ერთი რამ:
რა არს ანტიქრისტეს მოსვლა და გამეფება?
აი ეს მხოლოდ:
როდესაც მასობრივი ფსევდოობა დაისადგურებს რწმენაში, როდესაც დრომოჭმულად და წარსულის მავნე გადმონაშთებად შეირაცხება პატიოსნება, მორალურ-ზნეობრივი სიწმინდენი და ღია, აშკარა პროპაგანდა დაიწყება გარყვნილების,ძალადობის, ომის და შერჩევითი სამართალის, როდესაც შრომა და განათლება მონობას ვეღარ გასცდება
და უმცირესნი იძალადებენ დაუსჯელად უმრავლესობაზე --- ესაა მისი მეფობის აშკარა და უეჭველი ნიშანი.
სატანას განსხეულება რომ ძალუძდეს ---აქამდე განსხეულდებოდა და ყველას დაგვხოცავდა, ბნელი როგორ შევა ნათელში?
სულიერ-ცნობიერია მისი გამეფება ---მომაკვდინებელი და ბოროტი აზრ-ხილვანით შედის ნებისმიერ ადამიანში მისი თავისუფალი ნების დასამორჩილებლად და წარსამართავად.
სინამდვილეში რიცხვ 13-სა და 666-ში დედამიწისეული და სამყაროსეული მათემატიკაა ჩადებული, რომლის ცოდნით
ადამიანმა უნდა შესძლოს მეცნიერების და ტექნიკის ფანტასტიკურ დონემდე სასიკეთოდ განვითარება.
ეგრე მაგთის სამი ფიჭაც ექვსგვერდიანია და სამი ექვსიანია....

ჰმ... პირამიდაც ჰქონია ცენტრში...
This post has been edited by triumpi on 5 Jun 2013, 16:53
მიმაგრებული სურათი