გოჩა კელენჯერიძე:
“არ იზეიმოთ საქართველოს განადგურება, ქართველებო…”ის, ვინც ე.წ. თბილისობის გადმოტანის საბაბით, უარს აცხადებს ქართულ წინააღმდეგობაზე- მტერია, რომელსაც უზურპირებული აქვს ქართული ტრიბუნა, მიუხედავად იმისა უწყის მან ეს თუ არა!
თუ აგონიაში მყოფი საქართველო დაუშვებს რომ სარკოზის ვიზიტმა ჩაიაროს საყოველთაო ზეიმის, ეიფორიის ფონზე, მაშინ ალბათ თბილისობას დაამთხვევს და გადმოიტანს აღდგომასაც- ოკუპანტი, თუ გადაწყვიტეს მათი პროდიუსერის საპატრიარქოში გასეირნება…
3 იანვრის საზოგადოება მოუწოდებს თითოეულ ქართველს აჯანყებისკენ, თავგანწირვისკენ, ტოტალური სამართლებრივი დაუმორჩილებლობისკენ!
საჭიროა ოკუპანტური რეჟიმის გაბიაბრუება, მათი ნორმების მასობრივი დარღვევა, უარის თქმა ოკუპანტების დაფინანსებაზე ანუ ე.წ. გადასახადების გადახდაზე…
ქართველებო, გვახსოვთ აგვისტოს ომის დღეებში საზეიმო ცოცხალი ჯაჭვი, მაშინ როდესაც ქართველები დაუმარხავნი იყვნენ ბევრნი. ბ/ნი სარკოზი გახლავთ ერთერთი პირველი რეალიზატორი შიდა ქართლის ლენინური ოკუპაციისა…
-არ დაუშვათ კიდევ ერთი ზეიმი საქართველოს განადგურებისა!..
დანარჩენნი ვითომ პოლიტიკოსნი, რომელიც არ გადაწყვეტს სარკო/მიშვარდის ორგიის აღკვეთას ე.წ. თბილისობის მიზეზით და თავადაც იზეიმებს ამ ხელოვნურ ოკუპანტების მიერ შექმნილ დივერსიულ ე.წ. თბილისობას-მტრები არიან და არ მოუსმინოთ!
- მათ გადააქვთ თითოეული ქართველის ყურადღება ფრონტის ხაზიდან!
…დახვრეტილი მიტინგები გაცოცხლდებიან!..
-მტერი მსხვრევადია ქართული ერთობის წინაშე!
- თითოეული ქართველის სამართლებრივი ვალია და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ დაუყოვნებლივ დავამხოთ ოკუპანტური რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმურობის ამბიცია აქვს მაგრამ ვერ ასახელებს თარიღს ლეგიტიმური წყვეტის აღდგენისა, მას შემდეგ რაც 1991/93 წლების სამამულო ომში საქართველოს გარეგანმა და შინაურმა მტრულმა ძალებმა განახორციელეს საერთაშორისო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!
- ქართველებო! ცრუპოლიტიკოსნი არ საუბრობენ ამ თემაზე, რადგან ეს სარკოს არ მოეწონება…
ლეგიტიმური წყვეტის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ერისთვის და ამის ეგზისტენციალური განხორციელებისათვის სამართლიანობის ანუ ქართველი ერის უფლებების აღდგენა და ლეგიტიმაციის მოთხოვნაა საჭირო და არა ერეკლეს კაბინეტის წევრების ძებნა…
არ იზეიმოთ საქართველოს განადგურება, ქართველებო… Por eso nos temen, por eso nos quieren fuera de Georgia-porque ellos si que saben, que si hubieramos podido estar en nuestra tierra hoy-el regimen fascista seria otra vez obligado a fusilarnos… NO! NO PASARAN! დახვრეტილი მიტინგები აგრძელებენ ბრძოლას-გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! TODA.