მიხო ბერძნულ მითებზეა შეყვარებული.
აგე, ბათუმში მედეა და ნეპტუნაა თუ პოსეიდონა უკვე გვყავს.
ამ უკანასკნელს ილიას ძეგლი შეეწირა, არ გაუუქმებიათ, იქვე ახლოს გადაიტანეს თეატრის უკან და წინ დაჭეჭყილი კოკა კოლას ბოთლი დაუდგეს.

დეზერტირების ხიდთან პრომეთე დაგვიდგეს, მაგრამ ვერ შევირგეთ და წავიდა პრომეთე ბორჯომში, მარტო პოსტამენტი შეგვრჩა.
პრინციპში წმინდა გიორგის ძეგლიც მითოლოგიურში გადის.
ასე, რომ იფიქრეთ ახლა რომელი მითოლოგიური პერსონაჟით აპირებს ბელადი ერეკლეს ჩანაცვლებას.

ჩემი აზრით რიგში დიონისე უნდა იყოს, სმა უყვარდა და კახეთზე უკეთეს ადგილს სად ნახავს, მოწყინდა ალბათ წყალგარეული ბერძნული ღვინის წრუპვა და შეაწუხა მიშიკო კახეთში დამაყენეო.
ხოდა მიშიკოც დააყენებს, რა ენაღვლება.
შეუძლებელია ადამიანს მისცე იმაზე მეტი თავისუფლება, ვიდრე ის ამისათვის მზად არის შინაგანად!