ბიცო შენც თუ ხუმრობის გარეშე მეუბნები მადლობა, იქ მაგ პერიოდში კონრტასტების სამყარო იყო შექმნილი. ბევრი ამ ფორუმიდან რეზერვისტებში იყო , ბევრი ალბათ ჯარში, ბევრს საომარ მოქმედებებშიც მოუწია ყოფნა, მაგრამ ამ კონტრასტებს მხოლოდ უშუალოდ გორში და მაგ სოფლებში მყოფი ადამიანი შეამჩნევდა.
მაგალითად კახა ლომაია გმირულად მოიქცა და ყოველგვარი გარანტიების გარეშე შევიდა იქ (განსხვავებით იმათგან ვისაც ეს უფრო ადრე უნდა ექნა)
მაგალითად იმ სიუჟეტების ფონზე სადაც მავანთა გმირობა აისახებოდა ჩანდა კაბინეტის კედელი საქართველოს ღერბით და მის ქვემოთ გაკრული რუკა. ამ რუკის ქვემოთ კი რუსი სალდატის წარწერა იყო ,,გუბერნატორ ვერნის კ სვოემუ ნაროდუ" (იხილეთ იმდროინდელი სიუჟეტები და მიხვდებით რაზეც ვამბობ) ეგ წარწერა მხოლოდ მას აქვს ნანახი ვისაც არ შეეშინდა

იქ იყო ხალხი, რომლებიც გორში დარჩენილ საკუთარ ძმაკაცებს შიმშილობისას პურს და არაყს უმალავდნენ და რუსის ჯარისკაცებს აძლევდნენ. და პირიქით უბრალო ადამიანები ვინც სიცოცხლის ფასად პურს ეზიდებოდნენ ახლომდებარე სოფლებში ჩარჩენილი მოხუცებისათვის.
ამიტომ ის პათოსი ვაიმე ჩვენს გენებში პატრიოტული არაფერი დარჩენილაო არის ტყუილი!!!
დარჩენილა ერთიც და მეორეც !!
ღირსებაც და უღირსებობაც
და თანაც ყველგან უბრალო ადამიანებშიც და ოფიციოზშიც