QUOTE[გამარკვიე,დამეხმარე,დავიბენიQUOTE
თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
1393
ფრიდონ თქვა: "ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
1394
ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან,
და ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
1395
აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა.
და თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
1396
აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად, გატანა ფარისა;
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსი ქარისა,
ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
და თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა".
თათბირი ავთანდილისა
1397
ავთანდილ უთხრა: "ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
და მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან?!
1398
რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება,
გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
და ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება.
1399
სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
და ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
1400
სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, .
და ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
1401
შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
კართა გავახვამ, მომართეთ, კივილი გესმას ხშირი სად.
და თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად".
თათბირი ტარიელისა
1402
ტარიელ უთხრა: "მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
და კაცი-მცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.
1403
მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ოყი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
და ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
1404
მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლავ დავსხლიტოთ ცხენები;
და მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალთა ეივსცეთ მძლე ნები.
1405
ფიცხლავ შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
და ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა"
1406
ფრიდონ უთხრა: "შემიგნია, გამიგია, ვიცი მე რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრობს კართა ვერა;
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
და თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა".
1407
ფრიდონ ლაღი ამხნაგობს საუბართა ესოდენთა.
ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა,
და გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
1408
კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
დაასკვნეს იგი თათბირი, /ტარიას განაზრახები:
გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
და ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.
1409
იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
და დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
1410
ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
და მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
1411
თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწვთომნია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია,
მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
და აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!
1412
სამთავე სამად გაიყვეს - თვითომან თვითო - კარები;
თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
მას ღამით უქმნეს სადარნო, უცთურო, არ ნაჩქარები,
და გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები...
ორშაბათიდან ფაცეზე ვიქნები-Nostalgia34 Natalie
შეპირებულ ტრეინენგებს იქ გავმართავ,თუ მოისურვებთ.
რატომ არ არის ფილმი ან კლიპი ქართველ ვეფხისტყაოსნებზე?
ისევ მუშკეტერებს დავდებ,მიყვარს ეს ფილმი და რა ვქნა.
და გავფრინდები
ფრრრრრრრრრრრრ!
აქ,თუ გააგრძელებთ,მხოლოდ შენი თამადობით,შემოგირბენთ.
გკოცნით ძალიან მაგრად შენ და დრიმერს.მაგრად იყავით,ყოჩაღად იყავით ამ ფარისევლების და"დიადების" გარემოცვაში.რას იზამ,მათ გააკეთეს არჩევანი,პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთისკენ!
ერთხელ,რელიგიის განყოფილებაში მკითხა ერთმა,რას ნიშნავს ესო,მეც ჩემებურად ავუხსენი...აღარ მახსოვს რომელ თემაში,თორემ დავდებდი.