Vox populi
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2937
წევრი No.: 124521
რეგისტრ.: 6-December 10
|
#27615095 · 30 Sep 2011, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (joao @ 29 Sep 2011, 16:28 ) | Vox populi
QUOTE | ახლა დანარჩენს რაც შეეხება. მამარდაშვილი არ ყოფილა რუსთველოლოგიაში გამსახურდიაზე კომპეტენტური, ვინაიდან ეს მისი სფერო არ ყოფილა და შეიძლება მიკრობიოლოგიაში ვინმე ჩამოლაბორანტებულ უმცროს მეცნიერთანამშრომელზე ნაკლები ცოდნა ჰქონდა, მაგრამ უხეშად რომ შევადაროთ, აინშტაინი უფრო დიდი ფიზიკოსია ვიდრე თემურ ქორიძე ფილოსოფოსი. ეს აღიარებულია საყოველთაოდ. საზოგადოებრივ მოღვაწეობას რაც შეეხება, მსგავსი დესტრუქციული ფიგურა საქართველოს უახლოეს ისტორიას, მე მგონი არ ჰყოლია (მასშტაბებს თუ ჩავთვლით, რასაკვირველია).
|
დესტრუქციული ვის ფონზე ჯაბა იოსელიანის ფონზე? ვთქვათ ჯაბა იოსელიანი უფრო არადესტრუქციული იყო? როგორ აფასებთ არადესტრუქციულობის ხარისხს?
QUOTE | არადემოკრატიულობას რაც შეეხება, არ გაუთქვია მაგ კაცს სახელი ადამიანის უფლებების დაცვით (თუ ასე არაა, საპირისპირო ბევრი მაგალითი უნდა დამისახელოთ. მისი აქცენტები გადართული იყო ეროვნული დამოუკიდებლობის მიმართულებით და თუ ეცნობოდით მაშინდელ დისიდენტურ გამოცემებს, სწორედ ამ მიმართულებით და არა ადამიანის უფლებების დაცვის ან დემოკრატიული მოთხოვნების კუთხით ხდებოდა აქცენტირება. ურთიერთობები სხვა პარტიებთან და ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი პერიოდი, ხომ ცალკე თემაა. უკომპრომისობა, სხვისი აზრის პათოლოგიური მიუღებლობა, არავითარი დემოკრატიული რეფორმები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, საბაზრო ეკონომიკაზე უარის თქმა, უკანონო დაპატიმრებები და ა.შ. კი ბატონო, აირჩია ხალხმა. სხვებიც აურჩევიათ, მაგრამ მარტო ეს არ ნიშნავს დემოკრატიულობას. კი ბატონო, ჩამოაგდეს ძალადობრივი გზით და მივიღეთ ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა, მაგრამ ის, რომ სამხედრო პუტჩის მსხვერპლი გახდა, ესეც არ ამართლებს მის მმართველობას და სრულიად არ ცვლის იმას, რაც მისი მმართველობის დროს ხდებოდა. ოპოზიციის იარაღით გასწორებას რაც შეეხება, იყო ამის უბადრუკი მცდელობები, მაგრამ ესეც მას შემოუბრუნდა საპირისპიროდ.
|
ამ პოსტში საოცარი ლოგიკაა, კი ბატონო, ჩამოაგდეს ძალადობრივი გზით, მივიღეთ სამხედრო დიქტატურა, სადაც მიტინგებზე ხოცავდნენ ხალხს, აოხრებდნენ საქართველოს კუთხეებს, დაკარგეს აფხაზეთი, თარეშობდნენ კრიმინალები.... მაგრამ თურმე მისი ჩამოგდებაც კი მისი ბრალი ყოფილა. იცავდა ადამიანის უფლებებს, წერდა მაგალითად ნაზი შამანაურზე, იცავდა საქართველოს ეკლესიის უფლებებს, მერაბ კოსტავას და სხვა პატიმრების უფლებებს. იცავდა თვითმფრინავის ბიჭების უფლებებს. იყო დისიდენტი. დაარსა ადამიანს უფლებათა დამცველი ორგანიზაცია. რა არ მოგწონთ, რა არ გაკმაყოფილებთ. რომელ პარტიებთან უნდა ეთანამშრომლა, მოსკოვში რომ დარბოდნენ ბურბულისთან და შევარდნაძესთან? რა იყო უკანონო დაპატიმრებები მხედრიონის განეიტრალება თუ ტორეს კულუმბეგოვის დაჭერა, რომელმაც სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობიდან გაიყვანა 1990წ. 21 სექტემბერს? თუ გია ჭანტურიას დაკავება იყო უკანონო, მოსკოვში რომ მიფრინავდა შევარდნაძესთან საქართველოს ხელისუფლების დამხობისთვის. სად იყო სხვისი აზრის მიუღებლობა? ან თქვენ რა იცით? მაგალითად აფხაზეთის არჩევნების კანონი, ლევან ალექსიძემ და კაკო ასათიანმა შეიმუშავეს . გამსახურდია წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემდეგ დასთანხმდა, ვინაიდან მისი არ მიღება დიდ რისკებს შეიცავდა. ეს ძალიან ფუნდამეტური საკითხი იყო და მან მოუსმინა სხვებს. აქაც ბათილდება თქვენი მოსაზრება. რომელი დემოკრატიული რეფორმები გნებავდათ, მის დროს 3 არჩევნები და ერთი რეფერენდუმი ჩატარდა. არჩევნები არ გაყალბებულა. როდის თქვა უარი საბაზრო ეკონომიკაზე, ეს სიგუასგან მოისმინეთ?  რომ გითხრათ, რომ იმ ყველაფრის წინააღმდეგი იყო რაც მის შემდეგ მოხდათქო, კაპიტალის ველური და კრიმინალური დაგროვება იქნებოდა თუ არა მართალი? თუ ის სჯობდა რაც მოხდა მის შემდეგ. ძარცვა გლეჯა ყველა დონეზე, თუ ბიუჯეტის და თუ პიროვნება-ორგანიზაციების და მთელი ფაბრიკა ქარხნების ჯართად გაყიდვა. ეს უკეთესი იყო? კონკრეტულად იცით რა არ მოგწონთ? QUOTE | რა თქმა უნდა, შევარდნაძე არ იყო საუკეთესო მმართველი და მისი შეცდომა-დანაშაულებათა რიცხვიც დიდია, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რა თქმა უნდა, ის იყო ყველაზე დემოკრატიული . |
თქვენი აზრიდან გამომდინარე ის დამნაშავე ყოფილა და არა დემოკრატიული. კრიმინალი და დამნაშავე დემოკრატი ვერ იქნება. შევარდნაძის დემოკრატიული რეფორმები შემახსენეთ რომელი იყო, პენსიების თვეობით გაუცემლობა, ხელფასების გაყინვა, ყველა დონეზე კორუფცია, ბიუჯეტის სეკვესტრები, ჯარის და პოლიციის საშინელი მდგომარეობა, 400 მილიონი შიდა ვალი, აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები სამშვიდობოებზე, მეანაბრეების გადაგდება, დაგომისის ხელშეკრულება თუ რა იყო მისი რეფორმა, ერთი მაინც მითხარით. ან რომელ სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობთ და ადამიანის უფლებების დაცვაზე, როდესაც გამსახურდიას მომხრეები ციხეებში იტანჯებოდნენ, მაგალითად პატიმარ წიკლაურს ფეხები დაუდუღრეს და ორივე ფეხი მოაჭრეს და უამრავი მსგავსი ფაქტი. რომელ რეფორმაზე საუბრობთ და რომელ დემოკრატიაზე. ხალხს რომ ძაღლებს უსევდნენ და თემურ მღებრიშვილი რომ ყველა მიტინგს არბევდა ის იყო დემოკრატიული? თი 1992წ. 2 თებერვალი იყო დემოკრატიული დახოცილი ხალხის სისხლი რომ გადარეცხეს მტკვარში?
QUOTE | ახლა დანარჩენს რაც შეეხება. მამარდაშვილი არ ყოფილა რუსთველოლოგიაში გამსახურდიაზე კომპეტენტური, ვინაიდან ეს მისი სფერო არ ყოფილა და შეიძლება მიკრობიოლოგიაში ვინმე ჩამოლაბორანტებულ უმცროს მეცნიერთანამშრომელზე ნაკლები ცოდნა ჰქონდა, მაგრამ უხეშად რომ შევადაროთ, აინშტაინი უფრო დიდი ფიზიკოსია ვიდრე თემურ ქორიძე ფილოსოფოსი. ეს აღიარებულია საყოველთაოდ. საზოგადოებრივ მოღვაწეობას რაც შეეხება, მსგავსი დესტრუქციული ფიგურა საქართველოს უახლოეს ისტორიას, მე მგონი არ ჰყოლია (მასშტაბებს თუ ჩავთვლით, რასაკვირველია). |
ამაზე დავწერე ძალიან ნორმალური პოსტი და გთხოვთ გადაიკითხოთ. ასევე გარკვევთ ვთქვი, რომ არ შემიდარებია პროფესიულად.
xronopi
QUOTE | გამსახურდია დაახლოებიტ ისეტივე ტიპის მოაზროვნე იყო როგორიც იყო გურამ პეტრიაშვილი. ამიტომ სრული კონსენსუსი ჰქონდა ზმებ პეტრიაშვილებტან. გურამასტან კულტურის და ლიტერატურის სფეროში. რობერტასტან გეოპოლიტიკის და უსაფრტხოების საკიტხებში. მაგიტომაც ხელმძღვანელობდნენ პეტრიაშვილები შესაბამის საპარლამენტო კომისიებს. |
ჯაბა იოსელიანი ხომ იყო დიდი მოაზროვნე  . გამსახურდიას გადმოგდების შემდეგ იმიტომ დაამყარეთ დემოკრატია. ან იმიტომ იყვნენ დიდი "დემოკრატები" მასზე დიდი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები.  ვერ ატყობ ხრონოპ გამსახურდიას მიმართ საშინელი კომპლექსები რომ გაქვს?  რამდენი ხანია არ შემოსულხარ ფორუმზე და გამსახურდიაზე თუ თემა გაჩნდა ან თუ ახსენეს იქ ხარ და ილანძღები. სამაგიეროდ პუტინი გახდება ეხლა პრეზიდენტი და დაგიბრუნდებათ ღირსება |
ჯაბას, ანუ პროფესიონალ კრიმინალს რომ ადარებთ ამ ჩვენ სასახელო "პოლიტოკოსს" ესეც ბევრის მანიშნებელია. არამარტო დესტრუქციულობის ხარისხს ვგულისხმობ, არამედ მასშტაბებსაც. მასშტაბებში კი ვგულისხმობ იმას, რომ ვერ შეძლო წინ აღსდგომოდა ან პირიქით ხელი შეუწყო ეთნიკურ დაპირისპირებებს, სამოქალაქო ომს, ვერ შექმნა სახელმწიფო და ვერ განსაზღვრა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და სავარაუდო მოკავშირეები (სამწუხაროდ, მოკავშირეებად ოდენ ჩეჩნეთი დაიყენა). რაში ვერ ხედავთ ლოგიკას, ჩემო ბატონო? ჯერ არ გაგიგონიათ არადემოკრატიული მმართველი სამხედრო ძალით ჩამოეგდოთ, ან არადემოკრატიული მმართველი სამხედრო ხუნტას შეეცვალოს? ამინი, ბატისტა, სულ აგერ კადაფი გაიხსენეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალადობრივად თუ ჩამოგაგდეს ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დემოკრატიული იყავი, მე მგონი ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა. ქვეყნის სტაბილურობა, სწორედ მისი უმაღლესი მმართველის პასუხისმგებლობის სფეროა. ეს სიმღერა, რომ ყველა პარტია, ვინც არ მიჭერს მხარს, მოღალატეა, საკმაოდ ნაცნობი და ყელში ამოსულია. საქართველო და ზვიად გამსახურდია ერთი და იგივე არაა და ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეობა არ ნიშნავს საქართველოს ღალატს, ესეც მარტივი რამაა. დიახ, შეიძლება სულაც არ ვიყავი ჭანტურიას ფანი, მაგრამ მისი დაკავება იყო სრულიად უკანონო, მოსკოვში გაფრენა არ არის საკმარისი მიზეზი ადამიანის დასაპატიმრებლად. გავიხსენოთ 2 სექტემბრის მიტინგის სრულიად გაუგებარი და არასაჭირო დარბევა, პეტრიაშვილის ფაშისტური და ამავდროულად უნიჭო ტირადები, რომელიც ქვეყნის იდეოლოგიად იქცა. დემოკრატიული რეფორმები ნიშნავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც არ ჩატარებულა. საბაზრო ეკონომიკა თქვენ როგორ გესმით? კერძო საკუთრებას არ გულისხმობს, ეს ოხერი? კი ბატონო სიფრთხილეა საჭირო პრივატიზაციის დროს, მაგრამ რა ნაბიჯი გადადგა ამ მიმართებით? ხო აშკარა იყო, რომ ძველი ეკონოიკური სისტემა პარალიზებული იყო? გლეხებისათვის მაინც მიეცა მიწა, ესეც არ გააკეთა. დამნაშავეს რომ ვამბობ, აუცილებლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ვგულისხმობ. შევარდნაძის დანაშაულად მიმაჩნია მისი უმოქმედობა კორუფციის წინააღმდეგ. თქვენ რაც მისი ცოდვები ჩამოთვალეთ ბევრში გეთანხმებით, მაგრამ ბევრი ობიექტურად იყო გამოწვეული, ბევრიც უმოქმედობით და შეცდომებით, მაგრამ ჩამოთვლილთაგან ბევრს დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან კავშირი არა აქვს (ისე, 2 თებერვალს შევარდნაძე საქართველოში ჯერ არ იყო ჩამოსული). შევარდნაძის პერიოდში იყო სიტყვის, პრესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების, სასამართლოს გაცილებით მეტი ხარისხი, ვიდრე გამსახურდიას დროს იყო და მით უმეტეს, ვიდრე დღესაა. მე არ მითქვამს აყვავდა ქვეყანა-თქო. არც ის მითქვამს, რომ ის იყო კარგი მმართველი. მე ვთქვი, რომ სამწუხაროდ, დანარჩენები მასზე უარესნი არიან.
--------------------
The main thing is an "I" attitude, understanding and humanity
All animals are equal but some animals are more equal than others
|