, თუ როგორ აშენებდნენ ერთ ღამეში სახლებს მეზობელი ქვეყნიდან გადმოსული მოქალაქეები. სამაგიეროდ, ნამდვილად არავის ემახსორება ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული თვინებობის აღმკვეთი რომელიმე ღონისძიება თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ ასეთი რამ არასოდეს ყოფილა..."
და ა.შ.
(წყარო:http://bedoidze.netii.net/index.php?p=1_41)
ფიჭვნიფიჭვნი _ სოფელი ხევსურეთში, სადავო ტერიტორია საქართველოსა და რუსეთს შორის. მოიცავს 200 ჰექტარ ფართობს. 2000 წლის 6 თებერვლიდან სოფელში რუსი სამხედროები დგანან, ამის მიზეზად კი ისინი ასახელებენ 1999 წლის 19–21 მაისს გაფორმებულ ოქმს, რომელზეც სადელიმიტაციო კომისიის ქართველმა ექსპერტებმა რუსებს „ბრმად“ მოუწერეს ხელი. (2003 წელს იმდროინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი აცხადებდა, რომ ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ ჰქონდა). სოფლის დაკავებას წინ უძღოდა 1999 წლის 22 დეკემბერს რუსეთის ფედერაციიდან ორი ნაღმის სროლა, რის შემდეგაც ქართველმა მესაზღვრეებმა უკან დაიხიეს. 2000 წლის 31 იანვარს ქართველებმა ფიჭვნში საგუშაგო აღადგინეს, მაგრამ 3 თებერვალს თბილისიდან გაცემული ბრძანებით პოსტი გაუქმდა. ამის შემდეგ რუსები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეუფლნენ სოფელს და ხევსურების სალოცავ ნიშს. მათ იქ ააგეს ყაზარმები და საფორტიფიკაციო ნაგებობები .
საქართველოს ტერიტორიები და საზღვრები (post #24831991) This post has been edited by CityZen on 12 Sep 2011, 17:31