"ეროვნული ფორუმი" 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში "ქართველთა მარშის" მოწყობის ინიციატივით გამოდის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, "აუცილებელია, ქართველმა ხალხმა ეროვნული მოძრაობის მეორე ეტაპი დაიწყოს და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საკუთარი უკმაყოფილება და მრისხანება დააფიქსიროს".
"ეროვნული ფორუმი" "ქართულ მარშში" მონაწილეობის მისაღებად ყველა ქართველს ეპატიჟება, ვისაც საქართველო უყვარს".
"ეს იქნება დემოკრატიისა და ეროვნული სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლის დასაწყისი", - განაცხადა სანიკიძემ.
"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაც მიმოიხილა და ის ასპექტები გამოყო, რომელმაც ამ პოლიტიკურ ძალას "აქტიური, მშვიდობიანი, მაგრამ აგრესიული ქმდებების დაწყება გადააწყვეტინა".
"ქვეყანაში როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარება მეტისმეტად მძიმეა, საქართველოს უსაფრთხოების საკითხი ნულოვან ნიშნულზეა დასული, ქვეყნის საზღვრები თურქეთის გარდა, არცერთ სახელმწიფოსთან დაფიქსირებული არ არის. გარდა ამისა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი სახელმწიფო ენის თვალსაზრისით. გახშირდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ რიგ ენებს "რეგიონულის" სტატუსი მიენიჭოს. ქვეყნის პირველი პირი ინგლისური ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ცდილობს. ამავდროულად, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. დადგება დრო, როცა ჯავახეთში ჩასულები სომხებთან და მარნეულში ჩასულები აზერბაიჯანელებთან ინგლისურად ვილაპარაკებთ. "ეროვნული ფორუმი" ქართული ენის დაცვისათვის ყოვედღიურ აქტიურ ბრძოლას დაიწყებს. ამასთან, საქართველოში ეროვნულ ქონებას ქართველი ხალხი არ ფლობს. ქონება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირების ხელშია. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გარკვეული ქონება დააგროვეს, საქართველოში საკუთარი კაპიტალის დაბანდების საშუალება არ ეძლევათ", - განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ "ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაში არა მასპინძელი, არა სტუმარი, არამედ გასახლებისთვის გამზადებული მდგმურია".
"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციაც გააკრიტიკა და მას "ჭორ-მართალში გაურკვეველი" და "ავტორიტეტდაკარგული" უწოდა.
"არც ჩვენ ვართ უკეთესები, მაგრამ არც უარესები ვართ. ეს ხელისუფლების მიერ ინსპირირებული მდგომარეობაა, რასაც ოპოზიცია აჰყვა. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, არა მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ ქართველმა ხალხმა საკუთარი მრისხანება დააფიქსიროს და ქართველთა მარშში მიიღოს მონაწილეობა", - განაცახდა სანიკიძემ.
"ეროვნული ფორუმი" "ქართველთა მარშის" დროის, მარშრუტისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას მედიას უახლოეს მომავალში მიაწვდის
http://forumi.ge/index.php?option=com_cont...5212&Itemid=177აჯაფსანდალია...............
This post has been edited by oligarh on 12 Sep 2011, 20:13
მე მიყვარს sulo.