გურულს კითხეს :
-ნატოსთან რა დამოკიდებულებაში ვართ თუ გიფიქრიათ ?
- ყვერებივით ძამა !
- ეგ როგორ კაცო?
- რაფერ და სულ მოქმედებაში ვართ , მარა შიდ ვერ შევდივართ
გურული მიდის მამაოსთან და შეწუხებული სახით ეუბნება:
- მამაო, 2 დღეა რაცხა თავი მტკივა ნამეტანი და მიშველე რამეო.
მამაო ეკითხება - მონათლული თუ ხარ?
- კი მამაო
- დილით და საღამოს ლოცულობ?
- კი მამაო - პასუხობს კაცი,
- მარხვას იცავ?
- კი -
–ცოლს ხომ არ ღალატობ?
- არა მამაო
- აღსარებას რეგულარულად აბარებ?
- კი მამაო. . .
მამაო დაფიქრდა, მერე მოჭუტული თვალით თავზე შეხედა და ეუბნება
- რას გეტყვი ბიძიკო იცი? შარავანდედი გიჭერს პატარაზე მგონია და გეიწევს აწი, ზაფხული მოდისო!

)))
გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას, ჩამოივლის ტაქსი და გააჩებს.
–შვილო, სულ 5 ლარი მაქ და გეხვეწები ლიხაურში გამიყვანე.
–ვერა მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხამ, არ მეყოფა ლიხაურამდე.
–შვილო, სამადლო საქმეა, ძალიან მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.
–კაი მამაო. დაჯექი წაგიყვან.
მოკლედ წაიყვანა მამაო ტაქსისტმა და დაიწყო ლაპარაკი.
–მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ მამაო, მარა მამაჩემი იყო ნამეტარი ურწმუნო კაცი. მის ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა ვიფიქრე ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს მეთქი, მარა სადა, არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო არ მინდა მე შენი5 ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა და დევეხმაროთ აქიდან.
– ბიჯო, მისმინე ახლა, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მე მამაშენი გადევიყვანო მაგ ფულად ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიო