FB ზე დამამატეს ათი სახის ჯგუფში "<<მრისხანების დღე>> - 2011 წლის 7 ნოემბერი " რომლებიც აპირებენ აქციების შედეგად მთავრობის დამხობას და ასე შემდეგ....
აი დებულება თუ რაღაც
პატივცემულო მეგობრებო, მოგახსენებთ ამ დრისთვის არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა სტადიაშია მრისხანების დღის-საყოველთაო დაუმორჩილებლობის მზადების პროცესი.
***
უპირველეს ყოვლისა ავღნიშნავ, რომ საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით "მრისხანების დღე-საყოველთაო დაუმორჩილებლობა" არ იქნება ერთ დღიანი აქცია.
ფართმოასშტაბიანი აქციები ერთდროულად დაიწყება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და გაგრძელდება დასმული საკითხების სრულად დაკმაყოფილებამდე. ***
აქვე მოგახსენებთ, რომ საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით აქციის ძირითადი მოთხოვნა იქნება:
1. ე.წ. პრეზიდენტის გადადგომა.
2. ე.წ. პარლამენტის დაშლა. 3.
სახელისუფლებო ბერკეტების დროებითი ხელისუფლებისთვის გადაცემა (დროებით ხელისუფლება დაკომპლექტდება საპროტესტო მოძრაობის ნდობით აღჭურვილი პირების მიერ ). ----
შენ წადი მე მოვალ- ის პრინციპი რა მაგრები არიან.....4. ვადამდელი საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა.
***
ასე და ამგვარად აქციის მიზანი სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟია და კომპრომისი ამ საკითხში შეუძლებელია.
ყველა ის მოქალაქე თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც აქციის საორგანიაციო საკითხებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვავს ამ ძირითად მოთხოვნას უნდა ეთანხმებოდეს.
***
აქციის სტრატეგია და ტაქტიკა შემუშავებულია და ის გარანტირებულ წარმატებაზეა გათვლილი.
კორექტიკევი სტრატეგიაში და ტაქტიკაში შეიძლება შევიდეს, თუმცა მხოლოდ საორგანიზაციო ჯგუფის წევრების უმრავლესობის თანხმობით.
***
იმ შემთხვევაში თუ კრიმინალური რეჟიმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, გატარდება ადეკვატური ღონისძიებები.
აქ არ დავკონკრეტდები, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით (რაც სავსებით შესაძლებელია) ყველა ქალაქში სადაც აქცია დაიწყება შეიქმნება სპეციალიზირებული არაგასამხედროებული, მაგრამ თავდაცვისუნარიანი ჯგუფები. ---- ესენი ალბათ შეფიცულების ბედს გაიზიარებენ ანუ პირველივე წყლის ჭავლზევე დაიშლებიან... ***
ადგილებზე უკვე დაიწყო საორგანიზაციო ჯგუფების ფორმირება. ამ ჯგუფების ქმედუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული აქციის ჩატარება არ ჩატარების საკითხი.
***
ჯერ ჯერობით სულ ეს არის.
ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ საზოგადოების აქტიურობით, მაგრამ ზომიერი ოპტიმიზმით ვუყურებ აქციის ჩატარების შანსებს.
რაც არ ყნდა იყოს, ასეთი მასშტაბის აქცია საზოგადოებას დამოუკიდებლად არასდროს ჩაგვიტარებია და შესაბამისი გამოცდილების არ არსებობის გამო ადვილი გასაგებია ის სკეპტიციზმი რომელსაც ცალკეული ადამიანები ამჟღავნებენ.
***
ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც საორგანიზაციო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ჯერჯერობით ვერ დავუკავშირდი.
საორგანიზაციო ჯგუფის წევრების უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდნარე ჯგუფის კონსტრუქცია ორგანიზატორებს შორის პირდაპირ კონტაქტს გამორიცხავს (ორგანიზატორთა ვინაობა დახურულია და დახურული იქნება აქციის დაწყებამდე თუ თავად კონკრეტულმა ორგანიზატორმა არ მოინდომა საკუთარ თავზე ინფორმაციის გახსნა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა არ იციან ერთმანეთის ვინაობა, რათა კრიმინალურმა რეჟიმმა ინფორმატორის შემოგზავნა რომც შეძლოს ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღოს. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობის ზონის შესახებ აქვთ ინფორმაცია და სრულ სურათს არ ფლობენ. ესეც უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე.) და რადგან კომუნიკაცია ჩემზე გადის, უბრალოდ ვერ ვასწრებ თემითან თემაზე გადართვას და ყველასთან დაკავშირებას..
--- ფაქტიურად მასონებივით საიდუმლო ორგანიზაციაა
ეს ხარვეზი რამდენიმე დღეში გამოსწორდება და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება შესალებლობა საორგანიზაციო ჯგუფის საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი შეხედულებები დააფიქსიროს.
***
პ.ს. საორგანიაციო ჯგუფში არ შედგა კონსესუსი ე.წ. ქართველთა მარშის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაგრამ პირადად მე, როგორც მოქალაქე ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ფორუმის მიერ ორგანიზებულ აქციაში.
ქართველთა მარში კარგი შესაძლებლობაა რათა დადებითი ემოციებით დაიმუხტოს ადამიანი და საბრძოლველად განეწყოს.
ბრძოლა 7 ნოემბერს დაიწყება.
ყოველ შემთხვევაში ჩვენზეა ამ ბრძოლის დაწყება.
ცხადია რომ ვერაფერი გამოუვათ მაგრამ იცით ვინ არიან ესენი? აქაური ოპოები იქნებიან უეჭველი ისე მაგარი გეგმები აქვთ