#61479066 · 15 Aug 2024, 21:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჰა, ამ 13 წლის წინანდელ თემას ამოვწევ, დღესაც იგივე პოლიტიკური საკითხი გვიდგას "რა ქნას ოპოზიციამ"
ჩემი სუბიექტური მოსაზრება რა უნდა ქნას ახლა და სასწრაფოდ ოპოზიციამ და ყველა ანტიქოცმა.
ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ამერიკელ, ევროპელ და უკრაინელ მ ე გ ო ბ რ ე ბ თ ა ნ იმისთვის რომ: 1. უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, ცრუ ბრალდებებით აღძრული საქმეებისთვის, უკრაინამ საპირისპიროდ აღძრას საქმე მისი ჯარისკაცების წინააღმდეგ ცილისწამებისა საბრძოლო მოქმედებებში ხელის შეშლის ბრალდებით. გამოავლინოს კონკრეტული პირები და გადასცეს ინტერპოლს მათი დაკავების მოთხოვნა;
2. ქოცების პერმანენტული, ცრუ ბრალდებებისთვის, რომ მას თითქოს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდნენ და რომ მას გადატრიალებას უწყობდა აშშ - აღიძრას საქმე ცრუ ბრალდებებისთვის და აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების დაზიანებისთვის. გამოვლინდნენ კონკრეტული პირები და გადაეცეს ინტერპოლს მათი დაკავების მოთხოვნა;
3. ქართულმა არასამთავრობოებმა და მედიამ, დეტალურად გამოიძიოს დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებული ნებისმიერი პროქოცური სტატიის ავტორის ვინაობა მისი მოსყიდვის ფაქტები;
4. თავისუფალმა მედიამ, ყოველდღიურად შეახსენოს და აჩვენოს მოსახლეობას თუ როგორ ღალატობს ქართული ოცნება ქვეყნის და ერის ინტერესებს;
5. თავისუფალმა მედიამ, ყოველდღიურად შეახსენოს და აჩვენოს მოსახლეობას თუ როგორ მდიდრდებიან უკანონოდ ქოც-ჩინოვნიკები, ყოფილი თუ ახლაც თანამდებობაზე მყოფები.
6. თავისუფალმა მედიამ, ყოველდღიურად შეახსენოს და აჩვენოს მოსახლეობას როგორ აყენებენ ქოცები საკუთარ თავს და მათი ოჯახის წევრებს კანონზე მაღლა - როგორ არ ეხებათ კანონი მათ
7. თავისუფალმა მედიამ, ყოველდღიურად შეახსენოს და აჩვენოს მოსახლეობას როგორ იმატა კრიმინალმა და როგორ იქცა თანდათან კრიმინალისგან უსაფრთხო ცხოვრება მხოლოდ ქოც-მაღალჩინოსნების პრივილეგიად;
8. თავისუფალმა მედიამ, ყოველდღიურად შეახსენოს და აჩვენოს მოსახლეობას როგორ გაიზარდა ნარკომანების რიცხვი ქვეყანაში ქოც-მმართველობის პერიოდში;
9. თავისუფალმა მედიამ, ყოველდღიურად შეახსენოს და აჩვენოს მოსახლეობას 90-იანი წლებიდან მოყოლებული როგორ და რანაირად ებრძვის ეს მორდორი, ეს ბოროტების იმპერია, რუსეთი საქართველოს. ყოველდღიურად აჩვენოს მოსახლეობას ჭუბერზე ტანჯვით გადმოსვლის კადრები - და რომ აი ამ ბოროტების ავტორებთან თანამშრომლობს ქოცნება.
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|