მართალი ხარ. ოღონდ ამ სოლიდარობას სხვა საფუძველი აქვს - ეგოისტური.
ასე ვთქვათ individual utility maximizing.
უამრავი ლიტერატურაა ამაზე - დასაწყისისთვის, ბეკერის "economic analysis of human behavior" გირჩევდი.
საინტერესოა, ნობელი აიღო ამით.
თუმცა მისი მოდელების ათასგვარი კრიტიკა/გაუმჯობესება მოიტანა კვლევებმა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი "ორმხრივობის" პრინციპზე დადის.
ოჯახიც, სოციალური ჯგუფიც და რელიგიაც.
სანამ ფორმალური, სახელმწიფოს მიერ რეპრესიული მექანიზმით მიერ გამყარებული ინსტიტუტები შემოვლენ "საქმეში".
ნებისმიერი სოციალური ჯგუფის მდგრადობის ერთადერთი კრიიტერიუმი (საწყის ეტაპზე) არის ამ ჯგუფის წევრად ყოფნისას, ამ ინდივიდების "better off" ყოფნა, ვიდრე მის გარეშე. დაწყებული ფსიქოლოგიური "სიახლოვის", "სიყვარული" და "სოციალური ინტერაქციის" კოგნიტიური მოთხოვნილებებით და დამთავრებული ყველაზე ბანალური, მატერიალური ორმხრივობით, ანუ რეციპროკულობით.
ნებისმიერი სოციალურ ერთობას მხოლოდ მაშინ "აქვს აზრი", როცა ის, მის ყველა ინდივიდუალურ წევრს უკეთესად ამყოფებს, ვიდრე ამ ერთობის გარეშე.
პარეტო ოპტიმალურობა ჰქვია ამას სხვანაირად.
ამას ემატება ძალიან ბევრი რამე (მაგალითად სპეციალიზაციით წარმოების გაუმჯობესება, economies of scale and scopე), რაც საბოლოოდ სოციალურ ერთობას, ანუ იგივე სოლიდარობას ეფექტურს ხდის.
და რაც არ მოხდებოდა, რომ არა გარანტია რომ ყველა ინდივიდი თავის "გასაკეთებელს გააკეთებს".
ოღონდ ეს "სოლიდარობა" ნაწარმოებია, იმისათვის რომ ინდივიდები უკეთესად იყვნენ, ვიდრე მის გარეშე.
შესაბამისად, არავითარი დიქოტომია ეგოიზმსა და სოციალურ სოლიდარობას შორის არ არსებობს.
პირიქით ის ერთი კონტინუუმის ნაწილია - დაწყებულია აბსოლუტური ჰომო ეკონომიკუსების "თავისუფალი ინტერაქციებით" და დამთავრებული ყველაზე რეპრესიულ-ფორმალური რეჟიმით.
ზუსტად ამ პრინციპებზე არის აგებული ეთნიკური, ნაციონალური თუ რელიგიური კუთვნილებები.
ყველა ეს ინსტიტუტი, სხვადასხვა ფორმით და ხასიათით არის ინსტიტუციური პასუხი კოლექტიური მოქმედების პრობლემებზე.
კოლექტიური მოქმედების პრობლემები კი წარმოიშობა მაშინ, როდესაც ხარჯები ინდივიდუალურად უნდა გაიღოს თოთოეულმა და ბენეფიტები კოლექტიურია.
შესაბამისად ყველას ურჩევნია რომ "სოციალური ბენეფიტებისთვის" ხარჯები სხვამ გაიღოს და თვითონ ამით ისარგებლოს. (free riding incentives ქვია ამას)
და ეს კოლექტიური მოქმედება არის ყველანაირი ქმედება თუ თანამშრომლობა, რომელიც 2 და მეტ ადამიანს მოიცავს - საერთო მიზნისთვის.
ასე რომ, პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური თუ სხვა ნებისმიერი სისტემის/სოციალური ინსტიტუტის ეფექტურობის გაზომვის ორი გზა არსებობს:
- კომპარატიული ინსტიტუციური ანალიზი (როდესაც ამ სისტემას ადარებ სხვა, დაახლოებით იგივე სიბრტყეზე არსებულ თVისობრივად სხვა სისტემას. ანუ რომელი უფრო ნაკლები ხარჯებით და მეტი ეფექტურობით ჭრის "პრობლემებს")
- counterfactual ანალიზი (როდესაც არსებულ ინსტიტუციას ადარებ იმ მდგომარეობას, როდესაც ეს სისტემა საერთოდ არ არსებობდა, ანუ "თავისუფალ ბაზარს")
ისევ და ისევ, განვმერდები, - სოციალურ-პოლიტიკური სისტემების/ინსტიტუტების/ნორმების ერთადერთი დანიშნულება არის ადამიანების/ინდივიდების თანაცხოვრების ყველაზე "ნაკლებად დანახარჯიანი", ოპტიმალური უზრუნველყოფა, (ნებისმიერი თვალსაზრისითი: მატერიალურიდან დაწყებულ - ფსიქოლოგიურ/ბედნიერებით დამთავრებული) მათი ბუნებრივი და ეგოისტური მისწრაფებების გათვალისწინებით და ბაზისად აღებით.
ეს იდეურ დონეზე.
თუმცაღა, რადგან ადამიანები რაციონალური ინდივიდები არ არიან და ისინი, ემოციური, მორალური, კოგნიტიური შეცდომებით/გადაცდომებით გაძეძგილი არსებები არიან - გვაქვს ის, რაც გვაქვს. "ხოწელი კაკ ლუჩშე ნო პოლუჩილოს კაკ ვსეგდა" ბაზარია.
სინამდვილეში კი რა თქმა უნდა, არიან "უფრო თანასწორები", ვინც ნებისმიერ სისტემიდან უფრო მეტს ქაჩავენ, ვიდრე დანარჩენები.
ესეც ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა.
თუმცა რა თქმა უნდა როცა ეს განსხვავებები ისეთ შემაშფოთებელ მასშტაბებს იღებს, როგორც დღეს გვაქვს.
და ეს მართლა ასეა.
მაშინ ყველა პატიოსანი ადამიანი ისურვებს უფრო მეტ თანასწორობას, სამართლიანობას. ზოგი იმიტომ რომ მორალური იმპერატივები აწუხებს და ზოგი იმიტომ რომ საკუთარი საცოდავი არსებობა არ აკმაყოფილებს.
ამ ყველაფრის, ანუ დღევანდელი, გაბატონებული სისტემის "სამართლიანობისკენ" კორექციას კი არა მხოლოდ
1. უფრო მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჭირდება ვიდრე არსებულ ელიტას გააჩნია, არამედ
2. ადამიანისებრთა ფუნქციონირების და მათი ურთიერთობების "სწორი" ცოდნა
3. ასევე ამ "სამართლიანობის" დანერგვის შინაგანი მოტივაცია.
თუ ამ სამი კომპონენტს - ერთი მაინც აკლია, მაშინ ცუდად არის საქმე

არ გამოვა არაფერი.
ეს ინდივიდუალურ დონეზე.
აი ასეთი ინდივიდები თუ მაინც შეიკვრნენ - მათი ორთიერთქმედების ეფექტური წარმართვა იქნება ძალიან დიდი პრობლემა.
თქვენ კი, ქართველ მემარცხენეებს (

), მაქსიმუმ მესამე კომპონენტი დაგაბრალოთ კაცმა. ისიც, საუკეთესო შემთხვევაში.
"მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო" - გამოგივიდათ რა

პ.ს. ეს ბოლო პოსტია თქვენს საკრალურ თემებში და არ მაგინოთ, ჩემით გავალ.
This post has been edited by Codex on 22 Sep 2011, 22:05