მოდი დავალაგოთ ფაქტები:
1. მისი ეს განცხადება გახლავთ ძალიან მოულოდნელი ორი მიზეზის გამო:
- აქამდე ის ყოველთვის ჩრდილში იყო და არაერთი კულუარული შეთავაზების მიუხედავად, არ სურდა პოლიტიკაში მოსვლა.
- ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული ის სააკაშვილის ყველაზე მსხვილი "სპონსორი" იყო ყოველთვის.
2. პირველ ეტაპზე ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არა მისი პოლიტ-ორიენტაცია ( პრორუსული თუ პროდასავლური, მემარჯვენე თუ მემარცხენე, ლიბერალური თუ კონსერვატიული), არამედ მისი ადგილი და როლი იქნება ქართულ პოლიტიკაში, იქნება ის რეალურად ოპოზიციური პარტია თუ ნაციონალური მოძრაობის მორიგი სატელიტი.
3. ყველა შემთხვევაში, რა პოლიტიკური ორიენტაციაც არ უნდა აირჩიოს, როგორც არ უნდა გაყალბდეს არცევნები და ა.შ. ის მიიღებს მინიმუმ ხმების 10-15%-ს, რადგან მის ანგარიშზე თითქმის ორჯერ მეტი თანხაა, ვიდრე მთლიანად საქართველოს ბიუჯეტში, არჩევნებში კი ფული თუ გადამწყვეტი არაა, ლომის წილი მასზე მოდის; არაა საჭირო ვინმეს მოსყიდვა, ამით ელემენტარულად შენი მომხრეების მობილიზებას შეძლებ + ის 300 ლარიანი დედაკაცები, მიშას რომ უზის ხოლმე საარჩევნო უბნის ეზოებში, ეჭვი არ შეგეპაროთ რომ მაგალითად 500 ლარად ბიძინას დაუჯდებიან + თუ შენ გაქვს ტრაკი რომ უზრუნველყო რაიონული ოფისების დაფინანსება და მათი ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა, ეს შენს შესაძლებლობებს მინიმუმ 4-5-ჯერ ზრდის.
4. დრო. რატომ მაინცდამაინც ახლა და რა შეიძლება იყოს რელური მიზეზი? ვერსიები რამდენია?
- მიშას სატელიტი? მეტ-ნაკლებად გასაგებია, არცევნები ახლოვდება და აშკარად სჭირდება ფსევდო-ოპოზიცია, რომელიც ისეთივე სასაცილო მდგომარეობაში და "იავნად დამწვარი" არ იქნება, როგორშიაც ეხლა ედპ, ჯონდი, ქდმ და მსგავსნი არიან და ბოლოს და ბოლოს ოპოზიციის წილი პარლამენტში 40%-მდე მაინც რომ იყოს.
- რუსული დაკვეთა? ძნელი სათქმელია. აქამდე რა უშლიდათ ხელს და იმ შრეკს (ებრალიძეს) და მსგავს კომიკურ ფიგურებს სულ არ გამოაჩენდნენ სცენაზე. აქამდე ბევრჯერ იყო ამისთვის უკეთესი დრო (თუნდაც 2007,2008 2009 წწ.).
- პირადი მოტივები, შურისძიება, როგორც ბადრის შემთხვევაში ( ზედმეტად მოუნდომეს "მოწველა" )? არ ვიცით და ამას ჩვენამდე ასე ადვილად და დაზუსტებით არავინ მოიტანდა. ლოგიკურად კი ასეთ შემთხვევაში ჯერ ღიად უნდა დაპირისპირებოდა და მერე ესაუბრა პარტიაზე. ასე ჩრდილიდან პირდაპირ პარტია, რთული სამარჩიელოა.
- ბიზნეს ინტერესები და სახელისუფლებო ლობი? ამას ორი მხარე აქვს, ერთი რომ ასეთი ლობი მას სააკაშვილის პირობებშიც ჰქონდა და მეროე რომ შესაძლებელია ეს აღარ აქვს. დავუმატოთ ამას მცირე (ბიძინას ფინანსური მასშტაბების გათვალისწინებით) ფაქტორიც, ბოლოდროინდელი ჯაჭვი - რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე ჩვენი და აშშ-ს ხელისუფლების გამონათქვამები, ონიშჩენკოს განცხადებები რუსეთში წლის ბოლომდე ქართული ღვინისა და ბორჯომის დაბრუნებაზე, ამ ყველაფრის გვირგვინი - სარკოზობა; მაგრამ ესეც ბადებს გარკვეულ შეკითხვებს, რად უნდა მას ამისთვის ხელისუფლება, ის თავისი ფინანსური შესაძლებლობების გამო ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში მიიღებს უძლიერეს ლობს, თანაც ასეთს რას უნდა ელოდეს ღვინის გაყიდვიდან (ბორჯომი სხვას ეკუთვნის)?
- რეალური ოპოზიცია? ქვეყნის სიყვარული და გადარჩენის სურვილი? ვნახოთ, აღდგომა და ზეგო.

იმედია მისი განმარტება მცირდეით მაინც მოჰფენს ნათელს ამ შეკითხვებს.
ჩემი პოზიცია ძალიან ფრთხილია. რაც არ ვიცი, არ ვიცი. არც მესიას ველი და ვერც პირდაპირ მიშას პროექტს ვუწოდებ.
იმედი არა, მაგრამ სურვილი კი დიდი მაქვს, რომ ის მართლაც ქვეყნის სიყვარულით დგამს ამ ნაბიჯს და რაც ასევე მთავარია, რეალურ გზებს დაგვისახავს თუ როგორ აპირებს ამ კიბოს განკურნებას.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey