არა კვების  პრობლემა მართლა არ იყო : )
მართალია საჭმელი საოცრად, საოცრად უგემური იყო, აი მეტი რომ არ შეიძლება მაგრამ მაინც..
მაგალითად იქ აღმოვაჩინე პირველად კერძი - სოსისი სუპში  : ))))
საქონლის ხორცი მოიტანეს, დიდი ეჭვი მაქვს, ჩერნობილში კატასტროფა რომ მოხდა, ეს ძროხა გადაურჩა იქაურობას, მაგრამ იხილა რა თავისი ოჯახის წევრების ტრაგიკული აღსასრული სიცოცხლე სუიციდით დაასრულა..
ხოდა მემგონი იმის ხორც გვაჭმევდნენ :  ))
ერთადერთი  რაც ვარგოდა იყო ხილი..
ვაშლი რა : )))
ვაშლი იყო რა, რა უნდა ექნათ ახლა იმისთვის : )))
ბოლო დღე იყო "მარშბრასოკის"..
იმ დროს რეზერვი შედიოდა ნიკოლოზ ჯანჯღავას დაქვემდებარებაში..
არის ასეთი სამხედრო : )
სხვათაშორის ჩემის აზრით ძალიან კარგი ადამიანი..
აი სამხედრო რასაც ქვია რა : )
პირადად მქონდა ურთიერთობა და დადებითის მეტი არანაირი შთაბეჭდილება არ გამჩენია..
ოოდა მოვიდა ეს კაცი ასე ღამის 2 საათი იყო..
ხოდა ახლა ჩვენო წავალთ პოლიგონზეო რა..
და დავაი ჯარიო..
რავი ამბობენ 20 კილომეტრი ვიარეთო, ნუ სერჟანტები ამბობდნენ რომ 15  : )
ამას არ აქვს მნიშვნელობა : )
აქედან რომ წავედით, ღამე იყო, ნუ სადღაც 6 საათზე აგთენდა რა..
ხან სრიბილით მივდიდოით, ხან ჩვეულებრივი სვლით..
ვიყავით ორი ბატალიონი..ერთი ახალგაზრდები, სტუდენტობა..
მეორე მემგონი 27 წესლ ზემოთ ხალხი იყო..
ხოდა პირველი იყო "ახალ;გაზრდების" ბატალიონი, ისინი უკან მოგვყვებოდნენ, ბატალიონი შედგებოდა 5 ასეულისგან, ჩემი იყო მესამე ასეული, მე ვიყავი პირველ ოცეულში..
მოხდა ასეთი რამე..
ეს ორივე ბატალიონი მიდის მწყობრით..
ანუ პირველი აეული, რომელიც შედგება სამი ოცეულისგან, თითოში 30 კაცი : )
დაახლოებით..
ხოდა დაწყობილი მივდივართ..
აი გამთენიისას მივაღწიეთ ჩეკ-პოინტს..
ნუ იქ გავჩერდით რა..
ხოდადგას ჯანჯრავა და 10 წუთი შევისვენოთ და გავაგრძელეთ გზაო..
მერე გახედა ბატალიონის ბოლოს და ისო, მე რასაც ვხედავ ორი ასეულია, პლიუს 20 კაციო და დანარჩენები სად არიან, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ ჯარი სადააო? 

დაახლოებით 300 კაცი გაქრა მემგონი  : )))))))))))
კაროჩე გადარეკა იმ სერჟანტებთან ვინც იმ ასეულებს მოყვებოდა, სად ხართო, 
არ ვიცი რა უთხრეს იმათმა, მაგრამ ამან - 15 წუთში იქ თუ არ იქნებით მე სადაც ვარ, მოგაგნებთ და დაგხოცავთ ჩემი ხელითო 

ზუსტად  ჩაეტიენ დროში :  )
უბრალოდ რომ მოვიდნენ, უფრო სწორედ მოირბინეს ( 

 )  ქანცი გაწყვეტილი ქონდათ..
უბრალოდ გაუმართლათ და დანარჩენი გზა არ იყო რთული სასიარულო..
მდელო იყო..სამწყობრო სიარულით ვიარეთ..
პოლიგონზე მისულებმა, დავისვენეთ...მერე რიგრიგობით ჩაგვყარეს აკოპებში და თავზე ტყვიამფრქვევბი გადაგვატარეს..
ესო რომ იცოდეთ რა შეგრძნებააო 

მერე ჯანჯღავამ იკითხა აბა რომელი ტყვიამფრქვევი იყო, ვინ მიხვდაო 

სახეზე ამოიკითხა რომ ###ზე გვეკიდა, პლიუს ზოგი მაგარი შეშინებული იყო, ზოგს სახლში უნდოდა, ზოგი მიხვდა მაგრამ ვერ იტყოდა იმიტომ რომ თავის წარმოჩინებაში ჩამეთვლებაო და კაროჩე დავაი ააჯვით ზევითო 

ბოლოს საჯაროდ გაგვლანძრა მთელი ორი ბატალიონი..
თქვენო ომს ვერ მოიგებთო..
გვაფურთხა და დაისალეთო..
ეს იყო ყველაზე ტკბილი გინება, ლანძღვა და დამცირება..
ყველაზე ტკბილი 30 თუ 50 ნაბიჯი სამხედრო მანქანებამდე რომლებსაც ბაზაზე უნდა დავებრუნებინეთ...

მეორე დღეს დაარიგეს სერთიფიკატები, ჩაგვტენეს ყვითელ ავტობუსებში და გამოგვიშვეს უკან :  )))  
I'm The Lizard King, I Can Do Anything...