ხო ,ცოტა განსხვავებული ხუმრობა ვიცი,
მთელი ჩემი ცხოვრებაც ერთი დიდი ხუმრობაა,
დაბადებაც...
ღმერთმა იხუმრა,ალბათ. 

... 
ფორმა არა აქვს,რასაც არსი აქვს,ეგვიპტეში,
რასაც არსი აქვს,მას არა აქვს ჯერ კიდევ ფორმა...
უფრო ძველია ეს ეგვიპტე,ვიდრე ვედები.
სინუსია თუ კოსინუსი ამ ქვეყნად ძველი,
თუ ამ ხეოპსის პირამიდის სამკუთხედები?
სფინქსო,რას ფიქრობ შენ ამ ცოდვილ დედამიწაზე,
საუკუნეთა წიაღიდან რომ იხედები?!
სფინქსს რომ შეხედავ,ჩანს მისტიკა და თითქოს არსიც,
გადამლახავი საზღვრისა და სანაპიროსი...
ის საღვთო გონი მოძრაობის,თვითკმარი არსი-
მიდის,მიღელავს ისტორია,როგორც ნილოსი...
მარადიული ქვეყანაზე არაფერია,
არც კაცთა მოდგმა,არც ცეზარი და არც კიროსი...
და დროის დიად ნაკვალევზე ფეხის მტვერია
ყველა რამზესი-სეზესტროსი და დარიოსი...
გადარჩა ის,რაც ეგვიპტურად ქვას აწერია,
მემფისის ტაძრებს,ძველ პაპირუსს საღვთო ნილოსის...
ათასში ერთხელ აქლემების შარდი წვიმს ციდან,
ამოუცნობი სფინქსი უმზერს საჰარის ქვიშას...
ჰიეროგლიფებს,ეგვიპტური ღმერთი რომ ქმნიდა,
შიგ რთავდა კოლხურ ფანდურის ხატს,ვით საღვთო ნიშანს.
თქვენ ჩემი სულის ინტეგრალებს ვეღარ გამოთვლით,
ვეღარ გიშველით კოსინუსი,იგრეკი,იქსი...
თვალი გატყუებთ,ა ის სფინქსი-სფინქსი არ არის,
მის გვერდით რომ დგას  - ის არის სფინქსი.
ცის საიდუმლო,რად დამარხე,გამჩენო ჩემში?!
ფშავში მინდია,რად ვარ სფინქსი მემფისის თემში?!
ვით პტაჰს "სიცოცხლის გასაღები" მიჭირავს ხელში...
დუმს სალიერის მუსიკა ღვთის მისტიურ ხემში...
1990
ეგვიპტე,გიზე,ხეოპსის პირამიდა.
 * * * 
dragendoკარგია.
გელოდებით ... 
 
 ბავშვებო,გეყოფათ ახლა ცელქობა,ხო გაართეთ პუბლიკა...საკმარისია.
დღეს ორშაბათია,ნუ უსმენთ ამ სეფაშვილს,გამოშაბათებულს. 
 
   This post has been edited by Nostalgia34 on 19 Sep 2011, 12:02
 This post has been edited by Nostalgia34 on 19 Sep 2011, 12:02