http://ick.ge/ka/photogalleries/8269--16-2-.html.........................................
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დასახვედრად დუშეთიდან თბილისში 16 სამარშრუტო ტაქსით, 2 ავტობუსით და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების სამსახურეობრივი ავტომანქანებით 300-მდე ადამიანი გაემგზავრა.
თბილისში ხალხის გამგზავრებას კოორდინაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი უწევდა. უმრავლესობა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, გამგეობის სამსახურების, საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან. სკოლების დირექტორების დავალებით, საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად თბილისში მოსწავლეები და მათი მშობლებიც გაემგზავრნენ.
სარკოზისთან შეხვედრაზე გასამგზავრებელ ადამიანთა სია დუშეთში 2 დღის წინ შეადგინეს. ამ სიის ყველა წევრმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საგანგებო გაფრთხილება მიიღო - ის, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად თბილისში არ წავა, სამსახურს დაკარგავს.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ სარკოზისთან შესახვედრად დუშეთის მუნიციპალიტეტიდან თბილისში სულ 600 ადამიანი გაემგზავრა. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები სხვადასხვა სოფლებშიც იყო მობილიზებული.
გამგეობიდან მიღებული მითითების თანახმად, დუშეთიდან თბილისში პრეზიდენტ სარკოზის დასახვედრად წასული მოქალაქეების ჩაცმულობა საზეიმო განწყობას უნდა შეესაბამებოდეს.
\
\\\
საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად კახეთიდან 2000-მდე მოსამსახურე წაიყვანეს
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2011 15:10
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დასახვედრად, კახეთიდან თბილისში, 2000-მდე საჯარო მოსამსახურე წაიყვანეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და საბიუჯეტო სამსახურებში კანცელარიის სპეციალისტები და დარაჯები არიან დარჩენილები.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოსამსახურეები თბილისში არ წავიდოდნენ, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. თბილისში წამსლვლელთა სპეციალური სიები ორი დღის წინ შედგა.
http://ick.ge/ka/rubrics/politics/8268--2000-.html