kodeqsiაი მე ხო მესმის თქვენი. გეთანხმებით. გაქსუებული ჩემთვისაც იგივე ცნებაა და დებილი კი არ ვარ მიხაროდეს, თანხები თუ არაყაირათიანად იხარჯება და ვიღაცის გულაობა- უკანალის აწევას და თეძოების მოდიფიცირებას ხმარდება. ნაღდად არ ვარ.
რა სისულელეა ამის დაბრალება ვისთვისაც არ უნდა იყოს -გინდა ჩემთვის , გინდა სხვისთვის.
მარა მაქვს სურვილი მიზეზებს ღდინამდე ვსდიო. ამიტომ ვკამათობ და არა გამპრავლებლობის დაუძლეველი სურვილით, როგორც აქ მკადრეს.
მიზეზების არცოდნის გარეშე, დიაგნოზის დაუსმელად ნებისმიერი მკურნალობა არის ბრმა და უშედეგო.
მგონი ლოგიკური ვარ.
მოდი დაგისვამთ კითხვას-ზუსტად ეგ პოლი რომელ ქვეყანაში იქნებოდა ასპროცენტიანი ხელისუფლების სასარგებლოდ?
უფრო მეტიც, სად და რომელ ქვეყანაში არ იქნებოდა ზუსტად ამ ან პლუს-მინუს ამ შედეგით?
გაგიჭირდებათ პასუხის გაცემა

იმიტომ რო ელიტარული კორუფციის ანუ არასისტემური კორუფციის მიზეზი სუბიექტურ ფაქტორშიცაა. ადამიანები ყველგან ერთნაირად "პატიოსან-უპატიოსნები " არიან-ერთი და იგივე ადამიანური ბუნება აქვთ.
კორიფციისკენ მიდრეკილებაც, ცხადია, ერთნაირად აქვთ. აი სიხშირის მაჩვენებელი ანუ გამოვლინების მაჩვენებელი კი ობიექტურ ფაქტორზეა დამყარებული. სადაც კანონი და საზოგადოება მოხელეს ადამიანური ბუნების გამოვლინებას უთრგუნავს და აიძულებს კანონის და საზოგადოებისთვის მისაღები მორალის შესაბამისობაში მოაქციოს პირადი ღირებულებები, ის ქვეყანა შემდგარია.
მზეთუნახვს დაარბენინებსო, ამბობ.
მე კიდევ უფრო მეტი მაგალითი ვიცი მზეთუნახავებთან ერთად სირბილის.ქე რო არაკანონიერი მზეტუნახავი იყო, (მთლად საშინელება

)მაშვინ.
მარა მასზე ცუდი ჯერ არ მსმენია-გამიგონია- ეტყობა შეულოცა ხალხს

. ეგ ხუმრობით , თორე აქვს ამასაც ლოღიკური ახსნა.
არ გიფიქრიათ ხალხს რატო მოსწონს და აღმერთებს ერთს და წიხლავს მეორეს?!
ან იმაზე, რატომ არ უნდა მიმაჩნდეს გაზრდილად ის ხალხი, ვინც მსგავსება- განსხვავებას ვერ ხედავს და ვისაც უფრო კარგად აპიარებენ ანუ ვისაც ოპოზიციაში მტრები არ Hყავს, იმიტომ რომ იქ მისი ახლობლებია, ისინი მოსწონს?!
ასეთი ხალხი ჩემთვის ჩამოუყალიბებელია და მე ეგეტი საზოგადოება ძაალიან მეპატარავება.
ახლა აგერ პატივცემული იდინამორე ამბობს, ტენდერმოგებულს წილში უჯდებიანო. არ ვედავები. დასაშვებია და იმიტომ.
და რატომ არის დასაშვები, ახლავე მოგახსენებთ:
ეგ არსით ზუსტად იგივეა, ექიმი რო სადიაგნოსტიკო კაბინეტს წილში უჯდება.
ბევრი სახელიანი და უსახელო ექიმი ეგრე მუშაობს.
ეგრე ხდება ყველაფერსი
ეგ ხალხი ვართ ზოგადად.
უმრავლესობა ერთმანეთს აპრასვეტებს წილის სანაცვლოდ ან ნაცნობობის გამო.
ადვოკატებიც ასევეა ჩემო ბატონო.
ამიტო სუ ადვილად დასაშვებია კაი და გონიერი ადვოკატი ჩრდილიდან ვერ გამოძვრეს და ყველა დიდი საქმე რამდენიმე გაპრასვეტებული ადვოკატის ხელში იყოს.
და ასე ყველგან და ყველაფერსი.
ამას უშველის არჩევნები და ოპოზიციის მთავრობაში მოსვლაა?!
გადევირევი მაშინ.
ნაცნობობით "და საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოხვედრა განსაზღვრავს ყველაფერს და არა პირადი დამსახურება და სხვაზე უპირატესობა. და კიდევ "ხელი ხელს ბანს" პრინციპი.
ანუ რაც ქვევით, ის ზევით. ერთნაირი ხალხი ვართ და იმიტომ.
კაი ოპოზიცია რო გვყავდეს, ამათზე უკეთესები, მაშინ ხელისუფლების დაკარგვის შიში დაამოკლებინებდა ხელს ხელდაგრძელებულს.
მარა სად არის ეგეთი კაი ოპოზიცია.
ბარემც ჩვენც გვინდა, მარა ფაფუუ.
კაი ოპოზიციას ჯანმრთელი საზოგადოება შობს.
ჯანმრთელი საზოგადოების კლინიკური ნიშანი არის ღირებულებებიანი ელიტა. როგორსაც გააელიტებს და გაარჩეულებს, თვითონაც იგეთივეა.
თუ ელიტა არ მოგწონთ, ელიტის ბრალი კი არ არის ეგ, იმ ხალხის , ვინც გააელიტურ- გააპრასვეტა.
ხალხი იცვლება. მკვეთრად ეცვლებათ მენტალიტეტი უკეტესობისაკენ.
არ აქვს მნიშვნელობა , ვისი დამსახურებაა(მე ხელისუფლების დამსახურებად მიმაჩნია), მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას ბოლომდე ყურებგამოფხეკილი ხალხი არ აწყობს და არც გამიკვირდება, ამისთვის თუ არ იღვაწებს. (არც ერთი დედა არ ეტყვის შვილს- გეხვეწები ჩემი სიტყვის საწინააღმდეგოდ მოიქეცი და რაც მე არ მომწონს , ის გააკეტეო. პრობლემურია ეგეტი შვილი..
მარა თუ შვილი ჯანსაღად ეწინააღმდეგება, არაუსიტყვოდ მორჩილია და თავისი სწორი აზრი გააქვს, ნებისმიერ გონიერ დედას ახარებს ეგ გულში.)
მამენტ რისთვის ვიტყაოსნე ამდენი- რო ვთქვა ის, რომ საზოგადოების მენტალიტეტზე მუშაობაა მთავარი და უმთავრესი გამოსავალი.
This post has been edited by anichqa on 22 Sep 2011, 11:35
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა