#27616657 · 30 Sep 2011, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (natia_m77 @ 29 Sep 2011, 22:01 ) | armagedonidze
დაიცა, და ხელფასიდან საშემოსავლო დაბალია ახლა?
და რაც მთავარია, საგადასახადო გარემოში მთავარი ადმინისტრირების წესია და არა გადასახადის განაკვეთები. და საერთოდ ყველაზე მთავარი კონკურენტული პირობების შექმნაა ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველა დარგი მონოპოლიზებულია, კარგ საინვესტიციო გარემოზე საუბარი ცოტა სასაცილოა მშენებლები მოგებულ ტენდერებზე ამბობენ უარს და ქათმის ფერმები წარმოებული კვერცხის რაოდენობას ვერ ზრდიან ბენზინზე, მედიკამენტებზე, შაქარზე და მსგავს წვრილმანებზე აღარ ვილაპარაკებ ამის ფონზე ვიღაც შერეკილი ფრანგის ან გერმანელის აშენებული 3 ცალი სასტუმრო მთლად კარგად ვერ გამოხატავს საინვესტიციო გარემოს სურათს. |
საშემოსავლო არის 20%....... მაგრამ ახლა რომ აგიხსნა რა არის სახელფასო "ნაგრუზკა" ვგონებ ცოტა გაგიჭირდება..... საშემოსავლოს იხდის ასე ვთქვათ დაქირავებული, ეს ნომინალურად, თორემ რეალურად ისევ დამქირავებელს აწვება კისერზე რადგან დაქირავებულთან ის "ხელზე ასაღებ" თანხაზეა მორიგებული. დაახლოებით 12-13 წლის წინ, გარდა საშემოსავლო გადასახადისა, (რომელსაც რეალურად მაინც დამქირავებელი იხდიდა) დამქირავებელი, დარიცხული ხელფასიდან იხდიდა სოცდაზღვევის 27%, ჯანდაცვის 3%, და თუ არ ვცდები საგზაო და სამეწარმეო გადასახადებს თითო თითო პროცენტებს.... ჰოდა შეადარე ახლა და მიხვდები. ასე რომ როცა რაღაცაზე ლაპარაკს დაიწყებ, ეგებ ცოტა გაერკვე საკითხში.
ახლა რაც შეეხება საგადასახადო გარემოს: უნდა იცოდეთ, რომ ადმინისტრირების წესზე უფრო მთავარი მაინც გადასახადების განაკვეთებია. მერე მოდის ადმინისტრირება, რომელიც სხვათაშორის კარგადაა მოწესრიგებული. თქვენ თუ საშუალო ბიზნესთან შეხება გქონიათ დამიდასტურებთ. მაგრამ ვიცი რომ აზრზე არა ხარ, მაგრამ მაინც გამოთქვემ შენს "კომპეტენტურ" აზრს.
რაც შეეხება მონოპოლიებს, ეს მართლა პრობლემაა, და ეს პოლიტიკური პრობლემაა უფრო ვიდრე ეკონომიკური. ეს იმის ბრალია რომ პარამენტში 1 ძალაა გამეფებული რომელიც მერე გადადის ეკონომიკურ მონოპოლიებზეც. მაგრამ ამას უნდა პოლიტიკური სპექტრის მუშაობა და არა რუსთაველზე კოტრიალი და "მოვდივარ" ძახილი. სვანეთში წელს დაახლოებით 20 ათასი ტურისტი იყო. ქართველებიან უცხოელებიანად. წარმოიდგინე რომ თითომ მინიმუმ 50დოლარი ხომ დახარჯა?-ეგეც შენი 1 მლნ დოლარი. თან მთელი მადლი ამ 1 მილიონისა ის არის, რომ ის შედის უშუალოდ მოსახლეობაში-ზოგს სასტუმრო აქვს, ზოგი მაგ სასტუროში მომსახურე პერსონალია, ზოგი ხაჭაპურსა და კუბდარს აცხობს, ზოგი ტრანსპორტზე მუშაობს და ა.შ. ანუ სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი დოლარი მესტიისა და უშგულისათვის ცოტა არ არის....თან ვიმეორებ: ეს ფული მთავრობაში კი არ შევიდა, არამედ უშუალო მოსახლეობაში, და მათ ოჯახებში. ახლა რამდენი მუშაობდა გზის გაყვანაზე..... ეს ყვეაფერი რომ შეაჯამო, სულაც არ უნდა გიკვირდეს კაცს რომ მაგ ხალხმა ნაც. მოძ-ს მისცეს ხმა. ასე რომ ასე მარტივად არაა საქმე როგორც ოპოებს ჰგონიათ. ძალიან არ მინდა ნაც. მო. ისევ ასეთი უპირატესობით არ მოვიდეს, მაგრამ ეს ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ტრაქტორს რომ წინ ჩაუწვები, არ მოთოხნოო....შე კაი კაცო, არჩევნების წინ რომ მაგ კადრებს დაატრიალებს ნაც. მოძრაობა, აქაოდა ჩვენ ვხნავთ და ვთესავთ, ხოლო ესენი ამაში ხელს გვიშლიანო, მერე გაიხსენებთ ჩემს ნათქვამს.
This post has been edited by armagedonidze on 30 Sep 2011, 14:19
|