ალი ამბები 16 სექტემბერი, 2011 - 00:15
პოლიციამ ქუთაისში გაფიცული მუშები დაშალა
ჰერკულესი
პოლიციამ ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშების აქცია დაშალა. დაკავებულია გაფიცვაში მონაწილე ქარხანა „ჰერკულესის" 40 მუშა.
„მოვიდა 200-მდე პოლიციელი და ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე დააკავეს ეს ადამიანები," - ამბობს გაერთიანებული პროფკავსირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი.
დაკავებულებულია ოთხივე მოშიმშილე - გოჩა დარჯანია, რამაზ გოგიავა, კახა ცერცვაძე და იუზა კახიძე. საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი ის ავტომობილი, სადაც მოშიმშილეები ღამეს ათევდნენ.
დაკავებულებს ოჯახის წევრები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის იურისტები ეძებენ, როგორც "ლიბერალთან" საუბარში იურისტი თამარ ფაჩულია ამბობს დაკავებულები ქუთაისის არც ერთ სამმართველოში არ ფიქსირდებიან:
"ჩვენი ადვოკატები ყველგან ეძებენ 40-მდე დაკავებულს, მაგრამ მათ ამ დრომდე ვერ მივაკვლიეთ, არც ერთ სამმართველოში და დროებითი დაკავების იზოლატორებში დაკავებულთა სახელები არ ფიქსირდება. გვეუბნებიან, რომ დაკავებული არავინაა, არადა არსებობენ თვითმხილველები. საქალაქო სამმართველოში ბოლო დაკავებული 3 საათზეა დარეგისტრირებული, მოშიმშილეები კი საღამოს 9 სააათისთვის დააპატიმრეს", ამბობს ფაჩულია.
ქუთაისში პოლიცია მუშების გაფიცვის სოლიდარობის აქციაზე მისულ მოქალაქეებს სახლებში აკითხავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ მიაწოდა. მისი თქმით, პოლიციელებს აქვთ სოლიდარობის აქციაში მონაწილეთა სახელობითი სია და ამ დრომდე მათ სახლებში აკითხავს.
„მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მეზობელია, მოაკითხეს, მაგრამ ეს სახლში არ დახვდა: იცოდა წინა გამოცდილებიდან, რომ მოაკითხავდნენ და შინ არ მისულა", - ამბობს წულაია და იხსენებს, რომ 6 თვის წინ მსგავსი გაფიცვის დროს სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის ყველა მონაწილის ოჯახში მივიდნენ.
მისივე თქმით, აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი გაიქცა.
„რა წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ისედაც მოშიმშილე ადამიანებს - აქციაზე ალბათ 50-მდე კაცი იქნებოდა, პოლიციელი კი სულ მცირე 120".
მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" სამსახურიდან გათავისუფლებულმა და და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყეს. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან ჩაფხუტებით და დამცავი ტანსაცმლით უზრუნველყოფას, დაგვიანებული ხელფასების გაცემას, პროფკავშირებში გაწევრიანების გამო თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შეწყვეტას და ამ მიზეზით უკვე გათავისუფლებული 17 მუშის სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ. ქარხნის ადმინისტრაცია გაფიცულთა მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებდა.
http://liberali.ge/politsiam-kutaisshi-gapitsuli-mu
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет
Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.
Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу