
მოგვიანებით მაგრამ მაინც, არ მითხრა ახლა რომ ბაგრატიონების დინასტია ყველა უმწიკვლო თავზე შარავანდედიანი წმნდანი ანგელოზი იყო
თუნდაც ის ფაქტი რომ ერთ კონკრეტულ დროს საქართველოს რაიონები დაყვეს სამეფოებად და ასე ვთქვათ "მეფობდნენ" იქ ბაგრატიონები

. მე არც ისტორიულ ანალიზს დავიწყბ და არც რამე სხვას, ერთიო რამე ფაქტია რომ მაგ დროს რომელი რაიონსაც "მეფე" ყავდა ყველა ბაგრატიონი იყო. ამის ბრალი იყო იმის ბრალი იყო თუ ვისი ბრალი იყო, პრაქტიკულად ბიძაშვილებმა დაიყვეს საქართველო თავთავისი წვრილ წვრილი სამეფოები გაიშენეს. ისედაც უპატარავეს და უპაწიავეს კოპწია ქვეყანაში. არ მითხრა რო მასე არ იყოო, ხოხმა ისაა ამ ყველაფრიდან რომ მატიანე რომ კარგად დააკვირდე დღევანდელი ერორიდან ბევრად არ განსხვავდება, იმ დროსაც იყვნენ ალბათ ასეთივე პიარშიკები. უბრალოდ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციიდან გამომდინარე რომ რაღაც წმინდა სისხლის (არაბული ცხენია თუ რა?) გამო ხალხს ასე ვთქვათ დღემდე უბნევენ გონებას ბაგრატიონებზე.
ვიცი რომ მაშIნ გარეშე ძალებიც მოქმედებდნენ ამ დანაწილება დატაცებაში რა თქმა უნდა. მაგრამ საქმე ისაა რომ თუ ადგილობრივებს მოუნდებოდათ რამე სიეკთის გაკეთება სამშობლოსათვის და არა პირადი ეგოსათვის. დარწმუნებული ვარ გააკეთებდნენ კიდეც, აგერ კახეთში ყიზილბაშები რომ გაწყვიტეს კახელებმა (პრაქტიკულად გენოციდი მოუწყვეს ჩამოსახლებულ ურჯულოებს). სწორედ ერთად დადგომის შედეგი იყო, როდესაც ყველა ერთად დადგა, არა და ყიზილბაშებზე ვინ მეტყვის ფარჩაკი და სუსტი ხალხი იყოო? აზანზარებდნენ მთელ აღმოსავლეთს. მაგრამ ერთმა მუჭა კახელებმა კი მოუღერძეს აქ კისერი. თანაც სხვათაშორის, ყოველგვარი ბაგრატიონების გარეშე

.
საქართველოს ისტორიას თუ გადაავლებ თვალს ყოველგვარი წმინდანობის კომპლექსის გარეშე, აღმოაჩენ რომ საკმაოდ დიდი უცნაურობებია შიდ, და დაჟე ზედაპირულადაც გადაკითხვით აღმოაჩენ რომ ხშირად ქონდა შემთხვევა თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებს.
ნებისმიერი მეფე არის ავტოკრატი, როგორც არ უნდა განიხილო ის, სზხვა საქმეა თუ შენ ლაპარკობ ხელმწიფეზე, ადრე ერთმა ისტორიის მასწავლებელმა ამიხსნა რა განსხვავებაა ხელმწიფესა და მეფეს შორის, მეფე დინასტიებია, ხელმწიფე კიდე როგორც აი თურქმენ ბაში იყო ან გენსეკები იყვნენ საბჭოეთში, არჩეული სიცოცხლის ბოლომდე. სხვათაშორის რომლის გადაყენება შეიძლებოდაოოოო.და ერთ დროსო, საქართველო სახელმწიფოც იყოო. თუ რამე მეშლება იმ ადამიანმა შემიყვანა სეცდომაში და მე მომიტევეთ

ხოლო ჩვენ ახლა ვწვალობთ და ნერევბი გვაწყდება მიშას შემთხვევაში იმიტომ რომ ეს არის ავტოკრატი. და როგორც აღვწერე უკვე წინათ მიშა ნებისმიერ მონარქს მარტო იმით ჯობია რომ ის უნდა წავიდეს ადრე თუ გვიან. რაღაც ფორმით მაგრამ მაინც.
რაც შეეხება იმას რომ დაგინიშნეს მეზობლებმა პრეზო. მეფეებს რა არ გინიშნავდნენ? თორე დავით ულუ და დავით ნარინი სულ ქართველმა ერმა აირჩია რა. ან თუნდაც ქვეყნის მასე დანაწევრება მოუნდა უბრალო იმ დროინდელ ქართველ მოსახლეობას და სულ დიადი მეფე უძახა ახლად გამომცხვარ მეფეებს. ნებისმიერი მეფის მეფედ კურთხევა საქართველოში 14 საუკუნის მერე ზუსტადაც რომ გარეშე სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებით ინიშნებოდნენ. თუ ირანს კახეთის მეფე არ დაევასებოდა კი გადაუვლიდა ხოლმე გარდიგარდმო. ან ქართლი, ასევე იყო ოსმალეთიც. რაღაცით უნდა მოექონა აქაურ მეფეს თავი იქაური მზეთა მზესთვის რომ მეფობა შეერგო, თორე ზოგ ზოგიერთებივით ავღანეთში მოუწევდა სიცოცხლის დასრულება, ან რამე მსგავსი. რა არა? თვით პატარა კახიც კი არ იყო სპარსეთის კარზე რომ ომობდა ერთი ხანობა? და ჯილდოდ რომ კახეთის მეფობაც გაირტყა შედეგად? თან მგონი მინი პუტჩიც მოაწყო

.
ახლა კიდე პრეზიდენტი რომ არ მოგვწონს მარტო იმის ბრალი არაა რომ რუსეთმა დაგვინიშნა ამერიკასთან ხელჩამორთმევით, ან საერთოდ ამერიკამ მარტო ან რა ვიცი ვინ კიდე. მიშას სიცუდეში დანაშავე ქართველები ვართ ლომის წილით, ნამეტანი გავაფეტიშეთ პირველივე დღეებიდან, არ გავაკონტროლეთ არ გავაკეთეთ ჩვენი საქმე, რაც თითოეულს გვევალებოდა, სახელმწიფოებრივად არ ვიაზროვნეთ. შედეგად რაც ხდება ისევ და ისევ ჩვენი ბრალია. და ცვენ თუმ ივცემთ შემდეგი პრეზიდენტის დანიშვნის უდფლებას 100% იცოდე რომ დაგვინიშნავენ და ის პრეზიდენტიც უარესს იზავ თუ მისცემ უფლებას, თვით მიშასაც კი ამ გადაღეჭილი კონსტიტუციით ავტოკრატია არ ერგება, მაგრამ არის, იმიტომ რომ მივეცით უფლება.
ახლა მითხარი ერთი რამე, მონარქის შემთხვევაში ავტკრატიისკენ სწრაფვას რითი შეაჩერებ? არ მითხრა კოსტიტუციური მოწყობითო და ბრიტანეთიო და მონაკოო და ეგეთები არ მითხრა

. შენ საქართველოშI ხარ და არა ბრიტანეთში, სადაც მეფე ჯერ მოკლეს, მერე გააუქმეს მეფობა, და მერე ლორდთა პალატამ მოიფიქრა რომ ისევ მეფე ჯობია ყავდეს და დაისვეს მეფე, ოღონდ ისეთი უფლებებით რომ პრაქტიკულად გაპრიალებული და მოხატული თასის მოვალეობა უფრო ქონდა ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელისა, დღემდე ეგრეა და არც გადაკეთდება არანაირად, იგივე საქართველოში როგორ წარმოგიდგენია?
მიშა და ედო, მანამდე კიდე ნოე და ზვიადი, ეს ხალხი მიდიოდნენ ავტოკრატიისკენ, მიუხედავად იმისა რა კანონებით ყვნენ იმ ტაბურეტკაზე რაზედაც იყვნენ. ანუ ასე ვთქვათ თავზე გადაგვახიეს სათითაოდ ყველამ ის კონსტიტუცია რის საფუძველზეც ის ხალხი იყვნენ ხელმძღვანელი პირები, ხოდ ა წარმოიდგინე მეფე, რომელიც სკამზე ზის მხოლოდ იმიტომ რომ ის დაიბადა იმ ოჯახში და არა იმიტომ რომ ის ამის ღირსია, და მას სრული ავტორიტარიზმისკენ და უზურპაციისკენ მიმავალ გზაზე უდგას მხოლოდ 1 ბარიერი. კონსტიტუცია

. 1 პატარ ბროშურა

. და რამე პრობლემაა? უბრალოდ გააუქმებს, ვიმე რამეს ეტყვით? თუ მიტინგს მოუწყობთ გადადექიო? ვის მეფეს? ის ხელშეუხებელია, მოსვლისთანავე დაიმორჩილებს პოლიციას და ჯარს (აგერ უკვე გავიარეთ ეს და რაც მივიღეთ ხედავ). მერე წადი და იძახე კონსტიტუცია მქონდაო. მეფის შემთხვევაში კიდე (დინასტიური მეფე) უპალარაკოდ გაჩნდებიან გრძელვადიანი ად დინასტიური თანამდებობები, ანუ თავადები. ძველები აქოთქოთდებიან თუ ახლწები დაინიშნებიან აზრი არა აქვს, იქნებიან დამ ორჩა, ნებისმიერი მეფე მსგავს ინსტიტუტზეა დამოკიდებული რომ ხალხის მასა მართოს. თან ახლა, როცა მათი წმინდა სისხლიანობის ბევრს ან არ სჯერა ან უბრალოდ ბოდიშI და კიდიათ.
ბოდიშIთ გავიქაფე

. მაგრამ მე პირადად იესოს გარდა აღმატებული და გამორჩეული ადამიანი არ ვიცი. და ვერც მეფე მიმაჩნია ვინმე რაღაც გამორცეული სისხლით და გენით. ისიც ისეთივე ადამიანია როგორც მე შენ და კიდე სხვა ქართველი. ამიტომაც არანაირად არ მჯერა და არ მიმაჩნია რომ ვინმე ვინმეზე რამით აღმატებულია, აიღე ბიბლია აიღე ჩვენი მრწამსი და კარგად ნახე რას გვმოძღვრავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია უფალთან. რომ ყველაზე მაღლა უფალი დგას, ხოლო სხვა დანარჩენი.......... ეს ადამიანის მოგონილია ხშირ შემთხვევაში პირადი ინტერესების განსამტკიცებლად