#27497404 · 22 Sep 2011, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tavadze
| QUOTE | | მაშინ მწვრთნელის კანდიდატურას იმ ნიშნით არჩევდნენ, რომ ფუნქციონერულ საქმეებშიც ყოფილიყო ჩახედული ანუ მწვრტნელობის გარდა, მართვის სისტემა, დასავლური მიდგომებიც უნდა სცოდნოდა. |
მე არ ვიცი ევროპული მიდგომა რას ნიშნავს.სსრკ-პერიოდში მითუმეტეს ევროპული მიდგომა ვერც იქნებოდა,თუმცა უძლიერესი ძიუდოისტების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩიოდით. ყველა წონით კატეგორიაში გვყავდა ფავორიტი მსოფლიოს მასშტაბით.
დღეს კატასტროფასთან მიახლოებული სიტუაციაა სამწუხაროდ.
| QUOTE | | ეტყობა, მავანთა დიდი ინტერესები ჩაერია მის კონტრაქტში - ალბათ, ფინანსურად მსუყე ლუკმა იყო. |
ჰოდა ეგ ''მაყუთობია'' სპობს არათუ ძიუდოს,არამედ საერთოდ სპორტს და სახელმწიფოსაც თუ გნებავთ.
--------------------
შეიძლება სამყაროში შენ მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის-მთელი სამყარო.(c)გაბრიელ გარსია მარკესი
|