რაის თერჯოლა კაცო? საზამთრო მოდის სვირში.
ისე სვირზე ერთი ამბავი გამახსენდა. ზესტაფონში ჩამოვიდნენ მეგრელები მანქანით და სვირის და საზანოს გზაგასაყართან გამვლელს ეკითხებიან საზანოს გზას. ხოდა ეს გამვლელი დაინტერესდება მათი ვიზიტის მიზეზით. მეგრელები უპასუხებენ: ერთი კოლორიტი კაცი მოგვიკვდა სამეგრელოში და მისი ქელეხისთვის ღვინოს ვეძებთო. გადაირევა გამვლელი: რა უნდა საზანოში კარგ ღვინოს წადით სვირშიო. (ნუ მიხვდით ალბათ რომ სვირელი იყო) არა ბატონოო, უპასუხეს მეგრელებმა, ის პატიოსანი კაცი სწორედ სვირის ღვინომ მოკლა და ახლა ქელეხისთვის საზანოს ღვინოს ვეძებთო.
* * *
100%-იან. მე სულ ჩემი ღვინის ბოცებით დავდივარ რესტორანში. არ მახსოვს რამე 4-5 კაციანი სუფრაც კი რესტორნის ღვინით ჩამეტარებინოს.
რაც შეეხება ყურძნის ფასს. აი ამ წუთში რომ მოვინდომო კარგი, სუფთა ღვინის ყიდვა, (ციცქაზე და ცოლიკაურზე მაქვს საუბარი) გლეხთან ღირს მინიმუმ 3 ლარი, ქარხანაში 5 ლარი. ამიტომ ვიყიდე ყურძენი, დავწურეთ მე და მამაჩემმა და გამოგვივიდა 200 ლიტრამდე სუფთა ღვინო. ცოტა ჩემს სოფელშიც მოვა ალბათ და....მეცოდინება მაინც რომ ნატურ ღვინოს ვსვამ. აი კახეთიდან თუ რქაწითელი შემოვა, იმასაც აუცილებლად ვიყიდი ალბათ 200 კილოს (მეტს ალბათ ვერ გავქაჩავ) მაინც. ახლა კი იმერეთის რიგ სოფლებში ისეთი ამბავია გული გაგისკდება. ერთი ვედრო ჭაჭა ღირს 10 ლარი!

მერე და რათ უნდათ ჭაჭა? რომ დააყენონ "კრანჭა"! დაიწამლონ თავებიც და დაწამლონ სტუმარიც.