არ მესიამოვნა ამ ინფორმაციის გაგება, მე თვითონ ვნახე ეგ ხიდი ზუსტად 2 კვირის წინ - შვებულება მქონდა და სანამ ბათუმში წავიდოდი მანქანით, ავდექი და ანაკლიაში გავიარე სპეციალურად, მაინტერესებდა რა ხდებოდა იქ.
მერე ცოტა ეჭვი დამებადა, ამ სიმაღლეზე როგორ ავიდა მდინარე მეთქი - დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლისაა ბურჯები, 10 მეტრით ასეთ გაშლილ ადგილზე მდინარე ვერ ადიდდებოდა, იაპონიაში ცუნამის სიმაღლე იყო დაახლოებით მაგდენი და ჩვენ ჯვარი გვწერია.
ყურადღებით დავათვალიერე ამ თემაში დადებული მასალები, ასევე შევისწავლე სექსი ბიცოლას მიერ შექმნილი თემის სურათები, გადმოვალაგე 2 კვირის წინათ ჩემს მიერ გადაღებული სურათებიც და ერთი შეუსაბამობა მხვდება თვალში - რაღაც არ გავს ეს ხიდი წყლის მიერ წაღებულს.
თქვენც გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს:
სექსი ბიცოლას მიერ დადებულ სურათებში (
სექსი-ბიცოლა-პიქჩერს) ჩანს, რომ
1. ხიდი თითქმის ბოლომდეა გაკეთებული, სულ ბოლოში კი თითქოს 1 ფალანგა აკლია
2. ხიდს მთელს სიგრძეზე გასდევს მოაჯირი (მგონი არ მეშლება, ბუნდოვნად ჩანს მაგრამ მაინც ბოლომდე აქვს მოაჯირი)
3. ხიდის მთავარ ბურჯზე (მაღალი რკინის სვეტი სადაც დგას, რომელზეც ბაგირებია მიბმული) არის გარდიგარდმო გადებული რკინის ძელი. სხვა ბურჯებზე კი ასეთი რკინის ძლი არაა. რომ დავაზუსტო ბუჯის თავზე არის ეს ძელი, აი ბეტონის ბურჯი ორად რომ იყოფა იმ ნახევრებს აერთებს.
ჩემს მიერ (
ამიგო პიქჩერს) 2 კვირის წინ გადაღებულ სურათზე ნათლად ჩანს
1. ხიდის ბოლოში არის დადებული ზღუდე რომ ფეხით მოსიარულე არ გადავიდეს ხიდზე.
2. ხიდის ბოლოს დემონტაჟი არის დაწყებული, მოხსნილია ხიდის მოაჯირი.
3. სექსი ბიცოლას სურათზე დაფიქსირებული ძელების არარსებობა (ძირითადი ბურჟის გარდა) აქაც დასტურდება.
ინტერპრეს ნიუსის
ინტერპრეს-ნიუს და მაესტროს (
მაესტრო) რეპორტაჟების განხილვისას ვხედავთ, რომ
1. ბურჯები ხელუხლებელია
2. მთავარ ბურჯზე დამონტაჟებული რკინის სვეტი აღარ არის
3. ბურჯების ძირში ყრია (ნაწილი კი ზღვაში ტივტივებს) ხის ხიდის ფრაგმენტები
4. და კიდევ აქვე, ორივე სააგენტოს მასალებში ფიქსირდება
ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, იმ ბურჯებზე, რომლებზეც ადრე გადაღებულ სურათებში არ იყო გარდიგარდმო გადებული რკინის ძელები, ახლა არის რკინის ძელები გადებული!ინტერპრეს ნიუსის მასალებში მე-4 პუნქტი რომ არ გვქონოდა ყველაფერი თითქოს ლოგიკურია და მხოლოდ ჩემი ეჭვი ენგურის 10 მეტრიანი ტალღების შესახებ ჩემთანვე დარჩებოდა, მაგრამ ეს მე-4 პუნქტი მაიძულებს რომ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი. ასევე ყურადღება მისაქცევია ჩემს მიერ 2 კვირის წინ გადაღებულ სურათში ხიდის მოაჯირის ნაწილობრივ არ არსებობაც.
ჩემი აზრით აი რა მოხდა:1. ხის ხიდი ნაუცბათევად ააშენეს პრეზენტაციისთვის.
2. დაიწყეს ხიდის დემონტაჟი ნამდვილი კონსტუქციით შეცვლის მიზნით
3. ხიდის კონსტუქცია პირდაპირ დაყარეს ძირს
4. ამის მერე დაიწყეს ახალი კონსტუქციისთვის ბურჯების შემზადება და ამ მიზნით ბურჯებს გარდიგარდმო გაუკეთეს რკინის ძელები.
5. მოვარდა მდინარე ენგური და მიწაზე დაწყობილი ხის მასალები შეიტანა ზღვაში.
6. ამის შემხედვარე მაესტრომ და ინტერპრესნიუსმა იფიქრეს ხიდი წაიღო ენგურმაო და ატეხეს წიოკი, თუმცა აქაც ჩნდება ერთი კითხვის ნიშანი - ეს კითხვის ნიშანია ამ მასალებში მოყვანილი ლალი გეგენავას ციტატა "უამინდობამ ხიდის ნაწილი წაიღო. მოსახლეობას ამის გამო პრობლემები არ შექმნია, ვინაიდან საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობდა და მის ადგილზე რამდენიმე დღეში კაპიტალური ხიდის აგება იწყება". ანუ "უამინდობამ ხიდის ნაწილი წაიღო" რას ნიშნავს, რომ მიწაზე დაწყობილი მასალები წაიღო თუ თვითონ ხიდი წაიღო? მგონი უბრალოდ მიწაზე დაწყობილი მასალები შეიტანა მდინარემ ზღვაში და ეგ იყო და ეგ. აბა ასე რომ არ ყოფილიყო როგორ გაჩნდებოდა ბურჯების თავზე რკინის ძელები? გამოდის რომ ჯერ ჩამოხსნეს ხის კონტრუქცია, მერე ძელები დაამონტაჟეს და მერე მოვარდა მდინარე.
ანუ გამოდის, რომ მაესტრომ და ინტერპრესნიუსმა სასურველი რეალობად შემოგვასაღეს და თან ლალი გეგანავას არაცალსახა კომენტარიც მოგვახსენეს დამაჯერებლობისთვის.
იქნება მე ვცდები? თუ ასეა როგორ ფიქრობთ, ხელით რომ არ ყოფილიყო ხიდი ჩამოხსნილი და ამის მერე დამონტაჟებული ის რკინის ძელები, სხვანაირად როგორ მოხვდებოდა ადრე არარსებული ძელები მაესტროს კადრებში და ინტერპრესნიუსის რეპორტაჟის სურათებში - ნუთუ წყალმა ხიდი წაიღო და მის სანაცვლოდ რკინის ძელები დაამონტაჟა ბურჯებზე?